x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134540
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
ზაფხულში წასაკითხი წიგნები
image


მოგესალმებით ჩემი პირველი სტატიით.

ბავშვობიდან გატაცებული ვიყავი ლიტერატურით, კერძოდ პროზით და ყოველთვის ვხვდებოდი, რომ წიგნის კითვხისთვის ყველაზე პროდუქტიული დრო სწორედ ზაფხულია. ყველას გვცალია, გვაქვს უამრავი თავისუფალი დრო და არ გვაწუხებს მძიმე და ერთფეროვანი მოვალეობები.

მოკლედ გუშინ გადავწყვიტე, რომ დასასვენებლად წავიდე, მომენტალურად წიგნის თაროს გადავხედე და არჩევანის წინაშე დავდექი. თუ თქვენც ამგვარი პრობლემა შეგექმნათ ვიმედოვნებ, რომ ეს სტატია დაგეხმარებათ.


როგორც უკვე აღვნიშნე, ზაფხულში დროში არ ვართ შეზღუდულები, ამიტომ გირჩევთ, აირჩიოთ დიდი მოცულობის წიგნები, რომანები, რომელთა წაკითხვაც სულ გინდოდათ და ვერა და ვერ გადაწყვიტეთ დაწყება. თუკი დასასვენებლად მიდიხართ სადმე, შორს, მივარდნილ ადგილას, აუციელბლად გირჩევდით წაიღოთ ლეგენდარული ნაწარმოები - მიგელ დე სერვანტეს საავედრას - მახვილგონიერი იდალგო ( დონ კიხოტი) არასდროს დამავიწყდება ამ წიგნის პირველად წაკითხვის შემდეგ მიღებული შთაბეჭდილება, მაგრამ ისიც მახსოვს, თუ რამდენი ხანი დამჭირდა ფინიშში გასასვლელად, ტექსტი ადვილად იკითხება, თუმცა საოცრად დიდი მოცულობისაა, სწორედაც რომ საზაფხულო წიგნია.

გასათვალისწინებელია წიგნის შინაარსი, სასურველია, რომ რომანი ზაფხულს, ან საზაფხულო თავგადასავალს ეხებოდეს. ამ მხრივ მინდა გამოვყო ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი წიგნი, ნობელის პრემიის მფლობელის - კნუტ ჰამსუნის მისტერიები, რომელიც კლასიკურ საზაფხულო ისტორიაზეა აგებული. მწერლის შესანიშნავი ენა, სიუჟეტის საინტერესო განვითარება და საკუთრივ იდუმალებით მოცული შინაარსი არ მოგცემთ იმის საშუალებას, რომ ზაფხულში მოიწყინოთ. საზაფხულო ჟანრში შეიძლება გავიყვანოთ შტეფან ცვაიგის მოთხრობებიც. ეს მწერალი საკმაოდ პოპულარული იყო წლების მანძილზე, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. მოთხრობები მოკლეა, თუმცა ამავდროულად შინაარსობრივად დატვირთული, რამდენიმე მათგანში ჩანს ცვაიგის მცდელობა ჩაწვდეს ცხოვრებისეულ ფილოსოფიას, გაიგოს თუ როგორ არის მოწყობილი ადამიანის გონება და აზროვნება. მის მთავარ ამოცანად კი, ქალის ფსიქოლოგიური პორტრეტის შექმნა რჩება.

ასევე მსურს, რეკომენდაცია გავუწიო ცნობილი მწერლის - თომას მანის წიგნს - სიკვდილი ვენეციაში, რომელიც ასევე საზაფხულო თავგადასავალს წარმოადგენს და ტრაგიკული ფინალით გვამცნობს, რომ ყოველ ზაფხულს, შემოდგომა მოყვება.

იმედია ჩემი “ნაჩხაპნი” დაგეხმარებათ, გული არ გაიტეხოთ, მართალია ზაფხულსაც აქვს დასასრული, მაგრამ ის კვლავ მოვა და კვლავ მოიტანს მისთვის დამახასიათებელ სითბოს და სიხარულს.

4
598
5-ს მოსწონს
ავტორი:ჰენკ მუდი
ჰენკ მუდი
598
  
2012, 8 ივლისი, 16:04
და გრაფი მონტე კრისტოც :)
2012, 8 ივლისი, 16:04
სამი მუშკეტერიც რომ წაიკითხონ კაი იქნება
2012, 8 ივლისი, 5:30
კარგი არჩევანია, მაგრამ შტეფან ცვაიგს ნოველების გარდა რომანიც აქვს "მოუთმენლობა გულისა", თუ შენ გოგო ხარ და ისეთ ასაკში,რომ რომანები გიტაცებს ,ძალიან კარგი წასაკითხია,რავიცი მე მომწონდა და ვისაც ვურჩიე უკმაყოფილო არავინ დარჩენილა :)
0 1 4