x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
გერმანელებს მერკელის გადადგომა სურთ - რა მოიტანა „ღია კარის პოლიტიკამ“?

image

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის პოპულარობა ქვეყანაში ეცემა. ასევე ეცემა გერმანიაში წამყვანი პოლიტიკური პარტიების რეიტინგიც - გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (CDU), ბავარიის ქრისტიან-სოციალური კავშირისა (CSU) და გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SPD) რეტიტინგი საკმაოდ დაბალ მაჩვენებელზეა.

სამაგიეროდ, იზრდება მცირე პარტიების რეიტინგი და პოპულარობა, თუმცა საინტერესო ის არის, რომ ამ მცირე ზომის პარტიებიდან ახალი გამოკითხვის მიხედვით CDU/CSU კავშირის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს მემარჯვენე პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD).


გამოკითვის მიხედვით, კვირას რომ არჩევნები ტარდებოდეს გერმანიაში, გამოკითხულთა

28% ხმას CDU/CSU კავშირს მისცემდა, 18% კი AfD-ს.

დავუბრუნდეთ მერკელს. მეორე გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობის 56% მის გადადგომას უჭერს მხარს. ეს შედეგები ნამდვილად არ იქნება სასიხარულო გერმანიაში მმართველი კოალიციისთვის, რომელიც სწორედ CDU/CSU კავშირისა და SPD-სგან შედგება.

AfD-ს პოპულარობამ მოიმატა ბოლო გამოკითვის მიხედვით. ეს პარტია 2017 წელს
ჩატარებული არჩევნების შემდეგ პირველად შევიდა პარლამენტში, სადაც მან ხმების 12.6% მიიღო.
უნდა აღინიშნოს, რომ მემარჯვენე პარტიების პოპულარობა სულ უფრო იზრდება ევროპაში. მართალია ეს საგანგაშო მასშტაბს არ აღწევს, მაგრამ მნიშვნელოვანი ცვლილებებია მომხდარი და მემარჯვენეობა აღარ არის ისეთი მიუღებელი, როგორც წინა წლებში იყო. ამის ყველაზე ნათელი მაგალითია 9 სექტემბერს შვედეთში ჩატარებული არჩევნები. განაგრძეთ კითხვა და ნახეთ ვიდეო
1
39
2-ს მოსწონს
ავტორი:იოანე შაიშმელაშვილი
იოანე შაიშმელაშვილი
39
  
2018, 22 სექტემბერი, 14:01
ალილუა თუ გერმანელი ერი გამოფხიზლდა მაშინ ევროპაც გამოფხიზლდება. დიდება გერმანიას. ჩვენ მოკვდავნი ვართ, მაგრამ ჩვენმა ერებმა არსებობა უნდა განაგრძონ!
0 1 1