x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
ქართველი ახალგაზრდობა სექსის გარეშე
თანამედროვე ქართველი ახალგაზრდების უდიდეს ნაწილს არავითარი პირადი ცხოვრება და არავითარი სექსი არ გააჩნია. ამაზე მეტყველებს ფრიდრიხ ებერტის ფონდის კვლევა, რომლის თანახმადაც რამდენიმე პატნიორთან სექსი ჰქონია ქართველი ახალგაზრდა გოგონების მხოლოდ 1 %-ს ან კიდევ უფრო ნაკლებს.


ხშირად დაინახავთ საქართველოს ქუჩებში მიმავალ ხელიხელჩაკიდებულ გოგონებს და ბიჭებს, თუმცა საკუთარი მზერა ნუ მოგატყუებთ: ეს ბიჭები და გოგონები ერთმანეთის მეგობრები არიან, უბრალო მეგობრები, ყოველგვარი სექსუალური ურთიერთობის გარეშე. ისინი აკნატუნებენ მზესუმზირას, შეექცევიან მოხალულ ბატიბუტს და ნაყინს, ერთმანეთს ეპასუხებიან წყვეტილი შორისდებულებით და სანახევროდ თქმული წინადადებებით და ლაპარაკობენ ყველაფერზე სექსის გარდა. მათ არ გააჩნიათ არავითარი წარმოდგენა სექსზე და ხშირად 19-20 წლის ასაკსაც კი ისე აღწევენ, რომ სრულიად ხელშეუხებელნი არიან.


წესით, საქართველოს მეცნიერებათა აკადემია (რომლის წევრები 1800-ლარიან ხელფასებს არაფრის კეთებაში იღებენ ჩვენს მიერ გადახდილი გადასახადებიდან) უნდა იკვლევდეს, თუ რატომაა ქართველი ახალგაზრდობა ასეთი ასექსუალური. მაგრამ სექსი ქართველ ახალგაზრდებში ტაბუირებული თემაა. ამ თემის კვლევას ვერც ერთი უნივერსიტეტი და სამეცნიერო დაწესებულება ვერ ბედავს. ბედავენ მხოლოდ უცხოელები (მაგ. ზემოთხსენებული ფრიდრიხ ებერტის ფონდი), მაგრამ ამ კვლევის შედეგების მიმართ სანდოობა ქართულ საზოგადოებაში ძალიან დაბალია. ქართველებს ურჩევნიათ, კვლევის სანდოობაში ეჭვი შეიტანონ, ვიდრე პრობლემის სიღრმეზე დაფიქრდნენ.


ახალგაზრდებს შორის ფართოდ გავრცელებული ონანიზმი არის სრულიად ჩვეულებრივი მოვლენა ქართული საზოგადოებისთვის, რაზეც თავად ქართველები ღიმილით საუბრობენ. აქ თითქმის არავინ არ იტყვის: "კმარა, მომბეზრდა" და თითქმის არავინ არ შეიცვლის ცხოვრების წესს. აქ მთავარი გაბატონებული აზრი და თვითშთაგონებაა. საქმე იმაშია, რომ ქართველი ქალების უდიდეს უმრავლესობას სწამს, რომ თავისუფალი სექსუალური ურთიერთობისთვის ჯოჯოხეთში მოხვდება. მათ გამუდმებით სტანჯავთ თვალთვალის განცდა და ჰგონიათ, რომ ღმერთი უთვალთვალებთ, რაც ხანდახან დევნის მანიაში გადაიზრდება ხოლმე.



ხელოვნურად გამოწვეული სექსუალური დისფუნქცია ხდება სხვადასხვა ფსიქიკური დაავადებების გამომწვევი მიზეზი და ხელს უწყობს ონკოლოგიურ დაავადებათა წარმოქმნას ადამიანის სხეულში.


მაინც რა არის აუცილებელი საიმისოდ, რათა ქართველი ახალგაზრდობა ეზიაროს ბედნიერებას და თავისუფალი სექსის სიტკბოებას?


აუცილებელია, ქართველმა ახალგაზრდობამ გააცობიეროს, რომ თავისუფალი სექსი არის ფიზიკური და ფსიქიკური სიჯანსაღე და ბედნიერების განცდის წარმოშობის უმთავრესი სტიმულატორი. კვლევებით დამტკიცებულია, რომ იმ ადამიანებს შორის, ვისაც აქვს რეგულარული სექსი მისთვის მეტნაკლებად სასურველ პარტნიორ(ებ)თან, სიგარეტის მწეველი და ალკოჰოლის მომხმარებელი ძალიან ცოტაა.


უპირველეს ყოვლისა, ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის (და მათ შორის რასაკვირველია ახალგაზრდებისთვისაც) აუცილებელია რწმენა იმისა, რომ ღმერთი არ არსებობს, შესაბამისად, ის სექსის დროს ჩვენ არ გვითვალთვალებს და შესაბამისად ჩვენი ტემპერამენტით და "გარყვნილების" დონით აღშფოთებული ჯოჯოხეთშიც ვერ გაგვგზავნის. ამას თუ მივაღწევთ, უამრავი ფსიქიკური და ფიზიკური დაავადების წარმოქმნის რისკს დავამარცხებთ და ბედნიერებას ვეზიარებით, ბედნიერების განცდა კი თითოეული ინდივიდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუ გავაცნობიერებთ, რომ სექსის დროს ღმერთი არ გვითვალთვალებს, უზარმაზარ ნაბიჯს გადავდგამთ პროგრესისკენ მიმავალ გზაზე. მესმის, რომ ამისთვის თითოეულ ჩვენთაგანს შესაძლოა თვეები და წლებიც კი დასჭირდეს, მაგრამ ჯილდოც შესაბამისად ძალიან მაღალი იქნება. ჩვენ არ გვჭირდება მოთვალთვალე ღმერთი. ჩვენ გვჭირდება თავისუფალი და ჰარმონიული ურთიერთობები იმ სქესის ადამიანებთან, ვისზეც სექსუალურად ვართ ორიენტირებულები.


კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ყველა ჩვენი გენერალიზებული ფობია და შიში, მათ შორის უდიდესის, სიკვდილის შიშის ჩათვლით, უმეტესწილად თავისუფალი სექსის დეფიციტით არის გამოწვეული.

სიყვარული

0
396
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
396
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0