x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
სახალისო ანეგდოტების ნაკრები, შესაბამისი სურათების თანხლებით
image დილით შეშინებული მდივანი შერბის შეფთან.
-ივან პეტროვიჩ, მე თქვენ ახლახან გნახეთ ქვევით საპირფარეშოში...
-ლენოჩკა, ნუ განიცდი, ის ჩემი ძმაა, ჩემი ტყუპისცალი.
-კარგი ივან პეტროვიჩ, მე არ განვიცდი. თუმცა გაითვალისწინეთ მე თქვენ მეგონეთ და დილის სექსი უკვე მქონდა.
image

თვითმფრინავში გვერდიგვერდ ზიან მოლა და კათოლიკე პასტორი. მათთან მიდის სტიუარდესა და პასტორს ეკითხება: ვისკი, ღვინო თუ შამპანური?
პასტორი: ვისკი გეთაყვა.
-ინებეთ ვისკი.
სტიუარდესა მიუბრუნდა მოლას და იგივე კითხვებს უსვამს.
გაბრაზებული მოლა პასუხობს: მე მთავაზობთ სასმელს? იქნებ სტიუარდესასთან დაწოლაც შემომთავაზოთ...
-პასტორი კითხულობს: რაო? ასეთი არჩევანიც არის? არ მინდა მაშინ ვისკი, ქალი მირჩევნია...
image ვრეკავ სახლში ცოლთან და ვეუბნები: ძვირფასო, მე გავკოტრდი...
მივდივარ სახლში, ვაღებ კარებს და შევდივარ. არც ცოლია და არც მისი ტანსაცმელი.
ჯანდაბას მისი თავი, რაში მჭირდება ცოლი რომელსაც იუმორის გრძნობა არ გააჩნია?
მე გაკოტრება არ მემუქრება და ქალი დაილია ამ ქვეყანაზე?
image

-პროგრამისტს ეკითხებიან: თქვენი შვილები სულ რატომ კინკლაობენ?
-ვერსიების კონფლიქტია, -პასუხობს პროგრამისტი.
image

სტადიონზე მიმდინარეობს სპორტული შეჯიბრება. სანამ სპორტსმენი ემზადება შუბის სატყორცნად, მოედნის მეორე მხარეს მდგარი მისი მწვრთვნელი მეგაფონით აძლევს რჩევებს.
გატყორცნილი შუბი მწვრთვნელიდან რამდენიმე მეტრში ერჭობა მიწას.
მწვრთვნელს არც შიში ეტყობა და არც ფეხი მოუცვლია ადგილიდან.
მისი სიმამაცით გაკვირვებული გოგო მირბის მასთან და ეუბნება: რა მამაცი ხართ, ხომ შეიძლებოდა ის შუბი თქვენ მოგხვედროდათ?
-მწვრთვნელი პასუხობს: არა, არ მეშინია ხომ ხედავთ შუბიდან რამდენიმე მეტრით დაშორებულ ადგილზე ვდგავარ?
-გოგო ეუბნება: ღმერთმა ნუ ქნას და მაინც, რომ მოგხვდეთ ხომ საშიშია?
-მწვრთვნელი პასუხობს: არაფერია საშიში, მისი პირადი რეკორდი 87 მეტრია.
-გოგო: გასაგებია, მაგრამ ვაითუ საოცრება მოხდეს და რეკორდი გაუმჯობესოს, ხომ მოგხვდებათ შუბი ეს კი ძალზე საშიშია!
-მე ვდგავარ მისგან 90 მეტრის დაშორებით, შუბის ტყორცნაში კი მსოფლიო რეკორდი 89 მეტრია! და თუ მაინც მისმა ნასროლმა შუბმა ეს მიჯნა გადალახა და მე მომხვდა, მე ბედნიერი მოვკვდები, რადგან ჩემი აღზრდილი მსოფლიო რეკორდს დაამყარებს.
image


აფრიკაში ჩასული თეთრკანიანი ტურისტები ბანაობენ მდინარეში და თანხმლებ თარჯიმანს ეკითხებიან:
-აგვიხსენი ადგილობრივები ასე ცხარედ რას განიხილავენ ან მთელი სოფელი რატომაა მდინარის სანაპიროზე თავმოყრილი?
-ოო ესენი თქვენს გამო არ დაობენ, არც თქვენს გამო მოსულან აქ.
მათ უბრალოდ ძალიან უკვირთ დღეს ასე მშვიდად რატომ არიან მდინარეში ნიანგები!
image მაღაზიაში შედის ძალზე მსუქანი ქალი და ამბობს: მე მინდა ვნახო ჩემი ზომის ბიკინები, ზღვაზე მინდა დასასვენებლად წასვლა.
-გამყიდველი: წარმოიდგინეთ მეც ძალიან მაინტერესებს თქვენი ზომის ბიკინების ნახვა, თუ სადმე ნახავთ გთხოვთა მანახოთ!
image ამერიკელი ოპერატორი ჩადის მოსკოვში და ის მიყავთ "მოსფილმში", სადაც მას უჩვენეს საოცრად გადაღებული კადრები ზღვის შტორმზე.
ოპერატორმა როცა გაიგო, რომ ფილმი გადაიღეს რეალური შტორმის დროს, განაცხადა: მე ამ კადრს უპრობლემოდ გადავიღებდი გადასაღებ პავილიონში ჭიქა წყალში.
-რუსები პასუხობენ: ამის გაკეთება ჩვენც შეგვიძლია, მაგრამ არყის დასალევად მიაქვთ თანამშრომლებს ჭიქები და პრაქტიკულად გადაღების დროს ჭიქები არ გვრჩება.
image







0
124
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
124
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0