ინგრედიენტები:
- კვერცხი — 1 ცალი
- დაწნეხილი (ნედლი) საფუარი — 50 გრ; (3 ჩ. კ. აქტივირებული მშრალი საფუარი)
- მარგარინი — 200 გრ.
- მარილი — ½ ჩ. კ.
- სოდა — 1 ჩ. კ.
- ფქვილი — 2 ჭიქა (ან ცოტა მეტი)
- თბილი წყალი — 0, 5 ჭ.
- კვერცხის გული + 2 ს. კ. წყალი + 0, 5 ვანილინი – გადასასმელად
- მომზადება:
- I. საფუარი გახსენით თბილ წყალში. რეცეპტის ორიგინალში ნედლი საფუარია, რადგან იმ დროს, როდესაც ასეთ ცომს ამზადებდნენ, მშრალი ჯერ კიდევ არ იყო. თუმცა, თუ ნედლი საფუარი არა გაქვთ, მისი ჩანაცვლება მშრალი საფუარით შეიძლება. მაგრამ, ამ შემთხვევაში, საფუარს წყალში გახსნისას, 1 ჩ. კ. შაქარი უნდა დაამატოთ.
- II. თასში გაცერით ფქვილი, დაამატეთ მარილი, სოდა, კუბიკებად დაჭრილი მარგარინი, კვერცხი და ამოსული საფუარი.
- III. მოზილეთ ცომი (შეგიძლიათ ეს ხელით გააკეთოთ ან პურის საცხობის სპეციალური პროგრამა გამოიყენოთ).
- IV. ცომის მომზადების შემდეგ, საჭირო არ არის, მისი გაფუების მოლოდინში, საათობით დაცდა. ცომის გაყოფა გუნდად, მაშინვე შეიძლება.
- V. ამის შემდეგ, თითოეული გუნდა ნაწილებად უნდა დაყოთ. ამ ცომიდან 40 ცალი ღვეზელი გამოდის ანუ 2 სტანდარტული საცხობი ფირფიტა, თითო 20-20 ღვეზელით.
- VI. გააბრტყელეთ ცომი თხელ ფირფიტებად, ხინკლის ცომივით.
- VII. მოათავსეთ გულსართი და მიეცით ღვეზელის ფორმა.
- VIII. რაც შეეხება გულსართს, ის ნებისმიერი შეიძლება იყოს: ხორცი, თევზი, კარტოფილი, კომბოსტო, ვაშლი, ხაჭო...
- IX. ღვეზელი მოათავსეთ ცხიმწასმულ საცხობ ფირფიტაზე > გადაუსვით კვერცხის გული > გამოაცხვეთ +200…+220 ⁰С, წინასწარ გახურებულ ღუმელში.
თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
საუკეთესო ცომი შემწვარი ღვეზელებისთვის (ამაზე კარგი აღარ არსებობს!)
საფუარიანი ცომი, რომელიც 15 წუთში მზადდება და მაცივარში ინახება (+ ცომი ტკბილი ცხობისთვის)