x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
ვინ არის ბარისტა ?

თუ იტალიურიდან გადმოვთარგმნით "ბარისტა" ნიშნავს "ადამიანს, რომელიც მუშაობს ბარს მიღმა". ფაქტობრივად, ბარისტა - ეს არ არის ბარმენი, ის ყავის ექსპერტია, რომელმაც იცის, თუ როგორ უნდა მოამზადოს სწორად და სწრაფად ესპრესო და სასმელები მის ფუძეზე.
რა თქმა უნდა, პროფესია ბარისტა იტალიაში ესპრესოს სამშობლოში გამოჩნდა პირველად. გარკვეულწილად, 1980-იან წლებში გამოჩნდა და ცნობილი გახდა აშშ-ში, ამ ფაქტმა ამ ქვეყანაში ყავის სასმელების კულტურის განვითარებაში დიდი წვრილი შეიტანა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბარისტის პროფესიის გამოჩენას უნდა უმადლობდნენ სტარბაქსის ცნობილი ქსელის მფლობელს, ჰოვარდ შულცს. სხვათა შორის, სტარბაქსის სტანდარტების მიხედვით ბარისტას უნდა შეეძლოს პირველი კლასის ესპრესოს მხოლოდ 17 წამში მომზადება .

უფრო ვრცლად, თუ როგორი უნდა იყოს ბარისტა .
სისწრაფე - ეს არ არის საკმარისი, მას ავადროულად უნდა უყვარდეს თავისი პროფესია და ყავა, რომელზეც მუშაობს.
ბარისტის ძირითადი მოთხოვნაა ყავის მიღების წესების ცოდნა. საერთო ჯამში, პროფესიონალ-სპეციალისტს უნდა შეეძლოს 40-მდე ესპრესოს და მასზე დაფუძნებული სასმელების მომზადება. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ბარისტამ იცოდეს, თუ როგორ გამოიყენოს ყავის მანქანა პროფესიონალურ დონეზე - უნდა შეეძლოს საფქვავის გასწორება, წყლის ტემპერატურის დარეგულირება, ერთი ჭიქის მოსამზადებელი ყავის რაოდენობის ცოდნა, ყავის მანქანაში წნევის კონტროლი, წყლის გატარების კონტროლი და რაც მთავარია, სწორი დატემპერება იდეალური ტაბლეტის შესაქმნელად .

გარდა ამისა, ბარისტა უნდა იყოს ერთგვარი ყავის "სომელიე". პირველ რიგში, მას უნდა შეეძლოს ყავის გემოს და არომატის შეფასება, უნდა იცოდეს სად რომელი ყავა იზრდება და როგორი გემო აქვს მას, რათა მოხალვის მიხედვეთ შეძლოს მისი შეფასება.
საბოლოოდ, პროფესია ბარისტა არის შემოქმედებითი - პროფესიონალ ბარისტამ უნდა იცოდეს ლატე არტი (უნდა შეეძლოს ყავის ქაფზე ხატვა).

ესპრესოს სამშობლო იტალიაშია, მაგრამ ეს ბარისტას პროფესია მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც დიდ პატივად ითვლება.
გასაკვირი არ არის, რადგან პროფესიონალური უნარების გარდა, ყავის მომზადების სპეციალისტს უნდა ჰქონდეს მკაცრად განსაზღვრული პირადი თვისებები.


ბარისტას ყოველთვის უწევს ადამიანებთან კონტაქტი,
თითოეულ კლიენტთან კი ინდივიდუალური მიდგომა უნდა ჰქონდეს. გარკვეულწილად ასეთი ექსპერტი შეესაბამება მხატვარს, რომელიც მუშაობს საზოგადოებისთვის. თუმცა, ბარისტამ ასევე უნდა იცოდეს მისი კლიენტების შეხედულებების შესახებ, მას უნდა უნდა შეეძლოს წამყვანი კითხვების დასმა. ზოგადად, კარგი ბარისტა უნდა იყოს ძალიან კომუნიკაბელური, და ძალიან მომთმენი. აქვე აღსანიშნავია, რომ ბარისტას შემოსავალი დამოკიდებულია ჩაევოიზე, აქედან გამომდინარე, მას კარგად უნდა შეეძლოს სტუმრების მოზიდვა.
რა თქმა უნდა, ბარისტა უნდა იყოს მეგობრული და კეთილგანწყობილი. მისი კარგი განწყობა ქმნის ხელსაყრელ ატმოსფეროს დაწესებულებაში, სადაც მუშაობს. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია პოზიტიური დამოკიდებულების შენარჩუნება.

ყავის სპეციალისტი უნდა იყოს პასუხისმგებელი პირი, რომელიც მკაცრად აკვირდება პროფესიულ ეთიკას და ყოველთვის ასრულებს მას.image

0
1450
შეფასება არ არის
ავტორი:კოკა გვალია
კოკა გვალია
1450
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0