x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ბედი და ბედისწერის «მექანიზმი». შემთხვევით არაფერი ხდება...

image


უფროსი ანგელოზი მკაცრად უყურებს თავის დაქვემდებარებაში მყოფ ახალგაზრდა ანგელოზს.
— აბა, მომახსენე! ორი სიტყვით.
— ცოცხალია. სამუშაოზე დადის. რაღაცის იმედი აქვს.
— რისი?
— ძნელი სათქმელია. ორჯერ ვაჩვენე მას ბედნიერი სიზმარი - ვერ ხედავს. ამბობს, რომ სამუშაოზე იღლება.
— სამუშაოზე რა ხდება?
— ისეთი არაფერი, როგორც ყველგან არის: უფროსობა, სირბილი, მოსაწევი ოთახი, ჭორები.
— უფროსი მკაცრია?
— ჩვეულებრივი, როგორიც ყველგან არის. მაგრამ, რატომღაც ეშინია მას ხელმძღვანელის…
— შიში დაუფრთხე?
— რა თქმა უნდა. ჯერ კიდევ ოფისის გზაზე. მის თავზე ფრთებს ვაქნევდი. ყურშიც კი მოვარტყი ერთი, რომ მზე შეემჩნია.
— სიმპათიური უცნობი გოგონა გზაზე? ქუსლებზე, ამაფორიაქებელი სუნამოს სურნელით?
— მმმ, მაწყენინეთ… ცხვირით-ცხვირთან შევაჯახე მეტროში.
— მერე?
— არაფერი. “მაპატიეთ” და ისევ თავის ფიქრებს დაუბრუნდა.
— სამუშაოს შემდეგ?
— მაღაზია. ტელევიზორი. ჭურჭლის რეცხვა. ინტერნეტი. ძილი.
— ტელევიზორი დაამტვრია?
— დაამტვრია. მერე, რატომღაც, ახალი იყიდა…
— ინტერნეტი გათიშა?
— 5 დღით. იმ დღეებში, სამუშაოზე გვიანობამდე რჩებოდა. მის სამუშაოზე, ეს შესაძლებელია.
— გასაგებია. დასვენების დღეებში?
— ძილი სადილამდე. სახლის დალაგება. საღამოს – მეგობრები, უაზრო საუბრები, სასმელი, სახლში მისვლა შუა ღამის შემდეგ. დილით, თავის ტკივილით და პლედით ან ტელევიზორთან, ან კომპიუტერთან.
— გოგონა?
— ახლოს ცხოვრობს. სამი სახლის იქით. ერთ სუპერმარკეტში დადიან საყიდლებზე.
— სალაროსთან რიგში იდგნენ ერთად?
— რა თქმა უნდა. გარდა ამისა, დღესასწაულებზე ავტობუსის გაჩერებაზეც.
— ბედის ხაზები შეამოწმე?
— კი, შეთავსებადია! საქმეც მაგაშია… ეს ისეთი ქალაქია… ცხოვრების ისეთი წესი აქვთ… მეტი აღარ შემიძლია! მისია შეუსრულებელია!
— აბა, აბა! სადა გაქვს ძლიერმოქმედი საშუალებების ჩამონათვალი?
— აი, უფროსო, ინებეთ: გრიპი მაღალი სიცხით და ბოდვებით. ამოვარდნა, მოტეხილობა, საავტომობილო ავარია, გაკოტრება, ხანძარი, არეულობა ქუჩებში, ფინანსური კრიზისი, სამოქალაქო ომი…
— გეყოფა. სიყვარულის გამო, უკიდურეს შემთხვევაში, ჩათვალე, რომ უფლება მიღებული გაქვს. მაგრამ, მხოლოდ ერთი რამე აირჩიე. წადი შეასრულე!
— არის, უფროსო!

image

თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image

რეალური კომიქსები ოჯახური ცხოვრების შესახებ

სიყვარული... დეტალებშია (ილუსტრაციები)

ილუსტრაციებში ასახული, წყვილის ურთიერთობა, ქორწილამდე და ქორწილის შემდეგ

20 ილუსტრაცია ცოლ-ქმრული სიყვარულის შესახებ

ნამდვილი სიყვარული და პატივისცემა

ქალის მოხიბვლის გაკვეთილები ადრეანო ჩელენტანოსგან

0
986
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
986
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0