x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
** შურისძიება** ( საშიში ისტორია )


image
ეს კარგი დღე იყო. როგორც ყოველთვის ავდექი, ხელპირი დავიბანე, ვისაუზმე მოვწესრიგდი და ჩემს შეყვარებულთან ერთად წავედი.. მთელი დღე ვსეირნობდით. კინოში ვიყავით შემდეგ ღამის კლუბში... ჩემი გაცილების დრო რომ მოვიდა ვთხოვე რომ წავეყვანე, მაგრამ მანქანით ვერ შეძლებდა ჩვენ ორივეს ხომ ალკოჰოლი გვქონდა დალეული ასერომ გადავწყვიტეთ ფეხით წავსულიყავით..
გზაზე მივდიოდით, ვიცინოდით, ერთმანეთს ვეხუტებოდით მაგრამ უეცრად ჩვენს წინ მოხუცი კაცი მოვიდა რომელმაც ფული გვთხოვა პურისთვის, ლუკმა (შეყვარებული) მას დასცინა ხელი ჰკრა და ისევ სიცილით გავაგრძელეთ გზა. თითქოს ტვირთი მაწვა ზურგზე რომ იმ მოხუცს ასე ცუდად მოვექეცით მაგრამ დავივიწყე, უბრალოდ პატარა ინციდენტი იყო...
სახლში მივედით, დედა და მამა შინ არ დაგვხვდა ასერომ მე და ლუკი სახლში შევიპატიჟე.. დიდი ხანი ვუყურეთ ფილმებს, უეცრად ზარის ხმა გაისმა.. ცოტა შემეშინდა და ლუკს ვთხოვე რომ ქვევით არ ჩასულიყო მაგრამ ის მაინც ჯიუტობდა და მითხრა რომ ოთახში დავლოდებოდი... ძალიან მეშინოდა.. საბანში ვიჯექი და ვიმალებოდი.. ვინ უნდა ყოფილიყო ღამის 3 საათზე ჩემ სახლთან? როცა დედა და მამა ორი დღით ქალაქგარეთ იყვნენ წასულნი...
გავიდა ერთი საათი ლუკი არსად არ ჩანდა და ამან ძალიან შემაშინა რადგან ერთი საათი კართან არავინ დგას.. მე დაბლა ჩავედი და რაც ჩემმა თვალებნა ნახეს ეს ალბათ არასდროს დამავიწყდება... ლუკი ძირს ეგდო. მთლიანად დასახიჩრებული იყო. კედელზე კი დიდი ასოებით ეწერა "მე ხომ უბრალოდ ფული გთხოვეთ ".. ამის შემდეგ გული წამივიდა და საავადმყოფოში გავიღვიძე, დედა და მამა ჩემს გვერდით იყვნენ მაგრამ ეს არ მამშვიდებდა, ვიცოდი რომ ის ჩემთვისაც დაბრუნდებოდა... ( დასასრული )

0
36
შეფასება არ არის
ავტორი:ონისე კაჩალინი
ონისე კაჩალინი
36
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0