x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
გენები თუ აღზრდა, რა უფრო მნიშვნელოვანია პიროვნების ფორმირებაში?
image


რა უფრო დიდ გავლენას ახდენს ადამიანის პიროვნების ჩამოყალიბებაზე აღზრდა თუ გენეტიკა — ეს ერთ-ერთი აქტუალური და საინტერესო კითხვაა საზოგადოებრივ მეცნიერებაში. ამის გასარკვევად, საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა, კლონების დიდი ჯგუფის შექმნა და მათი სხვადასხვა გარემოში მოთავსება. მაგრამ, ეს შეუძლებელია და მეცნიერები იმით დაკმაყოფილდნენ, რაც არის — ანუ ტყუპებით, ერთი კვერცხუჯრედიდან, რომლებიც ფაქტიურად, ერთმანეთის კლონები არიან.
მემკვიდრეობითობის შესწავლის მიზნით, ტყუპების გამოყენების იდეა ინგლისელ მეცნიერს ფრენსის ჰალტონს ეკუთვნის. მან XIX საუკუნის ბოლოს, გარემო ფაქტორების პიროვნებაზე ზეგავლენის შესწავლა დაიწყო. ის ამტკიცებდა, რომ ახალშობილი სუფთა ფურცელი არ არის და პიროვნების ჩამოყალიბებაში დიდ როლს გენეტიკა თამაშობს. ჰალტონის მიერ, ამ განცხადების გაკეთებიდან, 1 საუკუნის შემდეგ, ამ საკითხით დაინტერესებულმა მეცნიერებმა, მოახერხეს და ერთკვერცხუჯრედიანი ტყუპები მოძებნეს, რომლებიც დაბადებისთანავე დაშორებულები იყვნენ. სხვადასხვა ადამიანების მიერ აღზრდილ ტყუპებს, შეეძლოთ, ბოლოს და ბოლოს, ზუსტად გაეცათ პასუხი კითხვაზე: «რა უფრო მეტად ახდენს გავლენას პიროვნებაზე, ბუნება თუ აღზრდა»?


ოთხი სხვადასხვა ტესტის მონაცემების დამუშავების შემდეგ, დაადგინეს, რომ 75% პიროვნებაში მემკვიდრეობითია და მხოლოდ 25% აღზრდაზე და გარემოზე მოდის.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image* 11 წლის ბავშვი უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა

* 10 უჩვეულო ფაქტი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის ბავშვებთან დაკავშირებით


* ბავშვები XXI ს. გასული საუკუნის 20-იანი წლების ცხოვრებით ცხოვრობენ

* როგორ უნდა შევარჩიოთ სათამაშო ბავშვის ასაკის (1-5 წ.) გათვალისწინებით
* სწორი ფრაზები ბავშვის სამართავად

* ის, რაც ბავშვმა მშობლებისგან უნდა მოისმინოს

0
261
11-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
261
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0