"რეიტინგის" ექსკლუზივი გამართლდა - 4 თვის ორსულმა ანა ახვლედიანმა და გიგი ბერაიამ საიდუმლოდ იქორწინეს
რამდენიმე თვის წინ ვწერდით, რომ ზღაპრული სილამაზის მქონე ქართველი წყვილი ქორწილისთვის ემზადებოდა.
როგორც მაშინ "რეიტინგს" ანა ახვლედიანის და გიგი ბერაიას მეგობარმა უთხრა, წყვილი ბავშვს ელოდებოდა და ზაფხულში ქორწილის გადახდას გეგმავდა.
ამ ამბის გადამოწმება თავად ანასთან და გიგისთან ვცადეთ, თუმცა მაშინ მათ საუბარი არ ისურვეს.
აღსანიშნავია, რომ ანას და გიგის რომანის დაწყების შემდეგ, წყვილი პრესასთან ურთიერთობას გაურბის და ჩრდილში ყოფნა ურჩევნიათ.
თუმცა პრესა იმისთვის არსებობს, რომ თქვენთვის საინტერესო ადამიანების შესახებ ყველაფერი იცოდეს.გაგრძელება