x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
ექსპერიმენტარიუმში „ნერდის დღიურის“ ყველაზე ფეთქებადი პრეზენტაცია გაიმართება
image


„ნერდის დღიური“ - ეს არის წიგნი თანამედროვე ბავშვებისთვისა და მოზარდებისთვის ციფრული ეპოქიდან. წიგნი 22 ენაზეა თარგმნილი და საერთაშორისო ბესტსელერს წარმოადგენს.


შაბათს, 8 სექტემბერს, 16:00 საათზე, „ექსპერიმენტორიუმში“„ნერდის დღიურის“პრეზენტაცია გაიმართება, ღონისძიება ბავშვების საყვარელი, აზოტის შოუთი გაიხსნება. წიგნს წარადგენს მთარგმნელი, ნინო შეყილაძე და „ლიბერკიდსის“ მეგობრები.


აზოტის შოუ ყველაზე ცივი და ფანტასტიკური სილამაზის ინტერაქტიული შოუა. დასწრებისას სასურველია ბავშვებმა ჩაიცვან თბილად, ვინაიდან თხევადი აზოტის ტემპერატურა, როგორც მთვარეზე, 196°С-ია.



ბავშვები ნახავენ, თუ რა შეუძლია თხევად აზოტს: აქციოს დიდი პატარად, ვარდი — შუშად, და ვაშლით დააჭედოს ლურსმანი! აზოტის შოუს ნახვის შემდეგ, ბავშვებს შესაძლოა გაუჩნდეთ დიდი ინტერესი საბუნებისმეტყველო საგნების, ფიზიკისა და ქიმიის მიმართ.


პირველი 30 ადამიანი, რომელიც დარეგისტრირდება (რეგისტრაცია),
შეძლებს, უფასოდ დაესწროს შოუსა და ღონისძიებას!

ხოლო 20 ადამიანი, რომელიც ვერ მოასწრებს უფასოდ დარეგისტრირებას, შეძლებს, შეიძინოს ბილეთები „ექსპერიმენტორიუმში“, ადგილზე.


image


რაც შეეხება „ნერდის დღიურს“, ის უკვე 22 ენაზეა თარგმნილი. წიგნი მოგვითხრობს 12 წლის ბიჭზე, ფილზე. ფილი დიდი ჭკუის კოლოფია. ხშირად შარშიც ეხვევა. ფილსა და მის მეგობრებს, სიგიჟემდე უყვართ ფიზიკა, მათემატიკა, ფილმები „ვარსკვლავური ომები“, „დიდი აფეთქების თეორია“, კომიქსები და ყველაფერი ის, რაც ნერდებსა და გიკებს იტაცებთ! ფილი ნამდვილი ნერდია, მისი დღიური, საინტერესო ისტორიებით კი, მოზარდებს დაეხმარება, საინტერესოდ გაატარონ დრო და ამავდროულად მიიღონ ბევრი სასარგებლო და საინტერესო ინფორმაცია.


„ნერდის დღიური“სექტემბერში, პროექტ „ლიბერკიდსში“ გამოიცემა სქელი ყდითა და სპეციალური ილუსტრაციებით. „ლიბერკიდსი“ საუკეთესო საკითხავია და აერთიანებს წიგნებს 8-12 წლის ასაკის ბავშვებისთვის. ფსიქოლოგების რჩევით კი, წიგნი არა მარტო ბავშვებმა, არამედ მშობლებმაც უნდა წაიკითხონ.


მისამართი: ინგოროყვას ქუჩა #17, თბილისი


ღონისძიების ბმული>>>>

0
16
4-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
16
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0