x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ზაფხული 2018-ის ტრენდი - ნაჩქარევი ნიშნობა - წყვილები, რომლებიც ამ ზაფხულს მოულოდნელად დაინიშნენ

შვებულება, დასვენება და საზაფხულო თავგადასავლები ალბათ უცხო არავისთვისაა. ეს ყველაფერი კიდევ უფრო აქტუალური სელებრითებშია, რომელთა რომანები მუდამ აქტიური განხილვის საგანია. სელებრითები კიდევ ერთი რამით იპყრობენ ყურადღებას - მათი არაოფიციალური ურთიერთობები. ისინი ხშირად არიდებენ თავს სტატუსებს ურთიერთობაში. მაგრამ ეს წყვილები გამონაკლისები აღმოჩნდნენ და ურთიერთობის დაწყებიდან მალევე გადაწყვიტეს დანიშვნა.

image

ამ წელს სწრაფი ნიშნობები ნამდვილად აქტუალური იყო.

1. მომღერალი ჯასტინ ბიბერი და მოდელი ჰეილი ბოლდვინი.

წყვილს წარსულში ჰქონდა ურთიერთობა, რომელიც განშორებით დასრულდა. შემდეგ კვლავ შერიგდნენ და ურთიერთობის განახლებიდან 2 თვეში, 7 ივლისს ჯასტინმა თავის რჩეულს ხელიც სთხოვა. წყვილი ქორწილისთვის ემზადება.

image

2. მსახიობი პრიანკა ჩოპრა და მუსიკოსი ნიკ ჯონასი

წყვილის ურთიერთობის დაწყებიდან 3 თვეც არ იყო გასული, რომ ჯონასმა ულამაზესი ბეჭდით ცოლობა სთხოვა რჩეულს. imageმალე ტრადიციული ინდური ნიშნობაც გაიმართა პრიანკას ოჯახში. ნიშნობის შემდეგ აქტიური განხილვის საგანი გახდა წყვილს შორის 11 წლიანი სხვაობა.

image

3. მომღერალი არიანა გრანდე და მსახიობი პიტ დევიდსონი.

წყვილმა ურთიერთობა მაისში დაიწყო და ივნისში დაადასტურეს ნიშნობა. ეს ყველაზე სწრაფი ნიშნობა იყო ამ წელს (და არა მარტო).

image

ასევე გავრცელდა ჭორები, რომ მსახიობი ლეონარდო დიკაბრიო მოდელ კამილა მორენეზე დაინიშნა. თუმცა ეს ფაქტი ჯერ არც ერთს არ დაუდასტურებია.

image

0
252
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
252
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0