x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
სილვესტერ სტალონეს ექს-მეუღლემ საზოგადოება შოკში ჩააგდო ახალი სილიკონის ბიუსტით

image 55 წლის ცნობილი მსახიობის, ბრიჯით ნილსენის პლასტიკურმა ოპერაციებმა თავი იჩინა.
"ფლეიბოის" ყოფილმა მოდელმა და ბავშვებისათვის განკუთვნილი ფილმების მსახიობმა, "ემის" კინოპრემიაზე მისვლისას საზოგადოება შოკში ჩაგდო, ისეთი პროვოკაციული ჩაცმულობით გამოცხადდა.
მსახიობს ეცვა შემოტმასნილი შავი კომბინეზონი, უზარმაზარი დეკოლტეთი. ეტყობა მსახიობს არ უფიქრია, თუ როგორი რეაქცია ექნებოდა "ემის" დაჯილდოებაზე მისულ საზოგადოებას მისი ბიუსტის დანახვაზე, რომელიც სილიკონის ინპლანტების ჩადგმის გამო ძალზე უცხო სხეულად ჩანდა მის მკერდზე და ამან შოკში ჩააგდო პრემიერაზე მოსული მაყურებლები.
შეგახსენებთ, რომ 2008 წელს 45 წლის ბრიჯითმა გადაწყვიტა გაეკეთებინა საკუთარი თავისათვის საჩუქარი და დახმარებისათვის მიმართა პლასტიკური ქირურგიის კლინიკას. მსახიობმა რამდენიმე სახის პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, მათ შორის ბიუსტზე, მას ჩაუდგეს დიდი ზომის სილიკონის იმპლანტები. ახალი ბიუსტით მსახიობი ისევ მიიწვიეს "ფლეიბოის" გადასაღებ მოედანზე.
თუმცა გავიდა 10 წელი და მსახიობის ბიუსტმა ფორმა დაკარგა და არცთუ სასიამოვნი სანახავი გახდა.
თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ექს-მოდელის ბიუსტი მაინცდამაინც ლამაზი არაა, მსახიობი ისეთ ფორმაშია, ბევრ ახალგაზრდას "ფორასაც" კი მისცემს.
თან, როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, სტალონეს ექს-მეუღლე დედა გახდა! დიახ, 55 წლის ქალს შეეძინა გოგონა, მსახიობმა სამ თვეში აღიდგინა სხეულის ფორმა და ამ დროისათვის შესანიშნავ ფორმაშია.
ბრიჯითის მამა კი 39 წლის მატია დესია. მას არანაირი შეხება არა აქვს კინოინდუსტრიასთან, მუშაობს ჩვეულებრივ ბარმენად,
მატიას თქმით, მას ძალიან მოსწონს ცოლი და მოსწონს მისი სხეულის ის ნაწილიც, რომლის დანახვამაც საზოგადოება შოკში ჩააგდო.
ამასთან ერთად, მას მიაჩნია, რომ ბრიჯითი იცვამს შესანიშნავად.
გემოვნებაზე არ დაობენო, ნათქვამია!!!

image



0
271
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
271
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0