x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
მოდა 2017. ზაფხული: ფერები, ძირითადი მიმართულებები და ჯინსის ახალი მოდელები

Buro 24/7 ჟურნალისტები თვალს ადევნებდნენ ნიუ-იორკის, პარიზის, მილანის და ლონდონის 2017 წლის გაზაფხული-ზაფხულის ჩვენებებს და ფართო საზოგადოების წინაშე, წარმოადგინეს ყველა მოდური ტენდენცია, რომელსაც დიზაინერები ცხელი სეზონისთვის სთავაზობენ ქალბატონება. მოკლედ რომ ვთქვათ: ზაფხულის მოდა იმდენად მრავალფეროვანია, რომ ნებისმიერი გემოვნების ადამიანის მოთხოვნილებას დააკმაყოფილებს.

image

image

რა შეიძლებოდა მოეგონებინათ ახალი? მოდის ინდუსტრიის არსებობის მანძილზე, ზოლები ყოველთვის აქტუალური იყო. მაგრამ არა, დიზაინერებმა ხელმეორედ გამოიგონეს ველოსიპედი: ამ სეზონზე ზოლები შეიძლება იყოს როგორც ჰორიზონტალური, ისე ვერტილალური, მონოქრომული და ფერადი და ასევე, ოპტიკური ილუზიის ეფექტებით.

image

image

სეზონის ყველაზე მთავარი ფერი, ერთმნიშვნელოვნად, ყვითელი არის. მკვეთრი ლიმონის, პასტელის, ყვითელი ნეონის — წელს ყველა ფერის და ტონალობის ყვითელი სამოსი არის მოდაში.

image

imageყვავილებიანი პრინტი, ისევე როგორც ზოლები და კუბოკრული — მოდის ყველა კვირეულზე იყო წარმოდგენილი. ფერები, ამ შემთხვევაში, კონკრეტულად დადგენილი არ არის და ყველაფერი დიზაინერის ფანტაზიაზე არის დამოკიდებული.


image

image

დიზაინერებმა ჩვენებებზე მიანიშნეს, რომ ცხელ სეზონზე, სხეულის ზოგიერთი ნაწილის მოშიშვლება იქნება ერთ-ერთი ტრენდი. მაგრამ, ამ შემთხვევაში, საუბარი დეკოლტეზე არ არის. პიკანტური ჭრილები, პოდიუმებზე წარმოდგენილი კოლექციების, ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. imageimage

უკვე მეორე წელია, დიზაინერები პოდიუმებზე გამჭვირვალე კაბიან გოგონებს უშვებენ. კაბა მაქმანისგან და გამჭვირვალე ორგანზა (აბრეშუმის თხელი ქსოვილი), ისეთი მსუბუქი, რომ კაბა გაცვია და თითქოს არც გაცვია. ეს ტრენდი, მართალია, მეტისმეტად თამამია, მაგრამ სექსუალობასაც ჰმატებს კაბის პატრონს. მთავარია — გახსოვდეთ, რომ ტანსაცმლის ეს ილუზია განსაკუთრებულ ყურადღებას თეთრეულის მიმართ მოითხოვს. რას ჩაიცვამთ კაბის ქვეშ, მთლიანად თქვენს სითამამეზე და გემოვნებაზე არის დამოკიდებული.

imageimageამ სეზონზე მოდაში ფერადი total look-ი (ერთი ფერი) არის. ეს ნამდვილად კარგი სიახლეა, რამდენიმე წლიანი მონოქრომულობის შემდეგ. და მართალია, პოდიუნებზე ძირითადად ყვითელი და ვარდისფერი სჭარბობდა, მაგრამ ცისარტყელის სხვა ფერებიც მოდაში არის.

image

image

სითამამე — ამ სეზონის მთავარი დევიზია. თუ აქამდე მოკლე ტოპები ძირითადად სხვა სამოსთან ერთად კომპლექტში მოიაზრებოდა, წელს ის გარდერობის დამოუკიდებელი ელემენტი გახდა. დიზაინერებმა ჩვენებებზე მოკლე ტოპების სხვადასხვა ვარიანტები წარმოადგინეს –როგორც მოკლე, ისე შედარებით გრძელი ვარიანტები. ხოლო ნაკლებად თამამა გოგონებს, ბრა-ტოპების ჩაცმა, გამჭვირვალე კაბის, ბლუზის ან პიჯაკის ქვეშ შეუძლიათ. image

image

დაივიწყეთ ზაფხულის სეზონზე ასკეტიზმი და მოკრძალებულობა. მინი დაბრუნდა და ულტრამინისკე მიისწრაფის. ყველაზე კომფორტული ვარიანტი — მინი ქვედაბოლოსთან ერთად, გრძელი მოსაცმელი და ფეხსაცმელი ბრტყელ ძირზე არის.
image

image

გოფრე გასულ სეზონზეც მოდაში იყო და არც ამ ზაფხულს დაუკარგავს აქტუალობა. წელს მოდაში წვრილი პლისია, რომელიც იდეალური დანამარი იქნება ლაკონური ნივთებისთვის — მინიმალიზმის წარმოსაჩენად, ყველაზე კარგი საშუალება მოცულობითი ქსოვილები არის.
image

imageსირაქლემას ბუმბული და ტყავის ფუნჯები — დეკორატიული ელემენტები არის, რომელიც ამ სეზონზე, როგორც მკაცრი კოსტუმების, ისე ჭრელპრინტიანი და გამჭვირვალე სამოსის გასაფორმებლად გამოიყენება.

image

image

ფერებს შორის, ყველაზე «ქალური» ფერი ვარდისფერი, — უკანასკნელი 5 წლის მანძილზე, ნამდვილი ჰიტია. ამასთან, მოდაში არა მარტო ვარდისფერი, მისი ყველა ტონალობა არის: დაწყებული ღია ვარდისფერიდან – მუქი, გაჯერებული ფერით დამთავრებული. ვარდისფერი ყველას მოსწონს და ის სიხარულთან და ბედნიერებასთან ასოცირდება.
image

image

ყველაფერი ახალი, კარგად დავიწყებული ძველიაო – სწორედ ამ ტრენდზეა ნათქვამი. ამ სეზონზე მოდაში დიდი, მოცულობითი მხრებია, რომელიც მოდაში გასული საუკუნის 80-იან წლებში იყო. ვისაც ის პერიოდი ახსოვს, ე. წ. ლიპებიც ეხსომება, რომლებიც სამოსსაც ჰქონდა ჩაკერებული და ცალკეც იყიდებოდა.

image

image

ეს ტრენდი რომანტიკული ადამიანებისთვის არის. რუში და მისგან შექმნილი ტალღები შეიძლება ამშვენებდეს როგორც კაბებს, ისე ბლუზებს და ქვედაბოლოებს. განსაკუთრებულ ელფერს სძენს რუშები გამჭვირვალე ქსოვილისგან შექმნილ მოდელებს.

image


image

ჯინსის შარვლის ყველა ტრენდი, რაც მოდაში 2016 წელს იყო, მოდაში 2017 წელსაც რჩება და წელს, კიდევ რამდენიმე ტრენდი დაემატება:

ამ სეზონზე მოდაში აპლიკაციები და ნახატებია, ტყავით, ატლასის და მაქმანის პატარა დეტალებით გაფორმებული შარვლები არის.

რაც შეეხება ფერებს, ყველაზე აქტუალური: ცისფერი, ლურჯი, თეთრი, შავი და ნაცრისფერია.


imageimageimage


უკვე წარმოუდგენელია ქალის გარდერობი ჯინსის პიჯაკის გარეშე. რაც შეეხება მისი სიგრძე – წელამდე უნდა იყოს. დასაშვებია ამ სიგრძეზე ცოტა მოკლე და ცოტა გრძელიც.

სილუეტი – სწორი ან ტანზე მაქსიმალურად მომდგარი. ასეთი პიჯაკების კომბინირება ჯინსის ან ტყავის ვიწრო ქვედაბოლოსთან ან თხელი ქსოვილის (მაგ., შიფონი) გრძელ და ფუმფულა კაბებთან შეიძლება. ამასთან, ფეხსაცმელი, შეიძლება, სპორტულიც იყოს.


imageimageimageimage
შარვლების და პიჯაკების გარდე, წელს მოდაში ჯინსის ქვედაბოლოები, კაბები და შორტებიც არის. წინა სეზონებისგან განსხვავებით, ქვედა ბოლო და კაბა ძალიან მოკლე არ უნდა იყოს.

წელს მოდაში თავისუფალი სტილის კაბებია – მამაკაცის პერანგის მსგავსი, ხალათივით ჩაღილული. რომელშიც, ცხელ დღეებში, ადამიანი თავს კომფორტულად იგრძნობს. კაბის ფერი კლასიკური უნდა იყოს: ლურჯი ან ცისფერი.


imageimageimageimageimageimageimage
image

თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

ვირჩევთ მოდურ ჯინსებს ზაფხულის სეზონისთვის

ჯინსი წყალში ჩავიდა! ახალი ტრენდი – ჯინსის საცურაო კოსტუმები

ფეხსაცმელი რომელიც საზიანოა ჯანმრთელობისთვის (+ რჩევები)

0
1584
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1584
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0