x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134541
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
გზამკვლევი ფრანგული ენისკენ
ფრანგული ენის ქართულენოვანი გაკვეთილები: (დააწკაპე)

imageგსურს ფრანგულ ენას დაეუფლო? Très bien (თხე ბია) ძალიან კარგი!

ოცნებებში, მეფე-მზესთან და ნაპოლეონ ბონაპარტთან გექნება დიალოგი :) ფრანგული მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ენაა და რა ჯობია, შენც ამ კამპანიის ნაწილი გახდე. შარშან საფრანგეთს 89 მილიონი ტურისტი ეწვია, ეს არავისთვისაა მოულოდნელი. სიყვარულის ქალაქ პარიზში არავინ იწყენს - უძველესი ლუვრი და ეიფელი, ნოტრ-დამი, ვერსალი, ოპერა გარნიე, ტრიუმფალური თაღი, როდენის მუზეუმი, დისნეილენდი და ა.შ. ვიწრო ქუჩებშიც კი სიყვარულის სურნელია. ძველად, ტრუბადურს სამხ. საფრანგეთში ეძახდნენ პოეტ-მომღერალს, რომელიც ისეთ ქალს ეტრფოდა, მისი რომ ვერ გახდებოდა. ამ ქვეყანაში თავს ხელოვანი და ყველაზე გემოვნებიანი ხალხი იყრის.


ინგლისურს არაერთი ნასესხები სიტყვა აქვს ფრანგულიდან. საფრანგეთში ხმელთაშუაზღვისპირეთის კულტურა იგრძნობა. ეს ფრანკების მიწა იყო, იმ ხალხის, რომელიც იტალიას და გერმანიას მართავდა. აქ საბერძნეთის და რომის იმპერიის კვალიც შემორჩა. აფრიკის ნახევარი ფრანგულად საუბრობს.. ევროპის მასშტაბით, ფრანგული მეორე ენაა, რომელიც სკოლებში ისწავლება – ნიუ იორკის და ვაშინგტონის მაცხოვრებლები ყოველდღე აწყდებიან ფრანგულად მოსაუბრე ადამიანებს.


უცხო ენის სწავლით ახალგაზრდავდება ტვინის უჯრედები; ამ უპირატესობით შენი დასაქმების არეული იზრდება (ფრანგული საერთაშორისო ურთიერთობების ენაა) => მეტ ფულს გამოიმუშავებ; სანაცნობო წრეს გაიფართოებ (ფრანგულს დაახლოებით 300 მილიონი ადამიანი ფლობს); უმაღლეს განათლებას ფრანგულით მარტივად მიიღებ; გაუმჯობესდება შენი აკადემიური უნარები. მაშ, ასე:

შეიყვარე ფრანგული ენა

image

უცხო ენის სწავლას სირთულეები ახლავს, მაგრამ დაბრკოლებას გაუმკლავდები, თუ ვნება გაქვს - ის, რაც მოქმედების სურვილს ამძაფრებს. ფრანგული სასიამოვნო მოსასმენია, გრძნობადია, სიყვარულით გვავსებს. 29 ქვეყანაში ოფიციალური ენაა და მოგზაურობა გაგიმარტივდება; შეძლებ ფრანგი კლასიკოსების ლიტერატურას გაეცნო (ვ. ჰიუგო, ა. დიუმა, გ. ფლუბერტი, გ. მოპასანი, ჟ. ვერნი და სხვა) - თარგმანები ორიგინალს ვერ შეედრება; ფრანგების მენტალიტეტს, კულტურას სხვა თვალით შეხედავ. პირველ რიგში, მიზანი უნდა დაისახო: რატომ მინდა ამ ენის შესწავლა?

შექმენი სათანადო ატმოსფერო

საფრანგეთში ყოფნისას, მარტივდება ფრანგულად საუბარი, მაგრამ ყველას არ ხვდა წილად იქ ცხოვრების ბედნიერება. შენს თავს შეგიძლია მინი-საფრანგეთი მოუწყო: კომპიუტერის მენიუ და სმარტფონის პარამეტრები ფრანგულ ენაზე დააყენე; დილით მაღვიძარა ფრანგული სიმღერა იყოს; იპკურე შანელის ან დიორის სუნამო; ვერ გეტყვი, ფრანგული ღვინო მოსვი-თქო, რადგან 76000$ ღირს, მაგრამ შეგიძლია შუ მიირთვა; დაუმეგობრდი ფრანგულად მოსაუბრე ადამიანს (თუნდაც ონლაინ); მასმედია მაღალ დონეზეა; ფრანგულ კინემატოგრაფიას სიხარულით ნახავ, გაეცნობი მოდის ჟურნალებს რჩევებითურთ. ფრანგულენოვან მუს. კლიპებს არაერთი ქართველი მელომანი ეტრფის. ჩემი ფავორიტია Tourner Dans Le Vide და En Apesanteur.

ქართველი მომღერალი ფრანგულ ჰიტს - ''Paroles'' (სიტყვები) ასრულებს > მოუსმინე.

imageაწარმოე ჩანაწერები - შენს ცხოვრებასთან დაკავშირებულ სიტყვებს, ფრაზებს უკეთ იმახოვრებ. იქნებ, ფრანგულად ავტობიგრაფიის დაწერა გეცადა, ან ამჟამინდელ განწყობაზე წერო დღიური. საკუთარ თავს კითხვები დაუსვი, გრძნობებზე წერე (მარტივი ლექსიკით, დიალოგში რომ გამოიყენო).

თავი არ იგრძნო უხერხულად

ფრანგული აქცენტით საუბარს დრო უნდა, სიტყვების სწორად წარმოთქმა თავიდან გაგიჭირდება. მოთმინება გმართებს! უცხო ასო-ბგერების გაცნობა მოგიწევს და პირის აპარატი უმალ ვერ მიიღებს. ხმოვნებში განირჩევა ღია და დახურული e და o, ლაბიალიზებული œ, ø, y, ცხვირისმიერი /ɑ̃/, /ɛ̃/, /ɔ̃/ and /œ̃/. ბევრია ასოთშერწყმა, რომელიც ერთ ბგერას გადმოგვცემს (eau-ო, ai-ე).

თანხმოვნები არ ყრუვდება. მახვილი მოდის სიტყვის ბოლო მარცვალზე. ზმნები იუღლება, ფორმას იცვლის. ყველა არსებით სახელს სქესი აქვს (როგორც რუსულში). განსხვავებულია წინადადების სტუქტურა (მაგ:''ჩემს თავს ვუწოდებ''; ''განვიცდი შიმშილს''; ''ჩემს თავს ენატრები''..). ამ პროცესმა სტრესი კი არა, ხალისი უნდა მოგიტანოს. დიდ მასალას არ შეეჭიდო, დღეში 1-საათიანი მეცადინეობა გეყოფა. შესწავლილი გაიმეორე და დიდხანს გაგყვება. ონლაინ-კურსიც დაიხმარე.


ფრანგული ენის შესწავლისას, გაიფიქრებ, რა გრაციოზული ვარო :)

ფრანგები ეტიკეტს იცავენ (შეხვედრისას ორივე ლოყაზე კოცნიან; მაგრამ შეყვარებულები ვნების დემონსტრირებას არ ახდენენ, კანონიც კი უშლით), თავაზიანი და დახვეწილი ხალხია, კვების რაციონი დაბალანსებული აქვთ. ყველგან დადიან ფეხით, ეს ჯანმრთელობაა. (იქაც გვხვდება ''ქუჩური ლექსიკა'', სლენგები, რომელთაც სასწავლო წიგნში ვერ ნახავ და არც გჭირდება; განირჩევა თანამედროვე და ძველი ფრანგული ენა, როგორც ქართული ენის შემთხვევაში) საუბრისას მოკრძალება, სიმშვიდე გმართებს. კაფეში ეს ფრაზები გამოგადგება:

image

Ça coûte combien? (სა ქუთ ქომბია) რა ღირს?

Je voudrais un café américain s’il vous plaît (ჟუ ვუდღე ან ქაფი ამერიქა სილ ვუ პლე) ამერიკანოს ავიღებ, თქვენის ნებართვით.

Merci. Je suis désolé, je ne parle pas très bien français. Je suis géorgien (მეხსი. ჟე შვი დეზოლე ჟე ნე პაღლუ პა თხე ბი ფხოსე. ჟე შვი ჟიოღჟია) მადლობა. ვწუხვარ, ფრანგულად კარგად ვერ ვსაუბრობ. ქართველი ვარ.

Je comprends un peu si on parle lentement (ჟუ ქუმფხა ან ფუ სი ო პაღლე ლონთმო) ცოტა მესმის, თუ ნელა ვსაუბრობთ.


სულ სხვა განცდა დაგეუფლება, ფრანგულ ციტატებს პირდაპირ რომ გაიგებ:

c’est la vie (სე ლა ვი) ''ეს ცხოვრებაა!'' პ.ს. კარგი იდეაა ტატუსთვის.

vouloir, c'est pouvoir (ვულვაღ, სე ფუღვაღ) ''სურვილი - ეს ძალაა''.

Soyez le changement que vous voulez voir dans le monde (სვაე ლ შონშმო ქუ ვუ ვულე ვუა დო ლუ მუნდ) ''იყავი ის ცვლილება, რომის ნახვასაც მსოფლიოში ისურვებდი''.

C’est cela l’amour, tout donner, tout sacrifier sans espoir de retour (სე სოლა ლამუღ, თუ დუნე, ღუ საქხიფიე სონს ესპუაღ დუ ღუთუუღ) ''სიყვარულია ყველაფერი მისცე, ყველაფერი შეწირო და არ იმედოვნებდე, უკან დაბრუნებას''.

En sa beauté gît ma mort et ma vie (ონ სა ბუტი იჟი მა მოღ ე მა ვი) ''მისი სილამაზე ჩემი სიკვდილი და ცხოვრებაა''.

Une femme est plus belle que le monde où je vis, et je ferme les yeux (უნ ფამ ე ფლუ ბელ ქუ ლუ მუნდ უ ჟუ ვი, ი ჟუ ფეღმ ლე ზიუ) ''ქალი უფრო ლამაზია, ვიდრე ის სამყარო, რომელშიც ვცხოვრობ, ამიტომ თვალებს დავხუჭავ''.

Il n’est rien de réel que le rêve et l’amour (ილ ნე ღია დუ ღეელ ქუ ლუ ღევ ი ლამუღ) ''არაფერია ისეთი ნამდვილი, როგორიც ოცნება და სიყვარული''.

Amour veut tout sans nombre, amour n'a point de loi (ამუღ ვუ თუ სო ნუმბღ, ამუღ ნა ფუა დუ ლუა) ''სიყვარულს ყველაფერი სურს განუზომლად, კანონი არ აქვს''.

Vivre sans aimer n’est pas proprement vivre (ვივღ სო იმი ნე პა ფხოფხომო ვივღ) ''უსიყვარულოდ ცხოვრებას ცხოვრება არ ჰქვია''.

La vie est un sommeil, l’amour en est le rêve (ლა ვი ე ა სუმეი ლამუღ ო ე ლუ ღეევ) ''ცხოვრება ხანგრძლივი ძილია და სიყვარული - მისი სიზმარი''.

Entre deux coeurs qui s’aiment, nul besoin de paroles (ონთხო დუ ქოღ ქი სემ, ნულ ბუზვა დუ პაღოლ) ''ორ შეყვარებულ გულს სიტყვები არ სჭირდება''.

On revient toujours à son premier amour (უ ღუვია ტუჟუღ ა სუ ფხუმიე ამუღ) ''ჩვენ ყოველთვის ვუბრუნდებით პირველ სიყვარულს''.

Le seul vrai langage au monde est un baiser (ლუ სულ ვღე ლონგეჟ უ მუნდ ე ან ბიზი) ''მსოფლიოში ერთადერთი ჭეშმარიტი ენა კოცნაა''.

L'amour est la poésie des sens (ლა მუღ ე ლა პოეზი დე სონს) ''სიყვარული გრძნობების პოეზიაა''.

L’amour est comme le vent, nous ne savons pas d’où il vient (ლამუღ ე ქომ ლუ ღო, ნუ ნ სავუ პა დუ ილ ვია) ''სიყვარული ქარივითაა, არ ვიცით, საიდან მოდის''.

On ne voit bien qu'avec le coeur (უ ნ ვუა ბია ქავექ ლუ ქუაღ) ''ჩვენ კარგად მხოლოდ გულით ვხედავთ''.

si tu pouvais lire dans mon coeur, tu verrais la place où je t'ai mise (სი თუ ფუვე ლიღ დო მუ ქუაღ, თუ ვეღე ლა პლას უ ჟ ტე მიზ) თუ ჩემი გულის წაკითხვა შეძელი, იმ ადგილსაც ნახავდი, მე რომ გამოგიყავი.

Merde, Je t'aime tant (მეღდ ჟუ ტემ ტო) ''ჯანდაბა, ძალიან მიყვარხარ!''


image

Bonjour! Tu t’appelles comment? (ბუნჟუღ! თუ ტაპელ ქომო?) გამარჯობა! რა გქვია?

Appelles moi (აპელ მოა) დამირეკე.

Je t'aime bien (ჟუ ტემ ბია) მომწონხარ.

Je te drague (ჟუ ტუ დღაკი) გეფლირტავები.

J'aime ton sourire (ჟემ ტუ სუღიღ) მომწონს შენი ღიმილი.

Tu es élégant/élégante (თუ ე ილიგო/ილიგოთ) სიმპატიური კაცი/ქალი ხარ.

Tu as de très beaux yeux (თუ ა დუ თხე ბუზ იუ) მშვენიერი თვალები გაქვს.

Vous avez de beaux yeux (ვუზ ავე დუ ბუზ იუ) მშვენიერი თვალები გაქვთ (ფორმალური ტონი)

Tu es belle/beau (თუ ე ბელ/ბუ) ლამაზი ქალი/კაცი ხარ.

Vous êtes très jolie (ვუზ ეთ თხე ჟოლი) ლამაზი ქალი ხართ (ფორმალური ტონი)

Vous êtes charmant (ვუზ ეთ შაღმო) შარმიანი კაცი ხართ (ფორმალური ტონი)

Tu es superbe (თუ ე სუპეღმ) ბრწყინვალედ გამოიყურები.

Tu me fascines (თუ მე ფასინ) მომხიბლე.

Je veux te revoir (ჟუ ვუ თ ღუღვაღ) მინდა ისევ გნახო.

Veux-tu être ma petite-amie?/mon petit-ami? (ვუ-თუ ეთხუ მა ფოთითა-მი/მუ ფოთით-ამი) იქნები ჩემი შეყვარებული გოგო/ბიჭი?

Est-ce que tu m'aimes? (ეს ქუ თუ მე) გიყვარვარ?

Mon coeur bat pour toi (მუ ქუაღ ბა ფუღ თუა) ჩემი გული შენთვის ცემს.

Tu es l'amour de ma vie (თუ ე ლამუღ დუ მა ვი) ჩემი ცხოვრების სიყვარული ხარ.

Tiens mes mains (თია მი მა) ხელი ჩამჭიდე.

Je t'adore (ჟუ ტადოღ) გაღმერთებ!

Tu me manques (თუ მუ მონქუ) მენატრები.

Je pense toujours à toi ჯერაც შენზე ვფიქრობ.

J'ai besoin de toi (ჟე ბუზვან დუ თუა) მჭირდები.

Je veux être avec toi pour toujours (ჟუ ვუ ეთხ ავექ თუა პუღ თუჟუღ) მინდა სამუდამოდ შენთან ვიყო.

Embrasses-moi (ომბღასი-მუა) მაკოცე.

Serres-moi (სეღ-მუა) ჩამეხუტე.

Laissez moi tranquille! (ლისი მუა თხოქილ) მარტო დამტოვე!

imageფრანგული ენის სწავლა თავდაჯერებას მოგიტანს (ჟანა დ'არკი გახდები). იგრძნობ, რომ განვითარდი, ცოდნა მიიღე. თავი გაართვი იმას, რაც ზოგისთვის დაბრკოლებაა; საამაყო მიზეზი გექნება.

1
243
4-ს მოსწონს
ავტორი:- ლანა -
- ლანა -
243
  
2018, 6 სექტემბერი, 20:30
კარგი იყო...
0 1 1