x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
გურჯიევი ღმერთზე და ადამიანზე
image

"განსხვავება მას და ჩემს შორის, შეიძლება მხოლოდ კატეგორიაში იყოს. იგი ამქვეყნად ყოველივე არსებულის ღმერთია. აქედან გამომდინარე, მეც ჩემს საფეხურზე რაღაც არსებულის ღმერთი უნდა ვიყო. იგი ღმერთია და მეც ღმერთი ვარ. იგივე შესაძლებლობები და შეუძლებლობები, რაც მას სამყაროს ყოველივე არსებულის მიმართ გააჩნია, მეც უნდა მქონდეს ჩემდამი დაქვემდებარებული სამყაროსადმი.ის მთელი სამყაროს ღმერთია და ასევე ჩემი გარესამყაროსიც.მეც ღმერთი ვარ, თუნდაც ჩემი შინაგანი სამყაროსი.ის ღმერთია და მეც ღმერთი ვარ.ყველაფრისათვის ყველაფერში ჩვენ იგივე შესაძლებლობები გაგვაჩნია და რაც მისთვის დიდი სამყაროსფარგლებშია შესაძლებელი და შეუძლებელი, -შესაძლებელი და შეუძლებელი უნდა იყოს ჩემთვის ჩემი პატარა სამყაროს ფარგლებში.და ეს ცხადი და ნათელია, როგორც ის, რომ ღამეს დღე მოჰყვება.

ღმერთი აბსოლიტური სიკეთეა.ის სამართლიანი მშვიდობისმყოფელია ყოველივესი, რაც კი არსებობს.

მაგრამ თუ კი ასეა, რატომ ჩათვალა მან საჭიროდ, თავისი ერთ-ერთი საყვარელი ძეთაგანი, რომელსაც თვითონ ჩაუდგა სული, თავიდან მოეცილებინა მხოლოდ იმ ამაყი მანერის გამო, ყოველი ახალგაზრდა და ჯერ კიდევ არასრულად განვითარებული და მოუმწიფებელი ინდივიდუუმისთვის რომ არის დამახასიათებელი და მისთვის ის ძალა მიენიჭებინა, რომელიც, მართალია, მისი თანაბარი, მაგრამ მისადმი დაპირისპირებულია?


მე მხედველობაში მყავს ეშმაკი.

დიდ სამყაროსაც თავისი ჰარმონიულობისთვის მუდმივი შემახსენებელი ფაქტორი სჭირდება.

0
190
5-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
190
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0