შოუბიზნესი ლათინოსები, რომლებმაც დიდ წარმატებას მიაღწიეს შოუ-ბიზნესში 2015, 21 ოქტომბერი, 19:21
Coolday.today წარმოგიდგენთ იმ ლათინოსების სიას, რომლებიც თავის ნიჭს იმისთვის იყენებენ, რომ ეს სამყარო უკეთესი და უფრო მიმზიდველი გახადონ!
სალმა ჰაიეკი მექსიკის და ამერიკის ცნობილი მსახიობო, რეჟისორი და პროდიუსერი. მან თავისი კარიერა მექსიკური სერიალებით დაიწყო. მალე ჰოლივუდში მოხვდა და იქ ბევრი ამერიკელის, ხოლო მოგვიანებით, მთელი მსოფლიოს გული დაიპყრო. ჯესიკა ალბა 34 წლის ჯესიკა – დედა, მსახიობი, მოდელი და გამოცდილი მეწარმე არის. მის მიერ მიღებული ჯილდოების რაოდენობა შთამბეჭდავია. დაიბადა კალიფორნიაში, მაგრამ მექსიკური ფესვები აქვს. ადრიანა ლიმა ბრაზილიელი ლამაზმანი, მსახიობი და მოდელი. 15 წლის ასაკში ფორდის მიერ მოწყობილ კონკურსში, «ბრაზილიის სუპერმოდელის» ტიტული მიიღო. ლიმა მუშაობს Victoria’s Secret და Maybelline-თან. ის დაკავებულია ქველმოქმედებით - ეხმარება მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლებს. პაზ ვეგა მისი სრული სახელი მარია პაზ კამპოს ტრიგო არის. ჰოლივუდში ესპანეთიდან ჩავიდა. არის წარმატებული მსახიობი და მოდელი.
ალესანდრა ამბროსიო მოდელი და მსახიობი ბრაზილიიდან. მუშაობს ისეთ ცნობილ ბრენდებთან, როგორებიც არის: Victoria’s Secret, Next, Armani, Christian Dior и Ralph Lauren. პენელოპე კრუსის ესპანელი მსახიობი, რომელმაც ჰოლივუდი დაიპყრო. ის მხოლოდ ლამაზი კი არა, ძალიან ჭკვიანიც არის. თავისი კარიერის მანძილზე, მიღებული აქვს უამრავი ჯილდო. იყო Mango, Ralph Lauren და L’Oreal სახე. სოფია ვერგარა კოლუმბიური წარმოშობის მსახიობი და მოდელი, ტელეწამყვანი და პროდიუსერი. გარდა ამისა, სოფია მულტ-პერსონაჟების გახმოვანებაზეც მუშაობს. ევა მენდესი ევა მაიამიში დაიბადა. არის მსახიობი, მოდელი, მომღერალი და დიზაინერი. წარმატებულ კარიერას ის მცირეწლოვანი შვილის აღზრდას უთავსებს. ელზა ბენიტესი ელზა მექსიკაში დაიბადა. ის წარმატებული მოდელი და ტელეწამყვანია. პოდიუმზე Chanel, Valentino, Christian Lacroix, Versace, Fendi, Christian Dior, Pierre Balmain, Karl Lagerfield, John Galliano, MaxMara, Salvatore Ferragamo, Carolina Herrera, Oscar de la Renta и CoverGirl მოდის სახლებს წარმოადგენს. შაკირა ყველაზე ცეცხლოვანი ლათინოსია, აქ წარმოდგენილ ქალბატონებს შორია. კოლუმბიელი მომღერლის სრული სახელი შაკირა ისაბელ მებარაკ რიპოლია. არის უნიჭიერესი ადამიანი: წერს სიმღერებს, არის მოცეკვავე, პროდიუსერი, ქორეოგრაფი და მოდელი. დაისი ფუენტესი კოლუმბიელ-ამერიკელი ტელეწამყვანი და მოდელი. მამა კუბელი ჰყავს, დედა ესპანელი. ის იყო MTV-ს პირველი ლათინოამერიკელი წამყვანი და Revlon-ის სახე. ასევე გადაიღეს Pantene, American Express და M&Ms-ის რეკლამებში. ნიჭისა და უნაკლო გარეგნობის გარდა, ის დიდი ფილანთროპია - აგროვებს თანხებს მკერდის სიმსივნის კვლევის დასაფინანსებლად და კიბოთი დაავადებული ბავშვების საავადმყოფოსთვის. ჯენიფერ ლოპესი მას ყველა იცნობს. არის მსახიობი, მწერალი, დიზაინერი, მოცეკვავე, პროდიუსერი და მომღერალი. ჯენიფერი ლოს-ანჯელესში დაიბადა, მაგრამ პუერტო-რიკოული ფესვები აქვს. ის ყველაზე ცნობილი ლათინოსია აშშ-ში და მთელს მსოფლიოში. ჟიზელ ბუნდჰენი ამჟამად ყველაზე ცნობილი ლათინოსი მოდელია. არის მსახიობი და პროდიუსერი. გარდა ამისა, არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კეთილი იმედის ელჩი გარემოს დაცვის სფეროში. ქრისტინა აგილერა მომღერალი, მსახიობი და სიმღერების ავტორი. მისი მამა ეკვადორიდან არის, ხოლო დედს ებრაული ფესვები აქვს. სელენა გომესი სიაში ყველაზე ახალგაზრდა, 23 წლის მომღერალი, მსახიობი და დიზაინერი. კარიერა დაიწყო საუკუნის დასაწყისში, დისნეის არხზე. ამჟამად ჰოლივუდში მოღვაწეობს. გარემოს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობს და აქვს საკუთარი საპროდიუსერო ცენტრი. ახალგაზრდა ვარსკვლავის მამა მექსიკელია. როსარიო დოუსონი მსახიობი, მომღერალი, მწერალი. აქვს კუბური და აფრო-კუბური ფესვები. მუშაობს ისეთ საქველმოქმედო ორგანიზაციებთან, როგორებიც არის ONE Campaign, Oxfam, Amnesty International და Voto Latino. ის ასევე არის TripAdvisor.com – Footprints საქველმოქმედო პროგრამის წარმომადგენელი. ევა ლონგორია თამაშობს ერთ-ერთ მთავარ როლს პოპულარულ სერიალში «სასოწარკვეთილი დიასახლისები». ევა არის მექსიკელ-ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი და პროდიუსერი. ზოია სალდანა ცნობილი მსახიობი და მოცეკვავე. დაიბადა პასაიკში, ნიუ-ჯერსი. მამა დომინიკელთა რესპუბლიკიდან არის, დედა პუერტო-რიკოდან. ოდეტ ანაბლე მსახიობის დედა კუბიდან არის, მამას იტალიურ-ფრანგული ფესვები აქვს. დაიბადა ლოს-ანჯელესში. ამჟამად გადაღებულია 35-ზე მეტ ფილმში და სერიალში. კამილა ბელი ამ ულამაზესი მსახიობის დედა ბრაზილიელი დიზაინერია. კამილას უამრავი ჯილდო აქვს მითებული კარიერის მანძილზე. ლაპარაკობს სამ ენაზე – ინგლისურად, პორტუგალიურად და ესპანურად. 367 9-ს მოსწონს
|