x
მეტი
  • 18.10.2019
  • სტატია:95746
  • ვიდეო:343064
  • სურათი:457692
პლანეტის უძველესი ცივილიზაციური ცენტრები

პლანეტის უძველესი ცივილიზაციური ცენტრები


საქართველო არის უძველესი ცივილიზაციის კერა, სადაც კაცობრიობამ გამოიგონა უამრავი ფუნდამენტური მნიშვნელობის რამ. დედამიწა 5 მილიარდი წლისაა. საქართველო მისი ნაწილია, ამგვარად ეს ქვეყანაც 5 მილიარდი წლისაა. ჩვენ ვართ ამ ქვეყნის ამაყი და თავისუფალი შვილები, რომლებიც უხსოვარი დროიდან ვქმნიდით ცივილიზაციას, დიად კულტურას, ვუძლებდით უდიდეს გამოწვევებს და დღემდე მოვედით, მაშინ როდესაც ჩვენნაირი 200 ათასზე მეტი ეთნოსი გარშემო გაგვინადგურდა და დავიწყებას მიეცა ისე, რომ ბევრი მათგანი ისტორიის ფურცლებზეც კი არ შემორჩა. ჩვენ კი გავუძელით და გავუძლებთ ყველა გამოწვევას, ჩვენ განვიცდით ადაპტაციას და გავაგრძელებთ საქართველოს, როგორც მიწა-წყლის 5 მილიარდწლიან, ხოლო როგორც ადამიანთა სამშობლო ქვეყნის 2 მილიონწლიან ისტორიას.


მრავალმა ადამიანმა, თვით საქართველოშიც კი არ იცის იმ ყველაფერის შესახებ თუ რას წარმოადგენს მათი ქვეყანა და რა შექმნა ადამიანმა საქართველოში ისტორიის განმავლობაში. ესაა მეცნიერულად დამტკიცებული და არასრული სია იმ ყველაფრისა, რაც პირველად საქართველოში იქნა მიღწეული, გამოგონებული. ჩვენ, ქართველები ვართ:


1. პირველი ევროპელები.

2. პირველი ღვინის დამყენებლები და ვაზის მომშინაურებლები.

3. პირველი ოქროს მაღაროს მუშაკნი.

4. პირველი ფერმერები და მიწათმოქმედები.

5. პირველი თაფლის მწარმოებლები და ფუტკრის მომშინაურებლები.

6. პირველი ტანსაცმლის დამამზადებლები ქსოვის მეთოდით.

7. პირველი მეტალურგები.

8. პირველი ქვეყანა დედამიწაზე, რომელმაც აკრძალა სიკვდილით დასჯა და ციხეში პატიმართა წამება მე-13 საუკუნეში ქართველთა ოქროს ხანის პერიოდში.


ასე გავრცელდა ადამიანი დედამიწაზე 2 მილიონი წლის წინ. ის ჯერ გადმოვიდა აფრიკიდან საქართველოში, მოედო მთელ კავკასიას. შემდეგ გადავიდა ევროპის მიმართულებით და შემდგომ მოედო აზიასაც. ეს ადამიანი იყო სახეობით ერექტუსი და მეცნიერებაში იწოდება ჰომო გეორგიკუსად, რაც ქართველ (გეორგიელ) ადამიანს ნიშნავს.


დედამიწაზე ადამიანის გავრცელება 2 მლნ. წლის წინ


კულტურული მცენარეების წარმოშობის ცენტრები ჯეკ ჰარლანის მიხედვით წიგნიდან "The living fields - Our agricultural heritage":

1. ცენტრალურამერიკული (მექსიკური) - სიმინდი, თამბაქო, მზესუმზირა, გოგრა.

2. ანდური (სამხრეთ ამერიკული) - კარტოფილი, ანანასი, მიწის თხილი, კაკაო.

3. ხმელთაშუაზღვისპირული (მედიტერანული) - კომბოსტო, თალგამი, ზეთისხილი, ბარდა, ხახვი, ჭარხალი.

4. წინააზიური (ანატოლია და სამხრეთ კავკასია) - ყურძენი, ქერი, ფეტვი, ხორბალი, ნესვი, სტაფილო, სელი.

5. აბისინიური (ეთიოპური) - საზამთრო, ყავა, ბანანი, მსხვილი ხორბალი, სორგო.

6. შუა აზიური (პაკისტან-ავღანეთი)

7. ინდოსტანის (ინდური, ზოგგან აქვეა მოქცეული პაკისტან-ავღანეთი და ე.წ. "ვეფხვების მხარე") - ლიმონი, ბადრიჯანი, კიტრი, ბრინჯი, შაქრის ლერწამი.

7A. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიური (ვეფხვების მხარე)

8. აღმოსავლეთ აზიური (ჩინური) - ვაშლი, ჩაი, ბოლოკი, ქლიავი, პრასი.



კულტურული მცენარეების წარმოშობის ცენტრები ჯეკ ჰარლანის («The Living Fields: Our Agricultural Heritag


კულტურული მცენარეების წარმოშობის ძირითადი ცენტრები პლანეტაზე:


კულტურული მცენარეების წარმოშობის ცენტრები


შინაური ცხოველების წარმოშობის ძირითადი ცენტრები დედამიწაზე:

სამხრეთ კავკასიაში მოიშინაურა პირველად ადამიანმა ძროხა, ცხვარი, თხა და ცხენი.

ეგვიპტეში - კატა

ეთიოპიაში - ვირი

შუა ამერიკაში - ინდაური, ხოლო სამხრეთ ამერიკაში კი - ლამა.


შინაური ცხოველების წარმოშობის ძირითადი ცენტრები.


შინაური ცხოველების წარმოშობის ძირითადი კერები. ესენია უძველესი ცივილიზაციების კერებიც:


შინაური ცხოველების წარმოშობის ძირითადი ცენტრები.



ევროპაში უძველესი ოქროს საბადოების განლაგება და თარიღები:

1. საყდრისი - საქართველო. კავკასია. ძვ.წ. 3300 წ.

2. ადა ტეპე - თურქეთის ევროპული ნაწილი. ძვ.წ. 1500-700 წწ.

3. ლას მედულასი - იბერიის ნახევარკუნძული. ძვ.წ. 1000 - ახ.წ. 300 წწ.

4. სიერა მორენა - იბერიის ნახევარკუნძული. ძვ.წ. 1000-250 წწ.

5. დოლაუკოთი - ჰიბერნიის კუნძული. ძვ.წ. 1000 - ახ.წ. 300 წწ.

6. ასტირა - დასავლეთ ანატოლია. ძვ.წ. 800-400 წწ.

7. სიტნოა - ბერძნული კუნძულები. ძვ.წ. 550-300 წწ.

8. ლაურიონი - საბერძნეთი. ძვ.წ. 550 - 400 წწ.

9. თასოსი - საბერძნეთი. ძვ.წ. 500-200 წწ.

10. პალალა კავალა - საბერძნეთი. ძვ.წ. 400-200 წწ.

11. ლიმუზინი - საფრანგეთი. ძვ.წ. ძვ.წ. 350-ახ.წ. 79 წწ.

12. როსია მონტანა - აღმოსავლეთ ევროპა. ახ.წ. 0 - 250 წ.


ევროპაში უძველესი ოქროს საბადოების განლაგება (და თარიღები).





ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
596
4-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
596
  
2018, 23 ივლისი, 20:06
რა კარგი სტატიაა,სიამაყით აღვივსე,ეს რამდენი რამე შეგვიძენია ამ ერთი მუჭა ერს მსოფლიოსათვის და არ გვაფასებენ სათანადოდ.ამის მსგავსი სტატიები ბევრი ბეჭდეთ, რომ ახალმა თაობამ გაიგოს ვინ ვიყავით ....
0 1 1