x
მეტი
  • 21.11.2018
  • სტატია:82939
  • ვიდეო:334275
  • სურათი:440638
მხოლოდ ეკლესიაში სიარული ვერ გადაარჩენს ჩვენ სულს, მოწყალებაც უნდა გავიღოთ და რწმენაც უნდა გვქონდეს

image
თუ სიკეთე არ ვთესეთ, ვერც ზიარებას მივიღებთ უფლისგან -------------------------------------------------------------------------------- ზამთრის სუსხიანი კვირა დღეა, მშობლები თავის შვილებთან ერთად უფლის სადიდებლად, სალოცავად მიდიან ტაძრებში, ეკლესიაში შესული ადამიანები წვეულებაზე მიმავალთ უფრო ჰგვანან ვიდრე სალოცავად მისულებს. გაუთხოვარ გოგოებს აუსხამთ თუ რამ სამკაული ჰქონიათ სახლში, იქ მისული თანატოლი ბიჭებისთვის თავის მოსაწონებლად. სახე კი ისე შეეღებათ ცირკის მსახიობს უფრო მიუგავთ ვიდრე მორწმუნე ადამიანებისას. მამაკაცები შარვალ კოსტუმში გამოწყობილან და თავის ძვირიან მანქანის გასაღებს ხელში ატრიალებენ, ყურადღების მისაქცევად. ახალგაზრდა დედები მაღალ ქუსლებზე შემდგარნი პატარა შვილები ხელში აეყვანათ და თუ რამ საუკეთესო ჰქონია, მის პატარას ის ჩაეცვა მათთვის. მოხუცები ჩუმი ნაბიჯით მიაბიჯებენ ეკლესიის ეზოში და როგორც შეუძლიათ ფეხს უჩქარებენ, რომ წირვაზე არ დააგვიანდეთ, თან თვალს ადევნებენ ირგვლი მყოფებს და სათითაოდ ყველას ჰკიცხავენ თავისი თავის გარდა. ტაძარში მისული უამრავი ადამიანებიდან მხოლოდ სამს ეტყობა სად არიან მისულები და რისთვის. ეკლესიის კარის ორივე კუთხესთან, პატარა მათხოვრები ტანსაცმელ შემოძონძილები, მოწყალბას ითხოვენ, უფლის სადიდებლად მისულ ადამიანებისგან. ერთ მათგანს სახლში საწოლს მიჯაჭვული ავადმყოფი დედა და სამი წლის და ელოდა. მეორე მათხოვარს ლოთი მამა ჰყავს სახლში, დედა მის დაბადებას გადაჰყოლია. მამის გაუთავებელი ლოთობის და ჩხუბის გამო, ქუჩაში მრავალ სართულიანი, ბინის კუთხეში, მუყაოს ქაღალდებისგან, თავისთვის თავშესაფარი მოეწყო და ცივ ზამთარის ღამეებს იქ ატარებს. წირვას მამაო ატარებს რომელსაც ტაძრის გვერდით თავისი ძვირადღირებული ჯიპი დაეყენებინა. ეკლესიაში მისული ადამიანების უმეტესობა, მათხოვარ ბავშვებს გროშებს უყრიან გაყინულ გამოწვდილ ხელებში და იმასაც ამადლიან. ტაძარში შესულ ადამიანების უმეტესობას არ ტკივა სხვისი ტკივილი მითუმეტეს ამ მათხოვარი ბავშვების. ლოცვის დროს, დედას ხელის გაშვებას სთხოვს პატარა ბავშვი და თან მათხოვარი ბავშვებისკენ იცქირება. როგორც იქნა დედას გამოექცა პატარა და მივიდა მათხოვარ ბავშვებთან, ჯიბეში ფული ჰქონია. დილით ბებოს მიუცია ეკლესიიდან რომ გამოხვალ რაც გინდა იყიდეო. პატარამ ეს ფული მათხოვარ ბავშვს ჩაუდო ხელში და ბედნიერი სახით დედასთან დაბრუნდა. რამდენჯერმე მოიხედა უკან, კმაყოფილების ნიშნად დედას ხელი მოჰკიდა ხელზე და ლოცვის მოსმენა განაგრძო. პატარა მათხოვარმა ფულს დახედა თავის გონებაში გადათვალა. დღეს რამდენი დააგროვა, ეყოფოდა თუ არა დედის წამლისთვის და მის დის საჭმელისთვის. მეორე მათხოვარ ბავშვს არ გაუმართლა ჯერ არავინ ჩაუგდო მას ფული. გაყინული ხელი ისევ გაწვდილი ჰქონდა და მოწყალებას ითხოვდა. ტაძარში აღსარებას აბარებენ მამაოს იქ მისულები ამის შემდეგ ზიარებაც მიიღეს და შავი ღვინო და პური მიირთვეს ნიშნად იმისა რომ უფალი მათშია. ის პატარა ბავშვი რომელმაც მათხოვარს ფული აჩუქა ამ სანახაობას უყურებს და ეცინება, თითქოს რაღაცას ეთამაშება, დედამ გაკვირვებული შეხედა პატარას და ჰკითხა: -რას უყურებ შვილო ასე რომ იცინი? -დედა მტრედები არიან ეკლესიაში. ზოგ ადამაინს იმ პურს და ღვინოს ართმევს, რასაც მამაო აძლევს და ზემოთ მიფრინავენ მაღლა. სასაცილოა ეს სანახაობა, მათ ჰგონიათ რომ მიიღეს უფლის მადლი, ამ დროს კი იმ მადლს მტრედი ართმევს და მიაქვს. ზოგი ადამიანი უფრო ნათელი ჩანს ვიდრე იყო პურს და ღვინოს რომ მისცემ მამაო. დედა გაოცებული უსმენს შვილს და ვერ ჩაწვდა აზრს რას ამბობს პატარა ანგელოზი. წირვა დამთავრდა ხალხმა ნელ ნელა ტაძრიდან გარეთ გამოსვლა დაიწყო. მათხოვარი ბავშვები ისევ მოწყალებას ითხოვენ. ზიარება მიღებულ ადამიანების უმეტესობამ ისე ჩაუარა ამ ბავშვებს ყურდღებაც არ მიუქცევია .არც მამაოები გამოირჩევიან ყურადღებით მათ მიმართ. მხოლოდ ერთმა ახალგაზრდა მამაომ გამოიტანა ეკლესიიდან ქაღალდის ფული და ორივე ბავშვს მისცა, თანვე დალოცა. ამ ბავშვებისთვის ეს არ იყო პირველი შემთხვევა ყოველთვის როცა წირვა მთავდებოდა ის მამაო ბავშვებს, ფულს აძლევდა. ეკლესიაში შეწირულ თანხიდან. თავზე ხელს გადაუსმევდა და ლოცავდა. მადლობის ნიშნად მათხოვარი ბავშვები მამაოს თავს დაუხრიდნენ, ფულს დახედავდნენ შემდეგ ჯიბეში ჩაიდებდნენ. არცერთი მათგანისთვის არ იყო საკმარისი ის თანხა რაც კვირა დღეს, მისცეს წირვაზე მყოფმა ადამიანებმა მათხოვარ ბავშვებს. მამაომ რომელმაც წირვა ჩაატარა ტაძარში, ეკლესიის კარი ჩაკეტა და თავის ჯიპში ჩაჯდა, მათხოვარ ბავშვებს კი მიაძახა, წადით ახლა აქედან არავინ არ მოვა დღეს ტყუილად ნუ ჩერდებით. ბავშვები ცივი ეკლესიის კიბის საფეხურებიდან ადგნენ. ერთი აფთიაქში მეორე კი იქვე მარკეტში შევიდა. აფთიაქში მისულმა ბავშვმა მხოლოდ რამდენიმე დღის საყოფი წამალი იყიდა დედისთვის. ღრმად ამოისუნთქა და შემდეგ მაღაზიაში შევიდა, დისთვის პური მაინც რომ ეყიდა. ორი პური და რამდენიმე ცალი კანფეტი იყიდა, მაინც კმაყოფილი ჩანდა პატარა მათხოვარი, თავისი ნაშოვნი ფულით. თამაშ თამაშით წავიდა სახლში. სახლში მისულს აცრემლებული და კართან დახვდა. დედა კი გაუნძრევლად იწვა საწოლში. მეორე პატარა მათხოვარს სიცივისგან ცხვირი და ყურები გაუწითლდა, ერთ ხელში ცელოფანი ეჭირა, მეორეში კი ხმელა პურს ჭამდა და თავის მუყაოსგან დამზადებულ თავშესაფარში წავიდა. (მხოლოდ ეკლესიაში სიარული ვერ გადაარჩენს ჩვენ სულს, მოწყალებაც უნდა გავიღოთ და რწმენაც უნდა გვქონდეს.) ავტორი:სოფო იაშვილი

0
81
1-ს მოსწონს
ავტორი:სოფო იაშვილი
სოფო იაშვილი
81
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0