x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ამოირჩიეთ ფიგურა და გაიგეთ, რა გელით ახლო მომავალში

ადამიანს ყოველთვის იზიდავს მისი მომავალი. იმის გაგება უნდა, თუ რას უმზადებს მას ბედი.
მომავლის განჭვრეტა სხვადასხვა ხერხით შეიძლება: მკითხაობით, ტელეპატიით და ასევე, წინასწარმეტყველების სფერო გამოყენებით და თქვენ, ამის გაკეთება პირდაპირ ახლა შეგიძლიათ:
ამოირჩიეთ სურათზე მოცემულ სფეროზე ერთი ჯადოსნური ფიგურა და გაიგეთ რა გელით მომავალში. მაგრამ, ვიდრე ამას გააკეთებთ, კარგად დააკვირდით სფეროს და ის ფიგურა აირჩიეთ, რომელიც უფრო მეტად მიგიზიდავთ.


image


მაშ, ასე, თუ აირჩიეთ:

image

№1


ეს არის სიყვარულის და სინაზის ნიშანი. ის სიყვარულს და ვნებას წინასწარმეტყველებს. თქვენ გრძნობების და ემოციების ახალი ქარიშხალი გელით. მარტოხელა ადამიანებისთვის, ეს ნიშანი საინტერესო ნაცნობობის მომასწავებელია. გარდა ამისა, წარმატება გელით სხვა სფეროებშიც.

image

№2


ძალიან რთული პერიოდი გელით! შესაძლებელია ისიც იფიქროთ, რომ ცხოვრების შავ ზოლზე დადექით. პრობლემების გადაჭრის დროს, მიღებული გადაწყვეტილების სისწორესთან დაკავშირებით, ეჭვები არ მოგასვენებთ. მაგრამ, ნუ ინერვიულებთ, ყველაფერს გადალახავთ და ყველა თქვენი საქმე შესანიშნავად დასრულდება. ცოტა მოითმინეთ! და ბედი აუცილებლად გაგიღიმებთ.

image

№3


ეს ნიშანი სწრაფ წარმატებას გიწინასწარმეტყველებთ. სამყარომ დაინახა თქვენი ძალისხმევა და მზად არის დაგაჯილდოვოთ ყველაფრისთვის. ყურადღებით იყავით და შანსი არ გაუშვათ. ელოდეთ, ძალიან მალე, ფორტუნა გაგიღიმებთ!
image

№4


დიდი ყურადღების გამოჩენა გმართებთ. ირგვლივ მიმოიხედეთ. ბედისწერა ნიშნებს გიგზავნით. თქვენ ღია უნდა იყოთ ახალი შესაძლებლობებისთვის. გამოგიჩნდებათ შანსი, რომელიც ცხოვრების დადებითი მიმართულებით შეცვლაში დაგეხმარებათ – იღბალს ხელიდან ნუ გაუშვებთ.

image

№5


თქვენ დასვენება და ძალების აღდგენა გესაჭიროებათ. უახლოეს მომავალში, ენერგეტიკულად აქტიური პერიოდი გელით, რომელშიც იღბალიც თქვენს მხარეს იქნება და ყველა წამოწყებას წარმატებით განახორციელებთ. მაგრამ, თუ ამ პერიოდს დასვენებული არ შეხვდებით, დიდია რისკი, რომ «გადაიწვათ» კიდეც.

image

№6


უახლოეს მომავალში, თქვენს ცხოვრებაში, მნიშვნელოვანი არაფერი მოხდება. ამ პერიოდს სრულ სიმშვიდეში გაატარებთ. მაგრამ, ეს მხოლოდ 2-3 კვირა გაგრძელდება. აღნიშნული პერიოდის დასრულების შემდეგ, დიდი სიურპრიზი გელით. თქვენი ცხოვრება გააქტიურდება, მკვეთრი ფერებით ათამაშდება და მასში იღბლიანობის ნათელი ფაზა დაიწყება.


imageimageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image

ტესტი «აირჩიეთ პეპელა» და გაიგეთ რას მალავს თქვენი ქვეცნობიერი?!

გაიგეთ რა ფერის აურა გაქვთ და რას ნიშნავს მისი ფერი

მიწა, ცეცხლი, ხე, წყალი თუ მეტალი – თქვენ რომელი ხართ? გაიგეთ სიმართლე საკუთარ თავზე

მნიშვნელოვანი პერიოდები ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

0
1640
11-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1640
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0