x
image
ინტერ-გოგონა
ლომისა - მლეთის წმინდა გიორგი...
მლეთის წმიდა გიორგის XI -X საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი მდინარეების, ქსნის და არაგვის წყალგამყოფი ქედის უღელტეხილზე მდებარეობს..

ვარაუდით, ლომისა თავიდან მთვარის საკულტო ტაძარი ყოფილა შემდეგ კი ქრისტიანული ეკლესია აუგიათ...

ლომისა იყო პირველი სალოცავი ეკლესია მთიულეთისა და ქსნის ხეობის მოსახლეობისთვის..სწორედ აქ წყდებოდა ბევრი ეკონომიური, პოლიტიკური და სამხედრო საკითხი...

ტაძარი ნაგებია ნატეხი ქვით. შენობას სამწუხაროდ აღარ გააჩნია პირვანდელი სახე, თუმცა საბედნიეროდ, ტაძარმა ჩვენამდე მოაღწია და დღემდე მოქმედია..ტაძრის ირგვლივ დღემდე შემორჩენილია სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა ნაშთი...


imageimageimage
image( ასასვლელში თხონაა გამოკრული, ყველამ, ვინც გადაწყვეტთ, ახვიდეთ მონასტეში, წაიღეთ ერთი ნაფოტი შეშა, რათა ბერებს ჰქონდეთ ზამთრისთვის...მე კი ამ შეშის სიმრავლე მახარებს...)
image


image
image
image

ტაძარში ინახება რკინის ჯაჭვი, რომელსაც ბევრი ლამაზი ლეგენდა უკავშირდება: მეცამეტე საუკუნეში ჩვენს სამშობლოს მტერი შემოესია ჯალალედინის სარდლობით .. მტერმა არაგვის ხეობა დაარბია და 7000 ათასი არაგველი ტყვედ წაასხა.. ტყვეებს მთიულების სიწმინდე – გზოვანის წმინდა გიორგი წაუღიათ თან..

ხატს მტრის მიწა "შეუკრავს "

ქვეყანა დაღუპვის პირას მისულა, ვეღარ იღებდნენ მოსავალს, პირუტყვი გაბერწებულა.. სულთანს მისნები მოუწვევია – მათაც უთქვამთ, რომ უბედურების მიზეზი "გურჯისტანის ხატიაო". სულთანს ხატის დაწვა უბრძანებია, მაგრამ ხატი ცეცხლიდან უვნებელი ამოსულა და იქვე მოვლენილ თეთრი ხარის რქაზე დაბრძანებულა ..

ხარი და ხატი მანამდე არ დაძრულა ადგილიდან, სანამ სულთანს ყველა ქართველი არ გაუთავისუფლებია ტყვეობიდან...7000 ქართველი დაძრულა სამშობლლოსკენ, გზად კი, სადაც ხარს შეუსვენია, ხალხს ყველგან ნიში აუგია..

( ნიში )

imageimageimage


ხატი ბოლოს მლეთის მთაზე დაბრძანებულა, სადაც ეხლა სალოცავია... არავინ იცის, სად არის დღეს ეს სასწაულმოქმედი ხატი, რადგანაც ლეგენდის თანახმად, ხატი შიშიანობის დროს გადაუმალავთ ბერებს, ხოლო ამ ხატის მსგავსი ახალი ხატი მოუჭედიათ და ტაძარში ის დაუბრძანებიათ...

მეორე ლეგენდის თანახმად, ჯაჭვი მთაზე ერთ ძალიან ცოდვილ დადიანის ქალს აუტანია კისრით..

არსებობს კიდევ ერთი ლეგენდა – რომ წმინდა გიორგის უხსნია ტყვებიდან ქართველი მეომარი, რომელსაც ეს ჯაჭვი ყელზე ჰქონია მიბმული, ტყვეს კი ჯაჭვი მადლობის ნიშნად მთაზე აუტანია...


ვისაც აღთქმა აქვს დადებული ან რაიმეს სთხოვს უფალს, ამ ჯაჭვს კისერზე დაიდებს და ტაძარს სამგზის შემოუვლის ლოცვით...

უშვილონი – შვილიანობას, უსინათლონი – ნათელს, სნეულნი – ჯანმრთელობას სთხოვენ...

მე არ ვიცი, ამ ლეგენდებიდან რომელია სიმართლე და რომელი ლამაზი ისტორია, მაგრამ ერთი კი ნამდვილად ვიცი, – რომ ნებისმიერმა ქართველმა უნდა მოილოცოს ლომისა...

შეგეწიოთ მლეთის წმინდა გიორგი...

( ლომისობის დღესასწაული აღდგომის მეშვიდე კვირის ოთხშაბათს იმართებოდა და დღემდე იმართება)

პ.ს როდესაც მითხრეს, რომ რვა კილომეტრი უნდა გამევლო, უნდა ვაღიარო, რომ შემეშინდა, მაგრამ იმდენად დიდი იყო სუვილი, მე ეს შევძელი..

რაც შეეხება შთაბეჭდილებებს, უბრალოდ, სიტყვებით გადმოვცე, შეუძლებელია. ეს თავად უნდა ნახოთ...


(გაიცანით ლომისის მთის მშვენიერი ბინადრები...)

image
image

imageimageimageimageimage
imageimageimageimageimage








4
319
5-ს მოსწონს
ავტორი:ინტერ-გოგონა
ინტერ-გოგონა
319
  
2018, 11 სექტემბერი, 19:22
ხო მაკ ნამდვილად ზღაპარი იყოოო... დაღლაც კი დამავიწყდა :)
2018, 11 სექტემბერი, 19:21
მადლობთ იმედი მაქვს არ შემხვდება ცემი სტატია სხვა საიტზე
2018, 11 სექტემბერი, 12:14
შორე, ვნახე მე შენი განტვირთვის ფოტოები და ძალიან მომეწონა ;)
2018, 11 სექტემბერი, 10:02
ძალიან კარგია, მომწონს საავტორო მასალები
0 1 4