x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
5 ნოემბრის შეთქმულება და გაი ფოქსი
ღამე გაი ფოქსთან, ცნობილი როგორც ღამის ფეიერვერკი "კოცონი", დღესასწაული რომელსაც ყოველწლიურად აღნიშნაველ 5 ნოემბრის ღამეს დიდ ბრიტანეთში.

image

ამ ღამით, მეხუთე დღეა ჰელოუინიდან და ითვლება დენთის შეთქმულების მარცხად, როდესაც კათოლიკე შეთქმულების ჯგუფი ცდილობდა ლონდონში ბრიტანეთის პარლამენტის აფეთქებას, ლონდონში 1605 წლის 5 ნოემბერს პროტესტანტული მეფის ჯეიმს I - ის სამეფო სიტყვის წარმოთქმისას. გარდა ამისა ლორდთა პალატაში წარმოდგენილები იყვნენ პარლამენტის ორივე პალატის წევრები და უმაღლესი მართმსაჯულების უფლება-მოსილი პირები.


ტრადიციები:


დიდ ბრიტანეთში დღესასწაულის მონაწილეები ცენტრალურ მოედანზე ანთებენ ფეირვერკებს და ცეცხლს, სადაც წვავენ გაი ფოქსის ფიტულს და ცეკვავენ ცეცხლის გარშემო, ისინი გადაცმულები არიან შუა საუკუნეების კოსტუმებით.


დღესასწაულის დაწყებამდე ქუჩაში ბავშვები აგროვებენ ფულს პეტარდების საყიდლად.

image

ბრიტანეთის გარდა გაი ფოქსის დღეს აღნიშნავენ სხვადასხვა კოლონიებში - ახალი ზელანდიის, სამხრეთ აფრიკის, ნიუფაუნდლედის და ლაბრადორის(კანადა), ბრიტანეთის კარიბის ზღვის კუნძულების ნაწილზე და ავსტრალიაში.


კონსპირატორების გეგმები

შეთქმულები გეგმავენ მეფის და ლორდთა სახლის წევრების მოკვლას. ისინი იმედოვნებდნენ, რომ ეს მკვლელობა ბუნტის პროვოცირებას მოახდენდა და ის დაეხმარებოდა ხელისუფლების შეცვლას. აფეთქება დაგეგმეს რობერტ კეტსბიმ, ტომას ვინტურმა და ჯონ რაითმა.

ტომას პერსიმ იქირავა სარდაფი ზუსტად ლორდთა პალატის ქვემოთ, სადაც გაი ფოქსს დამალული ჰქონდა: 36 ბარელი(6000 ლიტრამდე) შავი დენთი, რომელიც ნახშირით და შეშით დაფარეს.

კონსპირატორები გეგმავდნენ აფეთქების შემდეგ მმართველად გამოეცხადებინათ ახალგაზრდა პრინცი ჩარლზი და პრინცესა ელიზაბეტი, სახელმწიფო რელიგიად კი კათოლიციზმს დააბრუნებდნენ. მაგრამ შეთქმულება ჩაიშალა ღალატის გამო.

image


პარლამენტის გახსნამდე 10 დღით ადრე ლორდი უილიამ პარკერი ჰოქსტონში სადილობდა, როცა უცნობი პირისგან წერილი მიუვიდა.

– ჩემო ბატონო, იმ სიყვარულის გამო, რომელიც თქვენი მეგობრების მიმართ მაქვს, მნიშვნელოვანი ამბავი უნდა გაცნობოთ. თუკი სიცოცხლე თქვენთვის ძვირფასია, მოიგონეთ რაიმე მიზეზი, რათა პარლამენტის გახსნას არ დაესწროთ, რადგან ღმერთმა და ადამიანებმა პირი შეკრეს, რათა ჩვენი დროის ბოროტება გაანადგურონ. ნუ მოეკიდებით ამ თხოვნას უგულისყუროდ, წაბრძანდით თქვენს მამულში და იქ უსაფრთხოდ იქნებით. ვერ მოესწრებით პარლამენტის აფეთქებას, რომელიც ბევრ მნიშვნელოვან პერსონას შეიწირავს და ვერც მიხვდებიან, ვინ გააკეთა ეს. გაითვალისწინეთ ჩემი რჩევა, რომელიც მხოლოდ სიკეთეს მოგიტანთ. იმედი მაქვს, ღმერთი დაგეხმარებათ, მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება..


ლორდმა წერილი დაუყოვნებლივ აჩვენა სელისბერის პირველ გრაფს და ამავდროულად სახელმწიფო მდივანს, რობერტ სესილს.


რობერტ კეტსბიმ და ტომას ვინტურმა თანამოაზრეებთან ერთად თავს უშველეს ცენტრალურ ინგლისში, მიდლენდში გაქცევით, მაგრამ იქ საიმედო თავშესაფარი ვერ მონახეს. 3 დღის შემდეგ გადაინაცვლეს მათი მეგობრისა და გულშემატკივრის სახლებში. სტეფორდშირში ისინი გადააწყდნენ სამხედროებს. დანებებაზე უარი განაცხადეს, რასაც სროლა მოჰყვა. რობერტ კეტსბი, ტომას პერსი და ქრისტოფერ რაითის ორი ძმა სისხლიანი შეტაკებისას დაიღუპა, დაჭრილი ტომას ვინტური და ამბროს როკვუდი კი ლონდონში გადაიყვანეს. დარჩენილი წევრები რამდენიმე დღეში შეიპყრეს (მხოლოდ რობერტ ვინტური დაიჭირეს 2 თვის შემდეგ). შეთქმულების ყველა წევრი გაასამართლეს და სახელმწიფო ღალატის გამო სასჯელის უმაღლესი ზომა შეუფარდეს – ჯერ ცხენზე გამოაბეს და მოედნამდე ათრევინეს, შემდეგ ყულფში გააყრევინეს თავი და სანამ გონების დაკარგვამდე მივიდოდნენ, მანამ ჰყავდათ ჩამოკიდებული, ბოლოს კი გამოშიგნეს, სხეული დაანაწევრეს და დაწვეს. თავები კი ლორდთა პალატის წინ მდებარე ჭიშკრის კბილანებზე ჩამოაცვეს, რათა ყველას დაენახა.


შეთქმულებაში 13 მონაწილე იყო, მისი სახე მაინც გაი ფოქსი გახდა. 5 ნოემბერი დიდ ბრიტანეთში აღინიშნება, როგორც გაი ფოქსის დღე. მე-17 საუკუნიდან მოყოლებული ტარდებოდა ცერემონიები, რომლებშიც გაის დასჯას ასახავდნენ. ამისთვის ბავშვები გაზეთებისგან აწყობდნენ ადამიანის ფორმას, აცმევდნენ ტანისამოსს და უკეთებდნენ ნიღაბს, შემდეგ კი წვავდნენ. სიტყვა “გაი” (guy) თანდათანობით იქცა უცნაურად ჩაცმული ადამიანის სიმბოლოდ, ხოლო ამერიკაში ის ზოგადად მამაკაცის აღმნიშვნელია.

image


1841 წელს უილიამ ჰარისონ აინსვორტმა გამოუშვა ისტორიული რომანი “გაი ფოქსი, ანუ დენთის ღალატი”, სადაც მთავარი პერსონაჟი ნათელ ფერებში ასახა, რითაც ბევრისთვის დადებითი პერსონა გახადა. მეოცე საუკუნის დასაწყისში გამოსულ საბავშვო წიგნებში გაი ფოქსს გმირის სტატუსი აქვს. ეს კიდევ უფრო გაამყარა 80-იანებში გამოსულმა ალან მურის კომიქსმა “V for Vendetta” და 2006 წელს გამოსულმა იმავე სახელწოდების ფილმმა.


0
424
შეფასება არ არის
ავტორი:მიშო სტალინსკი
მიშო სტალინსკი
424
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0