x
მეტი
  • 10.12.2018
  • სტატია:83575
  • ვიდეო:334391
  • სურათი:441505
წმინდა მამების გამონათქვამი

imageimage''თუ შენს ლოცვას კეთილი საქმე არ მოსდევს, ასეთი ლოცვა მკვდარია. სიკეთე სამოთხის კარს გაგიღებს, სიმდაბლე შიგ შეგიყვანს და სიყვარული ღმერთს განახებს'' - გრიგოლ ხანძთელი.

''ნუღარ გაიხსენებთ წარსულს, თორემ ღმერთიც გაიხსენებს და მოგთხოვთ პასუხს იმისთვის, რაც უკვე გაპატიათ'' - სერგი ნილუსი.

''ჩვენ ან მოწყენით ვიყურებით წარსულში, ან მომავალს ველოდებით. აწმყო არის ნამდვილი ცხოვრება, რომელიც ამ უნაყოფო დინებასა და ოცნებებში გადის'' - ალექსანდრე ელჩანინოვი.

''ცუდი ჩვევებისა და აღზრდის მქონე ბავშვები ცდილობენ, თავიანთი ბოროტი ზნე ამხანაგებს გადასდონ, რათა სირცხვილი თავიდან აიცილონ → როცა ირგვლივ ყველა მანკიერია, სასირცხვილო თითქოს არაფერია... ჩვენ უნდა ვბაძავდეთ მას, ვინც მართლა მიბაძვის ღირსია!'' - ნეტარი ავგუსტინე.

''ადამიანს სიკვდილი უხილავად დასდევს. ყოველთვის ისეთი იყავი, როგორიც აღსასრულის ჟამს გინდა იყო. პატივი, დიდება, სიმდიდრე და უპირატესობა მომაკვდავს არ სჭირდება'' - ეგნატე ბრიანჩანინოვი.

''იმაზე კი ნუ იფიქრებ, რომ გარდაცვლილი აღარასოდეს დაბრუნდება შინ, არამედ იმაზე, რომ შენც მალე შეუერთდები მას'' - წმინდა ფოტი.

''თუ რამე კეთილი საქმე გაგიკეთებია, ამით მოყვასზე კი ნუ ქედმაღლობ, სარგებელი სხვისთვის არა, საკუთარი თავისთვის მოგაქვს!'' - ბასილი დიდი.

"ბრმაა ის, ვინც რელიგიაში მხოლოდ წესებს ხედავს. საეკლესიო მღვდელმსახურება ძალზე მნიშვნელოვანია, მაგრამ მორწმუნე რომ გახდე, ადამიანების მიმართ დამოკიდებულება უნდა შეცვალო!'' - რაფაელ კარელინი.

"თვალები სულების შეხვედრის წერტილია. სულის თვალი სულში აღწევს: იგი სანთელს ჰგავს, რომლითაც მეორე სულს ვუახლოვდებით, რათა გამოვცადოთ და შევიცნოთ'' - ნიკოლოზ სერბი.

''ღმერთს შენთვის გონება და გული მოუცია, ავარჯიშე, მინამ სიცოცხლე შეგწევს. გონება გზას გაგინათლებს, გული – გაგითბობს... გონებაგანვითარებულ უზნეოს კარგი ხასიათის გონებაგანუვითარებელი სჯობია" - ილია მართალი.

''თუ ვინმე მოყვასს სიკეთეს გულწრფელად უკეთებს და არა მოვალეობის გამო, მას ეშმაკი ხელს ვერ შეუშლის'' - ამბროსი ოპტელი.

image

''ზოგიერთ ადამიანში სიყვარული არ არის, რადგან მათი სულები მანკიერებებმა, ვნებებმა აავსეს და იქიდან სიყვარული გამოაძევეს'' - ნიკოლოზ სერბი.

''ჩვენი სულისთვის აუცილებელია განსაცდელი, საცთურნი და მწუხარებანი, რათა მან ღვარძლი არ აღმოაცენოს, არ გაამპარტავანდეს და სასტიკი არ შეიქნას. საგულდაგულო დამუშავების გარეშე მიწაც არ გამოსცემს კეთილ ნაყოფს!'' - იოანე ოქროპირი

''სიყვარულით ყველა უნდა გიყვარდეს, მაგრამ თუ ვერ შეძელი ყველას სიყვარული, კეთილი მაინც ყველასათვის უნდა გინდოდეს'' - მამა გაბრიელი.

''არაფერში არ ვართ ისეთი სუსტები, როგორც სიკეთის კეთებაში. ადამიანები რაც უფრო შორს არიან ღმერთისაგან, მით უფრო შორდებიან ერთმანეთს'' - იხონ ზადონელი.

''აუცილებელია განმარტოება, ფიქრი, ძიება საკუთარი სულის საპოვნელად, რათა გულში ჩავიხედოთ და ობიექტურად შევაფასოთ ჩვენი ცხოვრების დადებითი და უარყოფითი მხარეები'' - ილია ll.

''საკუთარი არარაობის შეცნობა უხრწნელი საგანძურია'' - სქემიღუმენი საბა.

''დაინდეთ ერთმანეთი და უფალი შეგინდობთ'' - ანტონი დიდი.

''ილაპარაკე, თუკი მდუმარებაზე უმჯობესი იცი და სათქმელი გაქვს, მაგრამ გიყვარდეს დუმილი, როცა ის თქმას სჯობს'' - გრიგოლ ღვთისმეტყველი.

''რწმენა თავმდაბლობითა და მოწყალებით ცხოვრებაა'' - პიმენი დიდი.

''ჩვენი გული კეთილსა და ბოროტს შორის მუდმივი ბრძოლის ასპარეზია'' - ილია ll.

''უმჯობესია კარგი იყო და სხვებს ცუდი ეგონო, ვიდრე ცუდი იყო და კეთილი სახელი გქონდეს'' - გრიგოლ ღვთისმეტყველი.

''ადამიანი, რომელიც სხვას კლავს, ამავე დროს თვითმკვლელიც არის'' - ნიკოლოზ სერბი.

''დაცემული ფეხზე უნდა დააყენო და არა, დასცინო.'' - ეფრემ ასური.

''სასოწარკვეთაზე დამღუპველი და საშინელი ცოდვა, სულისთვის არ არსებობს'' - სერაფიმე საროველი

''ნუ გექნება ნაცნობობა მზაკვარ ადამიანთან. მზაკვართან მეგობრობა ეშმაკთან მეგობრობას ნიშნავს'' - ანტონი დიდი.

''მხოლოდ გიყვარდეს: და მაშინ შეძლებ, გააკეთო ყველაფერი, რასაც მოისურვებ'' - ნეტარი ავგუსტინე.

''რწმენის ნიჭი ყოველ ადამიანს აქვს მომადლებული, ოღონდ მრავალი ცხოვრებისეული და ფსიქოლოგიური ფაქტორის გამო ზოგი აღიარებს მას და ზოგი არა'' - ილია ll.

''ჯერ არ არსებობს დედამიწაზე ადამიანი, რომელმაც ახსნას ბოლომდე, თუ რა არის სიყვარული და რასაც ვერ ჩასწვდები და ვერ გაიგებ, არც უნდა ეცადო'' - მამა გაბრიელი.

"ღმერთო, ეს თხოვნა შემისრულე და ეკლესიაში ყველაზე დიდ სანთელს დაგინთებ". ღმერთს დიდი და პატარა სანთლები კი არა, მოყვარული გულის დანახვა სურს.

0
205
2-ს მოსწონს
ავტორი:- ლანა -
- ლანა -
205
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0