x
ანგელა მერკელის საიმიგრაციო პოლიტიკამ მემარჯვენე პარტიების დაწინაურება გაადვილა

image

მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს 18 წლის გერმანელი გოგონას გაუპატიურების გამო გერმანიის ქალაქ ფრაიბურგში რვა ეჭვმიტანილი დააკავეს. რვა კაციდან შვიდი სირიელი აღმოჩნდა, 19-დან 29 წლამდე. მერვე 25 წლის გერმანელია.

აღნიშნული შემთხვევა 14 ოქტომბერს მოხდა, ერთ-ერთ ღამის კლუბში.

ამ შემთხვევამ ფრაიბურგის მოსახლეობაში აღშფოთება, შემდეგ კი საპროტესტო აქცია გამოიწვია. აქცია მემარჯვენე პარტიის AfD-ს (ალტერნატივა გერმანიისთვის) მიერ იყო ორგანიზებული და დაახლოებით 500 ადამიანი გამოვიდა ქუჩაში.

2 ნოემბერს ფრაიბურგის პოლიციაში განაცხადეს, რომ ეძებენ კიდევ ორ
პირს, რომელნიც 18 წლის გოგონას გაუპატიურებაში არიან ეჭვმიტანილი. მათი თქმით, დამატებით ნაპოვნი დნმ-ს ორი ნიმუში არ ემთხვევა უკვე არსებულ ნიმუშებს, შესაბამისად საქმეში მონაწილეთა ძებნა გრძელდება.

გერმანიისთვის, ისევე როგორც ევროკავშირის სხვა ქვეყნებისთვის, მიგრანტების მიღება-არმიღების საკითხი გადაუჭრელ პრობლემად იქცა. საიმიგრაციო პოლიტიკა გახდა ის თემა, რამაც ევროკავშირის ქვეყნები
პრაქტიკულად ერთმანეთს დაუპირისპირა - უნგრეთი, ავსტრია, პოლონეთი და ახლა უკვე იტალია ბევრად მკაცრად იქცევიან არალეგალურად შემოსული მიგრანტების მიმართ, ვიდრე გერმანიასა და დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ საიმიგრაციო პოლიტიკამ შეიწირა როგორც გერმანიის წამყვანი პარტიების - გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (CDU), ბავარიის ქრისტიან-სოციალური კავშირისა (CSU) და გერმანიის სოციალურ-დემოკრატიული პარტიის (SPD) პრესტიჟი, ისე თავად გერმანიის კანცლერის - ანგელა მერკელის სახელი.

ანგელა მერკელმა 29 ოქტომბერს განაცხადა, რომ დეკემბერში CDU-ს თავმჯდომარის პოსტს დატოვებს, 2021 წელს კი აღარ დააყენებს საკუთარ კანდიდატურას კანცლერის თანამდებობაზე.

აღნიშნული სამი პარტიის პრესტიჟის დაცემა რამდენიმე წელია გრძელდება. ეს ეხება თავად ანგელა მერკელსაც. ჯერ კიდევ სექტემბერში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ მერკელის გადადგომა გამოკითხულთა ყოველ მეორეს სურდა. მსურველების რაოდენობამ გამოკითხულთა 56% შეადგინა. წაიკითხეთ ვრცლად
0
6
შეფასება არ არის
ავტორი:იოანე შაიშმელაშვილი
იოანე შაიშმელაშვილი
6
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0