x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ეჭვიანი ცოლის ზესახალისო "იაღლიში"

image სამწუხაროდ ზოგიერთს ეჭვიანობა პათოლოგიაში გადასდის და იწყება მერე ოჯახში გაუთავებელი დავა, კამათი კინკლაობა.
ეჭვიანობა ჩემი აზრით ანადგურებს ფსიქოლოგიურად ეჭვიან ადამიანს და მას ფსიქოლოგიურ პრობლეემებს უჩენს.
მოსკოვის ერთერთმა მცხოვრებმა ქალმა როგორც კი დაინახა მეუღლის სახლში დარჩენილი ტელეფონი, ეგრევე "ეცა" და ნომრებში დაიწყო ქექვა, დიდი ხნის ძებნის შემდეგ იპოვა სამი საეჭვო სახელის მქონე აბონენტი, გაბრაზებულმა გადაწყვიტა ეპოვნა ის ქალი ამ საეჭვო ნომრებში, რომელიც მას რომანტიულ ცხოვრებას "უნგრევდა".
კონტაქტებში ეწერა სამი საეჭვო ნომერი, რომელთა პატრონების ასე იყვნენ მონიშნული "ყველაზე თბილი", "ძვირფასი ცრემლები" და "ჩემი სიზმრების დედოფალი".
ქალს დრო არ დაუკარგავს და პირველივე საეჭვო ნომერზე "ყველაზე თბილი" დარეკა, ზარს პასუხი მოჰყვა და საეჭვო ნომრის მფლობელი მისი დედამთილი აღმოჩნდა, რძალმა დედამთილს უთხრა ჩემს ქმარს კონტაქტებში შენი ნომერი ამა და ამ სახელით აქვს მონიშნულიო, რითაც ძალიან გაახარა.
დარეკა მეორე ნომერზე "ძვირფასი ცრემლები", აღმოჩნდა, რომ ნომერი მულს ეკუთვნოდა, ქალმა არც მულს დაუმალა თუ რა სახელით ჰქონდა მის ქმარს დის ნომერი ჩაწერილი, მესამე ნომერზე "ჩემი სიზმრების დედოფალი" დარეკვისას მისი ტელეფონის ზარი გაისმა.
გულაჩუყებულმა ქალმა ტირილი დაიწყო სინდისის ქენჯნის გამო, წავიდა ბანკში და ბანკიდან საკმაოდ სოლიდური თანხა მოხსნა ქმრისთვის მისაცემად.
სახლში მოსულს კი დედამთილი და მული დახვდა სახლში, გახარებულ დედას შვილისთვის ოქროს საათი ეყიდა, მულს კი სპორტული ბაიკი ეყიდა ძმისთვის, თვითონ კი საკმაოდ სოლიდური თანხა აჩუქა ქმარს.
ქმარმა ემოციები ვერ შეიკავა და სიხარულისგან ცოტა წაუტირა კიდეც.
მერე გაიკეთა ნაჩუქარი ოქროს საათი, ჩაიდო სოლიდური თანხის ნაწილი, დაჯდა დის ნაჩუქარ ბაიკზე და წავიდა საყვარელ ქალთან, რომელიც ტელეფონის კონტაქტებში "ელექტრიკოს ალექსად" იყო ჩაწერილი.


5
83
10-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
83
  
15 აგვისტო, 0:00
უდაოდ, ბევრი ვერ გაუძლებდა, მაგრამ სიყვარულზე ძლიერი ჯაჭვი ჯერ არცერთ მჭედელს არ გამოუჭედავს. :)
14 აგვისტო, 23:59
არაა :) კარგი გაძლება აქვს ჩემს ხელში :)
14 აგვისტო, 23:56
არაა მოკლედ შენი საშველი :))
14 აგვისტო, 19:56
აუ რა კაი იყოოო :) მე ამიტომ კაცების ნომრებს ვამოწებ ხოოლმეეე :) ტან თუ სმს იმ ნომრიდან მოსული
0 1 5