x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134540
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
ამერიკელმა ქალმა კრიშტიანუ რონალდუს გაუპატიურებაში დასდო ბრალი
image

ამერიკელი კეტრინ მაიორგა (Catherine Mayorga)გაუპატიურებაში ბრალს სდებს იტალიის საფეხბურთო კლუბ "იუვენტუსის" თავდამსხმელს და პორტუგალიის ნაკრების კაპიტანს, კრიშტიანუ რონალდუს. ამის შესახებ იტყობინება ჟურნალი Spiegel- ი, რომელიც დაზარალებულის განცხადებას ავრცელებს.


გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტი მოხდა 2009 წელს ლას- ვეგასში. რონალდუმ მოგვიანებით 375 000 $ დოლარი გადაუხადა მაიორგას, რომ "იმ ღამის დეტალები არ გაევრცლებინა." 34 წლის კეტრინ მაიორგის ადვოკატები მომხდარ ინციდენტს აღწერენ თვით ფეხბურთელის აღიარებით.

იურისტების მასალების მიხედვით ირკვევა, რომ რონალდუ უარყოფდა გაუპატიურების, თუმცა აღნიშნავდა, რომ გოგონა უარზე იყო და ამბობდა "არას".



ამ ბრალდებასთან დაკავშირებით რონალდუს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.


რონალდუ არის ჩემპიონთა ლიგის ხუთგზის გამარჯვებული, "ოქროს ბურთის" ხუთგზის მფლობელი, ესპანეთის და ინგლისის ჩემპიონი, ამ ქვეყნების თასის და უეფას სუპერთასის მფლობელი. პორტუგალიის ნაციონალური ნაკრების ნახევარმცველი. 2016 წლის ევროპის ჩემპიონი .


ამა წლის ზაფხულში, 33 წლის ფეხბურთელმა მადრიდის "რეალიდან" 100 მილიონი ევროს საფასურად ტურინის "იუვენტუსში" გადაინაცვლა, მან შვიდი მატჩი ითამაშა ტურინის კლუბში, რომელიც სამი გოლით აღნიშნა.


imageასევე დაგაინტერესებთ

image

0
122
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
122
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0