x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
რატომ უნდა წაიკითხოთ "დორიან გრეის პორტრეტი"
image
მოგესალმებით, ეს ჩემი პირველი სტატიაა. მე დროდადრო გაგაცნობთ ჩემ მიერ წაკითხულ წიგნებს. ანუ შემოგთავაზებთ რუბრიკას – "რატომ უნდა წავიკითხო..." ჩემი აზრით, არ არსებობს საშუალო დონის წიგნი. იგი ან კარგადაა დაწერილი, ან ცუდად. თუმცა ყველაზე ცუდ წიგნში კი მოიძებნება ხოლმე რაღაც, რის გამოც ღირს წაკითხვა.

დღეს დორიან გრეის პორტრეტს განვიხილავ, რომელიც არა მარტო წიგნი, არამედ ფილმიცაა. ამბობენ, წიგნი ყოველთვის ჯობიაო, მართალია, წიგნში ხომ ყველაფერი შეგვიძლია ჩვენს წარმოსახვაში გავატაროთ. ფილმში პირიქითაა. ამიტომ ჯერ წიგნი უნდა წავკითხოთ და შემდეგ მისი ეკრანიზაცია ვიხილოთ.

image

რატომ ღირს დორიან გრეის პორტრეტის წაკითხვა? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მხოლოდ იმიტომ, რომ უაილდის წიგნი ისეთივე ხელოვნების ნიმუშია, როგორიც მის წიგნში აღწერილი პორტრეტი. ახლა გთავაზობთ იმ ფრაზებს, რომელიც წიგნში საგანგებოდ მოვნიშნე, რადგან მათში საოცარი აზრი დავინახე. იხილეთ და თქვენ თვითონ დარწმუნდებით ამ წიგნის წაკითხვის საჭიროებაში.


image

"ისინი, ვინც სილამაზეში მახინჯ მხარეებს ჰპოვებენ, ბილწი სულის ადამიანები არიან. მათ არც მომხიბვლელობა გააჩნიათ. ეს ნაკლია."

"სილამაზე, ნამდვილი სილამაზე ხომ იქ მთავრდება, სადაც ინტელექტი იწყება."

"ქორწინების მთელი მომხიბვლელობაც სწორედ ისაა, რომ ის სიცრუეს გარდაუვალს ხდის ორივე მხარისთვის."

"ბუნებრიობა ხომ ნამდვილი პოზაა, და ვიცი, ყველაზე გამაღიზიანებელი პოზაც."

"მეგობრობისთის სიცილი არცთუ ცუდი დასაწყისია და გაცილებით უმჯობესია, თუ ამთავითვე მთავრდება."

"შენ ყველა გიყვარს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველას მიმართ მეტისმეტად გულგრილი ხარ."

"ჩვენ საერთოდ ვერ ვიტანთ ადამიანებს, ვისაც იგივე ნაკლი გააჩნიათ, რაც ჩვენ თავად გვაქვს."

"კამათი გონება გამოფიტულ ადამინთა საქმიანობაა საერთოდ."

"გენიალობა მშვენიერებაზე დღეგრძელია მუდამ"

"კარგი გავლენა არ არსებობს, მისტერ გრე. ყოველგვარი გავლენა უზნეობაა."

"ახალგაზრდობა კი ის უძვირფასესი განძია, რომლის ქონაც უდავოდ ღირს."

"თუ გსურს ადამიანის ბუნება დაამახინჯო, მის გარდაქმნასა და გამოსწორებას უნდა შეეცადო."

"სიყვარული ხელოვნებაზე გაცილებით დიადი, ძლიერი და მაღლა მდგომია."

ეს ფრაზები რა თქმა უნდა, ძალიან ცოტაა. მაგრამ არ მინდოდა, რომ თავი მომებეზრებინა თქვეთვის. თან მინდა, რომ დანარჩენი ფრაზები თქვენ თვითონ აღმოაჩინოთ მისი კითხვისას. წარმატებულ დაკარგვას გისურვებთ დორიან გრეისთან ერთად წიგნში.

3
29
2-ს მოსწონს
ავტორი:არია სმიტი
არია სმიტი
29
  
2018, 7 აგვისტო, 18:49
ყველა წიგნი ღირს წაკითხვად
2018, 7 აგვისტო, 11:14
დიახ, ბევრი მსგავსი მომენტებია, თუმცა ხომ ღირდა წაკითხვა?!
2018, 7 აგვისტო, 0:23
კარგია რომ გიყვართ პოეზია მაგრამ მე როცა ვკითხულობდი ბრაზი უფრო მეტი იყო ჩემში ვიდრე დადებითი ემოცია
0 1 3