სხვა ბავშვები, XXI საუკუნეში, გასული საუკუნის 20-იანი წლების ცხოვრებით ცხოვრობენ 2016, 19 აპრილი, 9:41 ნიკი ბუნი (Niki Boon) ახალი ზელანდიიდან, ფოტოგრაფიით იყო გატაცებული, როდესაც ფიზიოთერაპევტად მუშაობდა შოტლანდიაში. შემდეგ ეს სიყვარული გაუნელდა და ისევ განუახლდა მაშინ, როდესაც ოჯახი შექმნა და 4 შვილი ეყოლა — სწორედ ისინი გახდნენ მისი ფოტოპროექტის — «ბავშვობა, ისეთი როგორც არის» (Childhood in the Raw) გმირები. ამ ფოტოპროექტის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ფოტოგრაფი ყოველდღიურად იღებდა თავისი შვილების ცხოვრებას — უნდა ვაღიაროთ, რომ თანამედროვე მსოფლიოსთვის, მისი ოჯახი, მეტისმეტად უცნაურია — ისინი ახალი ზელანდიის ერთ სოფელში ცხოვრობენ, სადაც ოჯახის საკუთრებაში, 10 აკრი მიწა და პატარა მეურნეობა არის. ნიკის შვილები არ დადიან სკოლაში და არ იციან რა არის კომპიუტერი, პლანშეტი, სმარტფონი და ინტერნეტი. სამაგიეროდ ისინი მშობლებს მეურნეობის წარმოებაში ეხმარებიან, ძირითადად, ცხოველებს უვლიან. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების ასეთი სტილი ბევრისთვის მიუღებელია და შოკისმომგვრელიც კი არის, ნიკი აზრს არ იცვლის ბავშვების აღსრდასთან დაკავშირებით და ამბობს, რომ ბავშვობა სწორედ ასეთი უნდა იყოს — მისი შვილები ბედნიერები არიან, ბუნებასთან ერთობაში. ისინი სწავლობენ ცხოვრების განვითარების ციკლურობას, თავიაანთ პასუხისმგებლობას მასში, და იმას, თუ საიდან «მოდის» სუფრაზე საჭმელი. ფოტოგრაფი თვლის, რომ სწორედ ეს გაკვეთილები გამოადგებათ მათ ყველაზე მეტად. შეგიძლიათ დაეთანხმოთ მას ან არა — ეს მისი არჩევანია და როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბავშვების აღზრდის მეთოდში, ცვლილების შეტანას არ აპირებს. "ჩემი შვილები სკოლაში არ დადიან, არა აქვთ ტელევიზორი და სხვა ელექტრონული მოწყობილობა" "ცხოვრების ეს წესი, შეიძლება ვინმეს უცნაურად მოეჩვენოს" მაგრამ ნიკი დარწმუნებულია, რომ მისი ოჯახი საუკეთესო ადგილზე ცხოვრობს
"...თავისუფლების ნამდვილი ადგილი" "ჩემი ბავშვობა, რომელსაც საკუთარ შვილებს გადავცემ" ბუნებაში ბავშვები აბსოლიტურ თავისუფლებას გრძნობენ და ბედნიერები არიან, ასე ფიქრობს ნიკი 409 11-ს მოსწონს 1-ს არა |
არჩევანის უფლებას ართმევს ბავშვებს!!!!