x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
მერლინ მონრო - სიცოცხლე ფოტოსურათებში

მერლინ მონრო - ცხოვრება ფოტოსურათებში

ის 1926 წლის 1 ივნისს დაიბადა, ლოს-ანჯელესის ჩვეულებრივ კლინიკაში. დედამისი, გლედის მონრო ბეიკერ მორტენსენი, მეორედ იყო გათხოვილი და მისი ორი შვილი პირველი ქორწინებიდან, პირველ ქმართან ცხოვრობდა. ხოლო პატარა ნორმა, დაბადებისთანავე, უნდოდა კარგ ოჯახში გაეშვილებინა. ოჯახში, რომელიც მასზე აღზრდაზე იზრუნებდა და კარგ განათლებას მისცემდა. ასეთი ოჯახი მალე მოიძებნა. ის მორწმუნე ადამიანებმა აიყვანეს. მისი მამობილი, ალბერტ ბოლენდერი ფოსტალიონი და ბაპტისტური ეკლესიის მოძღვარი იყო. ნორმა ძალიან მხიარული და თავისი ასაკისთვის შეუფერებლად განვითარებული ბავშვი იყო (მისი IQ 168 შეადგენდა. შედარებისთვის, ბილ გეითსის ინტელექტის კოეფიციენტი 160-ია). როდესაც 5 წელი შეუსრულდა, მისთვის კარგი სკოლა შეარჩიეს. მას ძალიან ბედნიერი ბავშვობა ექნებოდა, მაგრამ უეცრად მისი ნამდვილი დედა და მოგვიანებით, ბებიაც გამოჩნდა. პატარა ნორმას რატომღაც ეშინოდა თავისი ნამდვილი ნათესავების. თავდაპირველად ისინი მხოლოდ სტუმრად მიდიოდნენ ბავშვის სანახავად. ხოლო როდესაც ნორმას 8 წელი შეუსრულდა, გლედისმა შვილის დაბრუნება გადაწყვიტა. ასე დამთავრდა პატარა ნორმას ბედნიერი ბავშვობა.

4 წელი ცხოვრობდა ის დედასთან ერთად, უფრო სწორედ, საკუთარი თავის ანაბარად იყო დარჩენილი, რადგან დედა მასზე არ ზრუნავდა. 11 წლის იყო, როდესაც ერთხელ, სკოლიდან დაბრუნებულმა, მეზობლებისგან გაიგო რომ დედამისი ავად გახდა და საავადმყოფოშოი დააწვინეს, ხოლო ის ამიერიდან, ობოლთა თავშესაფარში იცხოვრებდა. ამის შემდეგ, თავშესაფარში მოხვედრილი ნორმა, ერთი ოჯახიდან მეორე ოჯახში გადადიოდა. ახალი დედობილ-მამობილები მასზე კარგად არ ზრუნავდნენ. ისინი მას ვერ ეწყობოდნენ ან ის ვერ ეწყობოდა მათ და გამუდმებით ისევ თავშესაფარში ბრუნდებოდა. ასე გაგრძელდა, ვიდრე მას 16 წელი არ შეუსრულდა. მისი “მშობლები" სხვა ქალაქში გადადიოდნენ საცხოვრებლად და ნორმა ისევ თავშესაფარში უნდა დაბრუნებულიყო. მაგრამ, თავშესაფარში დაბრუნების სურვილი მას აღარ ჰქონდა. წლების მანძილზე ის დაბალი სოციალური მდგომარეობის ოჯახებში იზრდებოდა. მისთვის არც კარგი განათლება მიუციათ და არც აღზრდა. ამიტომ ნორმა დარწმუნებული არ იყო, რომ დამოუკიდებლად შეძლებდა ცხოვრებას და სერიოზული გადაწყვეტილება მიიღო - ის უნდა გათხოვილიყო, რომ საკუთარი ცხოვრება როგორმე მოეწესრიგებინა.

ასე გათხოვდა ნორმა სიყვარულის გარეშე. მიუხედავად ამისა, ის ცდილობდა კარგი ოჯახი შეექმნა და ბედნიერი ყოფილიყო. მაგრამ, ისევ დედა გამოჩნდა და ისევ აიწეწა ცხოვრება. მან დედისგან გაიგო, რომ მისი ოჯახის წევრები სულით დაავადებულები იყვნენ და ამ ხნის მანძილზე ისიც და უფრო ადრე, მისი ცხოვრებიდან გაუჩინარებული ბებია, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იყვნენ. ამ ოჯახური ტრაგედიის გაგების შემდეგ, ნორმა გამუდმებით იმაზე ფიქრობდა, ეყოლებოდა თუ არა ჯანმრთელი შვილები. ორჭოფობისა და დაძაბულობის გამო, მისმა ოჯახმა ნელ-ნელა რღვევა დაიწყო. ქმარი სავაჭრო ფლოტში ჩაეწერა, ზღვაში გავიდა და სახლში კარგა ხანს აღარ დაბრუნდებოდა. მარტოდ დარჩენილმა ნორმამ მუშაობა საავიაციო ქარხანაში დაიწყო. იქ ის თვითმფრინავებს ღებავდა.

და მას ისევ გაუჩნდა ცხოვრების შეცვლის შესაძლებლობა. ქარხანაში, ერთ დღეს ფოტოგრაფი მივიდა, რომელიც ლამაზ სახეებს იღებდა ჟურნალისთვის «Yankee» და რა თქმა უნდა, ნორმაც შეამჩნია.

მერლინ მონრო - ცხოვრება ფოტოსურათებში

ერთი თვის შემდეგ, გადაღებულმა ფოტოსურათმა დიდი წარმატება მოუტანა. მაშინ ნორმამ მიატოვა ქარხანა და ფოტოსააგენტოში დაიწყო მუშაობა, სადაც მას, საცურაო კოსტუმში, ერთ საათიან პოზირებაში უფრო მეტს უხდიდნენ, ვიდრე ქარხანაში მთელი დღის მანძილზე. როდესაც მისი მეუღლე სახლში დაბრუნდა, მას სულ სხვანაირი ნორმა დახვდა. ის ცოლის პოპულარობას ვერ შეეგუა და მას არჩევანის გაკეთება შესთავაზა - ან ის ან კარიერა. რა თქმა უნდა, ნორმამ კარიერა აირჩია.

განქორწინების მიღების შემდეგ, თმა შეიღება, პლატინისფერი ქერა გახდა და სახელიც შეიცვალა. 1946 წლის 26 ივნისს ფოტომოდელი მერლინ მონრო დაიბადა. მისი სურათები პრესტიჟული ჟურნალების - «Movieland», «Look», «TIME», «LIFE»… გარეკანებზე გამოჩნდა.

მერლინ მონრო - ცხოვრება ფოტოსურათებში

მერლინ მონროს კარიერა ფოტოსურათებით დაიწყო და მისი სიცოცხლე, სიკვდილის შემდეგ, ფოტოსურათებში გაგრძელდა. არიან ადამიანები, რომლებიც იმდენად პოზიტიურ ენერგიას ატარებენ, რომ სიკვდილის მიუხედავად, მაინც აგრძელებენ სიცოცხლეს. მერლინ მონრო, ადამიანების სწორედ ამ ჯგუფს მიეკუთვნება...

მერლინ მონრო - ცხოვრება ფოტოსურათებშიმერლინ მონრო - ცხოვრება ფოტოსურათებშიმერლინ მონრო - ცხოვრება ფოტოსურათებშიმერლინ მონრო - ცხოვრება ფოტოსურათებშიმერლინ მონრო - ცხოვრება ფოტოსურათებშიმერლინ მონრო - ცხოვრება ფოტოსურათებშიმერლინ მონრო - ცხოვრება ფოტოსურათებშიმერლინ მონრო - ცხოვრება ფოტოსურათებშიმერლინ მონრო - ცხოვრება ფოტოსურათებშიმერლინ მონრო - ცხოვრება ფოტოსურათებშიმერლინ მონრო - ცხოვრება ფოტოსურათებშიმერლინ მონრო - ცხოვრება ფოტოსურათებშიმერლინ მონრო - ცხოვრება ფოტოსურათებშიმერლინ მონრო - ცხოვრება ფოტოსურათებშიმერლინ მონრო - ცხოვრება ფოტოსურათებშიმერლინ მონრო - ცხოვრება ფოტოსურათებშიმერლინ მონრო - ცხოვრება ფოტოსურათებშიმერლინ მონრო - ცხოვრება ფოტოსურათებშიმერლინ მონრო - ცხოვრება ფოტოსურათებშიმერლინ მონრო - ცხოვრება ფოტოსურათებში
მერლინ მონრო - ცხოვრება ფოტოსურათებშიმერლინ მონრო - ცხოვრება ფოტოსურათებშიმერლინ მონრო - ცხოვრება ფოტოსურათებშიმერლინ მონრო - ცხოვრება ფოტოსურათებშიმერლინ მონრო - ცხოვრება ფოტოსურათებშიმერლინ მონრო - ცხოვრება ფოტოსურათებშიმერლინ მონრო - ცხოვრება ფოტოსურათებში

2
298
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
298
  
2015, 27 სექტემბერი, 16:55
მადლობა შეფასებისთვის
2015, 27 სექტემბერი, 12:48
არაჩვეულებრივი სტატიაა :)
0 1 2