ფსიქოლოგია მარტივი ფსიქოლოგიური ტესტი 2018, 28 სექტემბერი, 12:25 ფსიქოლოგიური ტესტები საკუთარი თავის შეცნობაში გვეხმარებიან და ზოგჯერ ფსიქოლოგზე ობიექტურებიც კი არიან. რა თქმა უნდა, ტესტებსაც ადამიანები ქმნიან, მაგრამ სანამ პრაქტიკაში გამოიყენებენ, მას გულმოდგინედ ამოწმებენ. გთავაზობთ ტესტის გავლას, რომელიც თქვენი ტიპის დადგენაში დაგეხმარებათ. ყურადღებით შეხედეთ ქვემოთ მოცემულ სურათს. რა დაინახეთ მასზე პირველად? 1. ფესვები თუ სურათზე პირველად ფესვები შეამჩნიეთ, ე.ი. თქვენ ინტროვერტი ხართ. კრიტიკას ყოველთვის მშვიდად და უემოციოდ იღებთ. თქვენთვის ის კონსტრუქციული რჩევები და შენიშვნებია, რომელიც ყურად უნდა იღოთ, რათა საკუთარი თავის სრულყოფა მოახდინოთ. თუ ვინმე შეეცდება ღირსება შეგილახოთ, უსამართლოდ დაგდოთ რამეში ბრალი, ეს მას ნამდვილად არ გამოუვა, რადგან თქვენ მას და მის ხრიკებს ვერც კი შეამჩნევთ.თქვენი ცხოვრება დისციპლინირებული და ორგანიზებულია. ცდილობთ, დაიცვათ დღის წესრიგი და გეგმებს მისდიოთ. თქვენს თავში ნებისყოფას და მორალურ პრინციპებს ავითარებთ. აღწევთ იმას, რაც გინდათ, თუ ჯიქურ არ მიიწევთ წინ. გარეგნულად საკმაოდ მშვიდი ადამიანი ჩანხართ, რადგან ნებისმიერ ცხოვრებისეულ სიტუაციას ჯანსაღად და სწორად აფასებთ.
2. ხეები თუ ხეები დაინახეთ, ექსტრავერტი ხართ. გარშემომყოფ ადამიანებთან ძალიან გულწრფელი, ურთიერთობაში კი ერთგული და თავდადებული ხართ. იგივეს ელით პასუხადაც. ურთიერთობებში თავაზიანი ხართ, მაგრამ თავზე დაჯდომის უფლებას არავის მისცემთ. მომთხოვნი ხართ, ადამიანებისგან ბევრს მოელით. იმისთის, რომ თქვენი ნდობა დაიმსახურონ, ძალიან უნდა გაისარჯონ. 3.ტუჩები თუ ტუჩები დაინახეთ, ამბივერტი ხართ. თქვენ შეგიძლიათ ცხოვრებისეული სირთულეები გადალახოთ, მაგრამ ზოგჯერ ცდილობთ მათ თავი აარიდოთ და სხვა გზიდან შემოუაროთ. თქვენ ბრძნულად იქცევით, მაგრამ როგორც ადამიანი, ძალიან მიამიტი და გულუბრყვილო ხართ. ეს იმის გამო, რომ გადამეტებულად და ბრმად ენდობით ადამიანებს. ცდილობთ მათში მხოლოდ კარგი დაინახოთ. ის, ვინც სუსტი ნებისყოფის ადამიანად გთვლით, ძალიან ცდება. თქვენ უბრალოდ ძალიან კეთილი ხართ. სიკეთე კი სისუსტე არაა, ეს თქვენი ღირსებაა. ყოველთვის შეუძლიათ მოგმართონ რჩევისა და დახმარებისთვის. თქვენმა მეგობრებმა ეს კარგად იციან და თქვენს ამ თვისებას ძალიან აფასებენ. უბრალოდ, შეეცადეთ, რომ თქვენი სიკეთით უღირსმა ადამიანებმა ბოროტად არ ისარგებლონ. 193 1-ს მოსწონს
|