სხვა «კატურ» – ქართული ვიზუალური ლექსიკონი. გაიგეთ რისი თქმა უნდა თქვენი ოჯახის ფუმფულა წევრს 2017, 16 აგვისტო, 10:01 ![]() ყველამ იცის, რომ კატები — ყველაზე არალოგიკური და არაპროგნოზირებადი შინაური ცხოველები არიან. რთულია იმის გაგება, თუ რა ხდება კატის თავში. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მათ საკუთარი ენა აქვთ და მისი შესწავლის შემთხვევაში, თქვენ უკეთესად შეძლებთ კატების გაგებას. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() თუ კუდი ზევით აქვს აწეული, ხოლოს სხეულს ნომრის სიმბოლოს ფორმა აქვს მიღებული – მეტისმეტად აგრესიულია და თავდასხმისთვის ემზადება ![]() ![]() ![]() კუდი თუ გაშვერილი აქვს, საკმარისად დაბალ დონეზე, – ან გაბრაზებულია ან შეშინებული ![]() ![]() ![]() კუდი თუ ქვედა დონეზეა და ოდნავ მიჭერილი აქვს – შეშინებულია ან დანაშაულის გრძნობა აწუხებს ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() გაფართოვებული თვალის გუგები – ძლიერ გრძნობებზე მიუთითებს: აღგზნება, შიში, აგრესია. ![]() ![]() ![]() თუ კატა თვალებში გიყურებთ – ე. ი. ის გენდობათ და თქვენთან თავს კარგად გრძნობს ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() თავის მსუბუქი ხახუნი – თქვენდამი კეთილგანწყობის და სიმპათიის გამოხატვას ნიშნავსა ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ის ხელზე მსუბუქი კბენით განიშნებთ, რომ – თქვენთან ურთიერთობის სურვილი არა აქვს ![]() ![]() ![]() თუ კატა ცხვირს ზემოთ ასწევს და თავიც ოდნავ აქვს გადაწეული – გეუბნებათ: «მე შენ გხედავ» ![]() ![]() ![]() თუ ყურები თავზე აქვს მიკრული – რაღაცის ეშინია, ნერვიულობს ან თამაში უნდა. ასევე, ეს ჟესტი, რაღაცით დაინტერესების ნიშანიიც სრის. ![]() ![]() ![]() თუ კატას ენა ოდნავ აქვს გამოყოფილი და ტუჩებს ილოკავს – რაღაცაზე ნერვიულობს და თქვენგან დახმარებას ელის ![]() ![]() ![]() ![]() * მოკლე და მკვეთრი წაკნავლებით, კატა ადამიანს ესალმება ან საკუთარი მისვლის შესახებ ატყობინებს. ![]() * ხანგრძლივი კნავილი იმის ნიშანია, რომ კატა მოხარულია თქვენი ხილვით. ასე მაშინ ხდება, როდესაც ადამიანი ხანგრძლივი დროის მანძილზე არ იყო სახლში. * საშუალო სიმაღლის ხმაზე კნავილი – რამის (მაგ. საკვების ან წყლის) თხოვნის ნიშანია. * ხმამაღალი და ხანგრძლივი კნავილი – დაჟინებით თხოვნას, მოთხოვნას ნიშნავს. * მოგუდული, ყრუ კნავილი – წუწუნს, უკმაყოფილებას ან ჩხუბისთვის მომზადებას ნიშნავს. * კრუტუნი – კარგად ყოფნას და დიდი სიამოვნების განცდას ნიშნავს. * შიშინი – აგრესიის ან თავდაცვის ნიშანი არის. ასეთ ხმას კატა მაშინ გამოსცემს, როდესაც ნაწყენია, საფრთხეს გრძნობს ან ჩხუბისთვის ემზადება. ![]() ![]() * თუ კატა ხელში გყავთ და იატაკზე გინდათ დასმა, მანამდე არ გაუშვათ ხელი, ვიდრე ყველა თათს ძირს არ დადგავს. ის ქვეცნობიერად ყოველთვის იმაზე ფიქრობს, რომ სწორედ დახტეს და ფეხები არ დაიზიანოს და თუ თქვენც გაუფრთხილდებით მის თათებს, ამით კატის ნდობის და კეთილგანწყობის მოპოვებას შეძლებთ. * თუ იატაკზე გადაჯვარედინებული ფეხებით დაჯდებით და კატას შეხედავთ, ის თქვებს ქცევას, მეგობრულ ჟესტად მიიღებს და თქვენთან მოვა მოსაფერებლად. * თუ გინდათ, რომ კატამ მოფერების უფლება მოგცეთ, გაიშვირეთ მისკენ ხელი და შუა თითი, სხვა თითებთან შედარებით, უფრო ქვემოთ დასწიეთ. კატა დაიწყებს თქვენს ხელზე ცხვირით ან სახით ხახუნს. ის შეეცდება, რომ ხელი მაქსიმალურად კომფორტული გახადოს მოფერებისთვის. * თუ კატა დამალულია, ის მხოლოდ მაშინ გამოვა, თუ ოთახში მარტო დარჩება ან მშვიდი საუბრის ხმას გაიგონებს. * როდესაც კატას ხელში იყვანთ, ძალიან არ მოუჭიროთ ხელები – მან ასეთი მოპყრობა, შეიძლება, აგრესიად მიიღოს და დაგკაწროთ ან გიკბინოთ. * თუ არ გინდათ რომ პრობლემები შეგექმნათ კატის ქცევასთან დაკავშირებით ან არასასურველი კნუტები გაჩნდნენ თქვენს სახლში, სტერილიზაცია გაუკეთეთ, როგორც კი კატა შესაფერისი ასაკის გახდება. მამრი კატების კასტრირება აუცილებელია სქესობრივი მომწიფების პერიოდამდე, რომ ის ტერიტორიის მონიშვნას არ დაეჩვიოს. * თუ კატა რამეს დააშავებს, საყვედური მტკიცედ და მკვეთრად გამოთქვით, მაგრამ ხმა ბუნებრივი უნდა იყოს. ამ შემთხვევაში, მთავარი ინტონაცია არის. თუ ასე იშვიათად ესაუბრებით კატას, ანუ მხოლოდ მაშინ, როდესაც სიტუაცია მოითხოვს, ის ამ ფაქტის ასოცირებას ცუდ საქციელთან მოახდენს და მიხვდება, რომ მისით კმაყოფილი ხართ. * კატისთვის რამის აკრძალვა თუ გინდათ, მკვეთრად უნდა დაუშიშინოთ, ისევე, როგორც ამას კატა აკეთებს, აგრესიის დროს. * თუ მოთმინებას გამოიჩენთ, კატის მიჩვევაც შეიძლება ბრძანებების შესრულებაზე, ისევე როგორც ძაღლის. მისთვის თათის მოწოდების სწავლებაც კი შეიძლება. ![]() ![]() ![]() ![]() 369 7-ს მოსწონს
|