დანიელ ლიუ ტოლედოს უნივერსიტეტის სტუდენტი არის (ოჰაიოს შტატი, აშშ). მას გენიოს ეძახიან, რადგან ძალიან კარგად ერკვევა ქიმიაში.
ბიჭი პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც ერთ-ერთმა სტუდენტმა Twitter–ში ფოტო გამოაქვეყნა და მიაწერა, რომ მასთან ერთად სწავლობს უნივერსიტეტში და რომ მიუხედავად მცირე ასაკისა, დანიელს უფრო კარგად ესმია ქიმია, ვიდრე მას. გარდა ამისა, ის სხვა სტუდენტებსაც ეხმარება საგნის შესწავლაში.
ბევრმა გამომწერმა ინტერესი გამოიჩინა ნიჭიერი ბიჭისადმი და საკუთარი გამოძიება ჩაატარა. როგორც გაირკვა, დანიელი «You Be The Chemist Challenge» კონკურსის ლაურიატი გახდა. ამის შემდეგ, ის თეთრ სახლში მიიწვიეს და ფულადი ჯილდო – 10 000 დოლარი გადასცეს.
მოცემულ მომენტში, დანიელი VII კლასში და პარალელურად უნივერსიტეტში სწავლობს.