მსოფლიო სიკვდილი ამერიკას - გაუძლებს ირანი ახალ ბლოკადას?! 2018, 5 ნოემბერი, 18:03 "სიკვდილი ამერიკას" - ასეთი იყო გუშინ, 4 ნოემბერს თეირანში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციის მთავარი ლოზუნგი. აქციაზე დაწვეს ამერიკის დროშა, ასევე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სურათები.
ირანში ყოველწლიურად იმართება აქცია ყოველ 4 ნოემბერს. ამ დღეს აღნიშნავენ 1979 წელს მომხდარ მოვლენებს - ამ წელს ამერიკის მომხრე ირანის შაჰის მოჰამედ რეზა-შაჰ ფეჰლევის ჩამოგდების შემდეგ რადიკალი ირანელი სტუდენტები თეირანში შეერთერთებული შტატების საელჩოში შევიდნენ, იქაურობა გაანადგურეს და 52 ამერიკელი ტყვედ აიყვანეს. მათ ტყვეობაში
444 დღე გაატარეს.
თუმცა გუშინდელი აქცია ორმაგად უფრო დაძაბული იყო, ამის მიზეზი კი შეერთებული შტატების მიერ დაწესებული სანქციების მეორე ნაწილია, რომელიც დღეიდან, 5 ნოემბრიდან შედის ძალაში.
უნდა ითქვას, რომ ეს ინიციატივაც და გადაწყვეტილებაც ამერიკის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ეკუთვნის. მან 8 მაისს ირანის ბირთვული პროგრამის (JCPOA)
ახალი სანქციების მიზანი კი ირანის სრულ ბლოკადაში მოქცევაა.
ირანის ბირთვული შეთანხმება ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ადმინისტრაციის ერთ-ერთ ყველაზე დიდ დამსახურებად მიიჩნევა. გარდა ამერიკისა, ხელშეკრულებაში შედიან: რუსეთი, ჩინეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი. მოგვიანებით მათ შეუერთდათ გერმანია და ევროკავშირი. შეთანხმების გაფორმებიდან ირანმა შეზღუდა საკუთარი ბირთვული საქმიანობა, შედეგად კი საერთაშორისო სანქციების დიდი ნაწილი ქვეყანას მოუხსნეს. წაიკითხეთ ვრცლად 116 1-ს მოსწონს
|