x
მეტი
  • 14.07.2020
  • სტატია:101490
  • ვიდეო:346695
  • სურათი:465393
12 ცნობილი ლოგო, რომელსაც საიდუმლო მნიშვნელობა აქვს
image

როგორც წესი, ლოგო ბრენდის სახეა. როცა ნაცნობ ლოგოს ვხედავთ, ქვეცნობიერად ვენდობით პოპულარულ ბრენდს. ამიტომაცაა, რომ დიზაინერები ძალიან ბევრს მუშაობენ მარტივი და დასამახსოვრებელი ლოგოების შესაქმნელად. კარგი ლოგო ხშირად საიდუმლო ქვეტექსტებსაც ინახავს.


სტატიაში გაგაცნობთ, რა საიდუმლოებს მალავს მსოფლიოში ცნობილი 12 ლოგო.








1. Airbnb


Airbnb ინტერნეტ-სერვისია, რომლის მეშვეობითაც ადამიანები მთელ მსოფლიოში ეძებენ ადგილს, სადაც გარკვეული დროით დარჩენას შეძლებენ. მას საკმაოდ უცნაური ლოგო აქვს, რომელიც ქაღალდის სკრეპს ჰგავს. თუმცა, სინამდვილეში, მას გაცილებით ღრმა მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება გეგონოთ. ლოგო 4 ელემენტისგან შედგება: ადამიანის თავი, რომელიც საიტის მომხმარებელს განასახიერებს; ვირტუალურ რუკაზე ადგილმდებარეობის ნიშანი - ადგილი, სადაც სახლი ან ბინა მდებარეობს; გული - სიყვარულის ნიშანი; და ყველა ამ ნიშნის გაერთიანება ასო A-ს შესაქმნელად, რომელიც Airbnb-ის პირველი ასოა.


image








2. TripAdvisor


ამერიკული საიტი TripAdvisor მთელი მსოფლიოს მასშტაბით მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, მათთვის ყველაზე ხელსაყრელი ჰოსტელი აირჩიონ დასარჩენად, ან რესტორანი – საჭმელად, ან ავიაკომპანია – ფრენის დასაჯავშნად, ან საინტერესო ადგილები – დასათვალიერებლად. ვებსაიტზე სხვა მომხმარებლების დატოვებული უამრავი კომენტარი და შენიშვნაა, რომელიც ამა თუ იმ ადგილის შესაფასებლად გამოგადგებათ. TripAdvisor-ის ლოგო ბუა, რომელიც ცოდნასა და სიბრძნეს განასახიერებს. მისი თვალები კი იმ გადაწყვეტილებას ნიშნავს, რის წინაშეც მოგზაური დგას: მწვანე სინათლე წასვლის სიმბოლოა, წითელი კი - დარჩენის.

image








3. MasterCard


MasterCard-მა, საერთაშორისო გადახდის სისტემამ, ლოგოში ფერების ფსიქოლოგიის გამოყენება გადაწყვიტა. წითელი ფერი სიმამაცეს, ვნებასა და იმ გადაწყვეტილებებს ნიშნავს, რასაც სიხარული მოაქვს მომხმარებლებისთვის. ყვითელი ფერი კეთილდღეობასა და წარმატებას ნიშნავს. MasterCard ფიქრობს, რომ ეს თვისებები საჭიროა ადამიანებისთვის, რომლებსაც გამდიდრება სურთ, ამიტომაც ლოგოს შუაში ფერები იკვეთება.

image








4. Dell


კომპიუტერების მწარმოებელი ამერიკული კომპანია Dell ლოგოში ხაზს ასო E-ს შემთხვევით არ უსვამს. კომპანიის დამფუძნებელ მაიკლ დელს პოპულარული იდიომის "მსოფლიო ყურზე შემოატრიალე" ლოგოში გადმოცემა სურდა, რაც რაღაცის შეცვლას უჩვეულო გზით ნიშნავს. ცალკე "ყურზე შემოატრიალე" კი რაღაცის თავდაყირა დაყენებას გულისხმობს. ამიტომაც, კომპანიამ გადაწყვიტა, ლოგოში ასო E ამოეყირავებინა.

image








5. National Geographic


National Geographic-მა, პოპულარულმა ჟურნალმა და არხმა, რომელსაც გადაცემები მსოფლიოს 171 ქვეყანაში აქვს, ლოგოდ ყვითელი მართკუთხედი შეარჩია. ის სიმბოლოა ბუნების, მეცნიერებისა და კულტურის კარისა, რომელიც მსოფლიოსთვის ყოველთვის ღიაა. ფერიც გარკვეული მიზეზითაა არჩეული: ის მზის მეტაფორაა, რომელიც მთელ მსოფლიოს ანათებს და ენერგიასა და ძალას განასახიერებს.

image








6. Vodafone


ბრიტანულ მობილურ ოპერატორს Vodafone-ს უცნაური ლოგო აქვს, რომელიც ადამიანების უმეტესობას სასმენ აპარატს აგონებს, თუმცა, სინამდვილეში, ის, უბრალოდ, სასვენი ნიშანი "ბრჭყალია". ასე რომ, გახსნილი ბრჭყალი საუბრის დაწყებას განასახიერებს. დიზაინერებს უნდოდათ ეჩვენებინათ, რომ Vodafone-თან ერთად, მომხმარებლებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ ერთმანეთთან საუბარი.

image








7. Haribo


ჰარიბო ცნობილია თავისი დათვის ფორმის ტკბილეულით, რომელიც ბავშვებსაც და ზრდასრულებსაც ერთნაირად უყვართ. კომპანიის დამფუძნებელმა სახელი თავად მოიფიქრა. მან თავისი სახელისა და გვარის (Hans Riegel) პირველი ორ-ორი ასო აიღო და დაუმატა თავისი დაბადების ადგილის, Bonn-ის 2 ასო, რის შედეგადაც გამოვიდა ჰარიბო. ჰანსი თავიდან ტკბილეულს გასართობ ადგილებში ყიდდა, სადაც დათვები ცეკვავდნენ, ეს მოგონება მან მოგვიანებით ინსპირაციად გამოიყენა და ტკბილეულს დათვის ფორმა მისცა.

image








8. Subway


ისრები საბვეის წარწერის პირველსა და ბოლო ასოსთან შესვლასა და გასვლას განასახიერებს, რაც, მარტივად, იმას ნიშნავს, რომ... თქვენ უნდა ჭამოთ საბვეიში. ლოგოს ფერებიც დიდ როლს თამაშობს: მწვანე ფერი ნიშნავს, რომ კომპანია ჯანსაღი საკვების მომხრეა და მხოლოდ კარგი ხარისხის პროდუქტს აწარმოებს, ყვითელი კი სიხარულს, ოპტიმიზმსა და მხიარულებას განასახიერებს.

image








9. DC Comics


ცნობილმა კომპანია DC Comics -მა 2016 წელს ლოგოს შეცვლა გადაწყვიტა. მომხმარებლები აღშფოთდნენ და კომპანიას სთხოვეს, დაებრუნებინათ ლოგო, რომელსაც მიჩვეულები იყვნენ. თუმცა, არავინ იცოდა, რამხელა მნიშვნელობა იმალებოდა ახალი ლოგოს დიზაინის უკან. კომპანიის თანადამფუძნებელმა ჯიმ ლიმ თავის ინსტაგრამ-გვერდზე გაუზიარა მომხმარებლებს სიმართლე. მან დაწერა, რომ ლოგოს წახნაგოვანი კუთხეები სუპერმენის "S" სიმბოლოს, ვანდერ ვუმენის "WW" სიმბოლოსა და ბეტმენის ლოგოსთან იყო დაკავშირებული.

image








10. Mozilla Firefox


ცნობილმა ინტერნეტ-ბრაუზერმა Mozilla Firefox-მა ლოგოდ მელია აარჩია, რომელიც მთელ დედამიწასაა შემოხვეული. მაგრამ გაოცდებით, თუ გეტყვით, რომ ეს მელია კი არა, წითელი პანდაა?

საქმე იმაშია, რომ "firefox" ჩინური სახელის "წითელი პანდის" ინგლისური თარგმანია. ამ გზით კომპანიას უნდოდა ეჩვენებინა, რამდენად უნიკალურები არიან, რადგან ცხოველთა ეს ჯიში გადაშენების პირასაა მისული და ძალიან იშვიათია. 2010 წელს კომპანია Mozilla Firefox-მა 2 წითელი პანდაც კი "იშვილა" და მათ სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა იკისრა.

image








11. Bacardi


Bacardi ლოგოთი მომხმარებლების შეშინებას ნამდვილად არ გულისხმობდა. ლეგენდა ამბობს, რომ კომპანიის ერთ-ერთ თანადამფუძნებლის ცოლმა ქარხანაში ღამურა დაინახა. მან ეს ნიშნად მიიღო და გადაწყვიტა, სწორედ ღამურა უნდა ყოფილიყო ლოგოზე. გარდა ამისა, კუბაში, საიდანაცაა Bacardi, ღამურა ჯანმრთელობის, იღბლისა და ერთიანობის სიმბოლოა.

image








12. Orbit


თუ ორბიტის ლოგოს ახლოდან დააკვირდებით, შეამჩნევთ, რომ ასო "O" ორ ნაწილადაა გაყოფილი: ღიად და მუქად; უკანა ხედზე კი ორბიტასაც შენიშნავთ. ასე რომ, აშკარაა, "O" წარმოადგენს დღისა და ღამის, ასევე მზის გარშემო მოძრავი პლანეტების სიმბოლოს.

image








ბონუსი: Kappa (18+)


იტალიურ კომპანია Kappa-ს, რომელიც სპორტულ ტანსაცმელს აწარმოებს, ლოგოზე ქალი და მამაკაცი აქვს დატანილი, რომლებიც ერთმანეთთან ზურგით სხედან. თუმცა, თუ ლოგოს ზედა ნაწილს ხელს დააფარებთ, აშკარად დაინახავთ ქალის გაშლილ ფეხებს. ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, დიზაინერებმა თავიდანვე ჩაიფიქრეს, ლოგოს მეორე მნიშვნელობაც რომ ჰქონოდა თუ ეს, უბრალოდ, მომხმარებელთა წარმოსახვის ნაწილია.

image









ასევე დაგაინტერესებთ:


1. 12 ცნობილი ბრენდის ლოგოს ცვლილება დროთა განმავლობაში

image


2. ყველაზე საინტერესო დროშები მსოფლიოში

image


3. სიტყვები, რომლებსაც ყველაზე ხშირად ვამახინჯებთ

image


0
455
2-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
Mediator image
455
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0