x
მეტი
  • 12.12.2019
  • სტატია:97301
  • ვიდეო:344150
  • სურათი:459275
რამდენი ადამიანი დაეტევა საქართველოში და რამდენ ევროპულ სახელმწიფოზე დიდი ფართობი აქვს მას?
ევროპის რუკა


2017 წლის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქი არის ფილიპინების დედაქალაქი მანილა. დედამიწის ხმელეთის მხოლოდ 3% უკავია ქალაქებს. გამოთვლები აჩვენებს, რომ მთელი კაცობრიობა, რომლის რიცხვიც 2017 წლის ბოლოს 7.5 მილიარდი იყო - დაეტევა ტუნისში ისე მჭიდროდ რომ იცხოვროს, როგორც ამ ქალაქში ცხოვრობენ. ტუნისი ფართობით 163, 610 კმ2-ია, შედარებისთვის საქართველო 70, 000 კმ2-ია უფრო ზუსტად 69, 700 კმ2. რაც ნიშნავს რომ ტუნისი საქართველოზე დაახლოებით მხოლოდ 2-ჯერ დიდია. ეს კი ნიშნავს, რომ საქართველოს 3 მილიარდი ადამიანის დატევა შეუძლია.


ტუნისი


საქართველო ფლობს სასოფლო სამეურნეო სავარგულების 3 მილიონ ჰექტარს, რაც ასევე ძალიან დიდი ტერიტორიაა, რომელიც ეყოფა რომ გამოკვებოს დღევანდელი ტექნოლოგიებითაც კი 20 მილიონი ადამიანი, ისე რომ არ დასჭირდეს სხვა ქვეყნიდან რაიმეს იმპორტი. ეს ჩვენ გვგონია, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, თუმცა რეალურად უშველებენ სიმდიდრეს ვფლობთ. ამერიკელებმა ახლახანს გამოთვალეს, რომ ერთი ჩვეულებრივი ხე საშუალოდ სახელმწიფოს აძლევს 90, 000 $-ის ეკვივალენტის მოგებას ყოველწლიურად გარემოზე და ეკოლოგიაზე დადებითი ეფექტის გამო. სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ მხოლოდ ამით ვართ მდიდრები. შეერთებულმა შტატებმა 1970 წლიდან 2018 წლამდე თავისი ტერიტორიების ტყით დაფარული ფართობები ხელოვნურად 3-ჯერ გაზარდა. ახლა ამერიკის ტერიტორიის იმეზე სამჯერ მეტია დაფარული ტყეებით, ვიდრე იყო 1970 წელს. მათ გააზრებული აქვთ ეკოლოგიის ფასი და სიმდიდრე. მათ აქვთ სახელმწიფოებრივი ხედვა. ჩვენც მოვლა და სწორად გამოყენება უნდა ვისწავლოთ იმ საოცრების, რასაც საქართველო ჰქვია. ამ ვეებერთელა, 14 მილიარდი წლის და 93 მილიარდი სინათლის წლის დიამეტრის სამყაროში ერთადერთია ჩვენთვის ცნობილი დასახლებული პლანეტა - დედამიწა და ჩვენი ერი ამ განსაკუთრებულად ძვირფასი, შეუფასებელი პლანეტის საკმაოდ ნაყოფიერ, კარგი კლიმატის და საკმაოდ დიდ ნაწილს ვფლობთ. მოვუფრთხილდეთ, ჩვენ მხოლოდ ეს გვაქვს და ეს შეუფასებელი სიმდიდრეა.



ეს არის იმ ევროპული ქვეყნების სია, რომლებსაც ტერიტორიის სიდიდით უსწრებს საქართველო:


1) ნიდერლანდების სამეფო (ჰოლანდია) - 41, 543 კმ2.

2) ბელგია - 30, 528 კმ2.

3) დანია - 42, 915 კმ2.

4) ესტონეთი - 45, 227 კმ2.

5) ლატვია - 64, 589 კმ2.

6) ლიტვა - 65, 300 კმ2.

7) სლოვაკეთი - 49, 035 კმ2.

8) სლოვენია - 20, 273 კმ2.

9) ლუქსემბურგი - 2, 586 კმ2.

10) მაკედონია - 25, 713 კმ2.

11) ხორვატია - 56, 594 კმ2.

12) კვიპროსი - 9, 251 კმ2.

13) ლიხტენშტაინი - 160, 4 კმ2.

14) ალბანეთი - 28, 748 კმ2.

15) ანდორა - 468 კმ2.

16) ბოსნია-ჰერცეგოვინა - 51 - 197 კმ2.

17) მოლდოვა - 33, 846 კმ2.

18) სან-მარინო - 61, 2 კმ2.

19) მალტა - 316 კმ2.

20) მონტენეგრო - 13, 812 კმ2.

21) ვატიკანი - 0, 44 კმ2.

22) სომხეთი - 29, 743 კმ2.

23) მონაკო - 1, 98 კმ2.




ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
690
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
690
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0