სხვა უცხოპლანეტელების არსებობის ფაქტი დამტკიცებულია 2016, 26 ივლისი, 12:59 მექსიკაში გამოაქვეყნეს 80 წლის წინ აღმოჩენილი არტიფაქტის ფოტოსურათი, რომელიც, როგორც უფოლოგები ვარაუდობენ, საბოლოოდ დაასრულებს კამათს არამიწიერი ცივილიზაციების არსებობა-არარსებობის შესახებ. პრესაში გამოქვეყნებულ ფოტოსურათზე, ასახულია მაიას ცივილიზაციის არტიფაქტი, რომლის ასაკი 1300 წელს აღემატება. მკვლევარების მტკიცებით, ეს უძველესი არტიფაქტი ამტკიცებს, რომ სამყაროში მარტონი არა ვართ და რომ მაღალგანვითარებული ცივილიზაციის წარმომადგენლები დედამიწას მართლაც სტუმრობდნენ. 1. კარები წრეში, სავარაუდოდ, წრე დედამიწას ასახავს. 2. კოსმოსური ხომალდი. 3. კომეტა, რომელიც დედამიწისკე მოდის. 4. საფრენი აპარატი, რომელიც დედამიწას იცავს კომეტისგან, როგორც Deep Impact НАСА. 5. ასტრონავტი, კოსმოსური ხომალდის მართვის პულტთან. 6. ხომალდი, რომელშიც ზემოთ ხსენებული ასტრონავტი ზის.
საზოგადოებაში, ასევე, დიდი ვნებათაღელვა გამიიწვია 2011 წელს კუსკოში (პერუ) აღმოჩენილმა მუმია. ექიმებმა საფუძვლიანად გამოიკვლიეს თავის ქალა და დაასკვნეს, რომ აღნიშნული მუმია, ადამიანს არ ეკუთვნის. მაგრამ, მაშინ ჯერ კიდევ არ იყო დნმ-ის ანალიზი ჩატარებული.
კუსკოში აღმოჩენილი მუმიის თავის ქალა. 2011 წ. 11 ნოემბერი ამჟამად ეს ანალიზიც ჩატარდა და საბოლოოდ დამტკიცდა, რომ მისი გენომი ადამიანის გენომს არ ემთხვევა და მუმიას არანაირი გენეტიკური კავშირი არა აქვს ჩვენთან!
მუმიის დნმ-ის ტესტირება 2014 წ. ჩატარდა. პარაკასი არის – უდაბური ნახევარკუნძულია, პისკოს პროვინციაში, იკას რეგიონში, პერუს სამხ. სანაპიროზე. სწორედ იქ, პერუელმა არქიტექტორმა ხულიო ტელომ (Julio Tello) 1928 წელს უჩვეული აღმოჩენა გააკეთა – დიდი სასაფლაო აღმოაჩინა, რომელის სამარხებშიც წაგრძელებული თავის ქლის მქონე ადამიანების ნაშთები იყო მოთავსებული. ეს აღმოჩენა "პარაკასის თავის ქალების" სახელით გახდა ცნობილი. თავის ქალების საერთო რაოდენობა, დაახლოებით, 3 000-ს აღწევდა. მაშინ დეტალური ანალიზის ჩატარების საშუალება არ იყო, მაგრამ დღეს, ხელახლა დაიწყეს ძველი არქეოლოგიური ნიმუშების კვლევა და როგორც ბრაინ ფერსტერი (Brien Foerster), ათამდე წიგნის ავტორი და სამხრ. ამერიკის გრძელთავიანი ადამიანების მკვლევარი, გენეტიკოსების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ამბობს: "გამოვლენილია მტდნმ-ი (მიტოქონდრიალური დნმ) მუტაციებით, რომელიც არც ადამიანებში, არც პრიმატებში და დღემდე ცნობილი და შესწავლილი, არცერთი ცოცხალი არსების ორგანიზში აღმოჩენილი არ არის". – ეს შუალედური დასკვნის მხოლოდ მოკლე ამონარიდი იყო. ხოლო კვლევები, ამ მიმართულებით, ისევ გრძელდება. 2949 13-ს მოსწონს
|