მე ამ სტატიაში შემოგთავაზებთ კომპიუტერის შესახებ მცირე ინფორმაციას.
1947 წელი, 23 დეკემბერი — Bell Telephone Laboratories სამმა მეცნიერმა უილიამ შოკლეიმ, უოლტერ ბრათეინმა და ჯონ ბარდენმა დემონსტრაცია გაუკეთეს წერტილოვანი კონტაქტის ტრანზისტორის გამაძლიერებლის ახალ გამოგონებას. სახელი „ტრანზისტორი“ არის „გადაცემის წინაღობის“ შემოკლება.1952 წელი, იანვარი — IBM-ს უჩივიან კომპიუტერული ბიზნესის მონოპოლიზაციის გამო.1956 წელი, იანვარი — აშშ-ის რაიონული სასამართლო აკმაყოფილებს სარჩელს.თვე უცნობია — პირველი ტრანზისტირებული კომპიუტერი TX-O (Transistorized Experimental computer - ტრანზისტირებული ექსპერიმენტული კომპიუტერი) შექმნილია მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში.13 სექტემბერი — IBM-მა წარმოადგინა IBM 350 Disk File, პირველი მყარი დისკი, როგორც IBM RAMAC 305 კომპიუტერის ნაწილი. მას გააჩნდა 50-ორმხრიანი, 24-დიუმიანი დისკი და მას გააჩნდა ერთი ბერკეტი და ერთი ჩამწერი/წამკითხავი თავაკი. იგი იტევდა დაახლოებით 5 მეგაბაიტის მოცულობის ინფორმაციას და ინფორმაციის გადაცემის სიჩქარე ჰქონდა 8800 სიმბოლო წამში.
პირველი მინიკომპიუტერი — PDP 1
1958 წელი, 12 სექტემბერი — Texas Instruments-ში, ჯეკ კილბიდემოსტრაციას უკეთებს მსოფლიოში პირველ ინტეგრირებულ პლატას, რომელიც შეიცავდა ნახევარგამტარი მატერიალით დაკავშირებულ, დიუმის სიგრძის და კბილსაჩიჩქნზე წვრილ 5 კომპონენტს.1959 წელი, თვე უცნობია — Fairchild Semiconductor-ში, რობერტ ნოისიქმნის ინტეგრირებულ პლატას, სადაც კომპონენტები სილიკონ-ოქსიდის ფენაზე დაკავშირებულია ალუმინის ხაზებით.1960 წელი, თვე უცნობია — Digital Equipment უშვებს პირველ მინიკომპიუტერს PDP-1, რომლის ფასი იყო 120 000 ამერიკული დოლარი. ეს იყო პირველი კომერციული კომპიუტერი, რომელიც აღჭურვილი იყო კლავიატურითა და მონიტორით. (PDP — Program, Data, Processor (პროგრამა, მონაცემები, პროცესორი)).1963 წელი, თვე უცნობია — დაგლას ენგელბარტის ჯგუფმა, კალიფორნიაში, სტენფორდის კვლევით ინსტიტუტში შეისწავლეს ჩვენების (ეკრანის, მონიტორის, ტელევიზორის) ანტერაქტიურლი სქემები. მათ ტესტირება ჩაატარეს სხვადასხვა მოწყობილობებით — მიმთითებლებით, მართვის პულტებით, სფერული მანიპულატორით — ყავისფერი ხის ყუთი ორი მოძრავი ბორბლით და წითელი ღილაკით. ამ უკანასკნელმა საუკეთესო შედეგი აჩვენა.
ცენტრალური ბლოკის კომპიუტერი General Electric 225
1964 წელი, 1 მაისი — დარტმუთის კოლეჯში, ჰანოვერში პირველად გაეშვა ბაზური პროგრამირების ენა. ენა შექმნა პროფესორმა ჯონ კემენიმ დატომას კურტცმა. ის ბაზირებული იყო ფორტრანზე და ალგონზე და შეიქმნა General Electric 225 ცენტრალური ბლოკის კომპიუტერისათვის.თვე უცნობია — ამერიკული სტანდარტის ასოციაცია იშვილა ASCII-მ, როგორც სტანდარტული კოდი, მონაცემთა გადაცემისათვის.1965 წელი, 19 აპრილი — ჟურნალი „ელექტრონიკსი“ აქვეყნებს Fairchild Semiconductor-ის მთავარი მკვლევარისა და პროგრამისტის გორდონ მორისსტატიას. მორი წინასწარმეტყველებს, რომ ტრანზისტორის სიხშირე ინტეგრირებულ პლატაზე, შემდეგი ათი წლის განმავლობაში ყოველ 12 თვეში გაორმაგდება.1966 წელი, მაისი — სტივენ გრეი აარსებს კომპანიას Amateur Computer Society და აქვეყნებს სიახლეს სახელწოდებითACS.1968 წელი, 4 ივნისი — აშშ-ის პატენტისა და სავაჭრო ნიშნების ბიურო დოქტორ რობერტ დენარდს ჩუქნის IBM T.J. Watson კვლევითი ცენტრის 3, 387, 286 პატენტს.თვე უცნობია — რობერტ ნოისი და გორდონ მორი აარსებენ კომპანიას Intel Corporation.4 ოქტომბერი — კომპანია ჰიულეტ-პაკარდის მიერ ჟურნალში Science გამოქვეყნდა რეკლამა, რომელიც მომხმარებლებს ამცნობდა პირველ პროგრამირებად მეცნიერულ გამომთვლელ მანქანაზე, რომელსაც ჰიულეტ-პაკარდი ეძახდა „the new Hewlett-Packard 911A personal computer“.(ახალი ჰიულეტ პაკარდის 911A პერსონალური კომპიუტერი).
პერსონალური კომპიუტერი შედგება სპეციალური კაბელებით დაკავშირებული რამდენიმე ბლოკისგან. ბლოკების ნომენკლატურა იცვლება PC–ის ტიპის მიხედვით, მაგრამ მინიმალური კომპლექტი შემდეგია:
სისტემური ბლოკი;მონიტორი;კომპიუტერის კლავიატურა.დამატებით მოწყობილობებს მიეკუთვნება:
პრინტერი;სკანერი;დამატებითი დამახსოვრების მოწყობილობა და სხვ.
სისტემური ბლოკის შედგენილობა;
სამაგიდო პერსონალური კომპიუტერის სისტემური ბლოკი წარმოადგენს კარკასს, რომელშიც განლაგებულია პერსონალური კომპიუტერის კვანძები:
დედაპლატა;მიკროპროცესორი;ადაპტერი;დენის წყარო;ოპტიკური დისკ–ამძრავი (CD-ROM);მყარი დისკი;ტაქტური სიხშირის გადამრთველი;ოპერატიული მეხსიერება;ვიდეობარათი;ქსელური კარტა;ხმის კარტა;დინამიკი, მართვის ღილაკები; და სხვა

რაც შეეხება მონიტორს:
მონიტორი გათვალისწინებულია ტექსტური და გრაფიკული ინფორმაციის გამოსასახავად. მათ შეუძლიათ იმუშაონ ტექსტურ ან გრაფიკულ რეჟიმში.
ტექსტურ რეჟიმში მუშაობისას ეკრანი პირობითად იყოფა უბნებად. ეკრანზე ერთდროულად შეიძლება გამოტანილ იქნას ერთი სიმბოლო 256 წინასწარ ცნობილი სიმბოლოდან. ამ სიმბოლოებს მიეკუთვნება ასოები, ციფრები და სხვ. უნდა აღინიშნოს, რომ გამოსატანი სიმბოლოების რაოდენობა 256-ით შემოფარგლული არ არის. ერთსა და იმავე კოდს რეჟიმის მიხედვით ეკრანზე შეიძლება სხვადასხვა სიმბოლოები შეესაბამებოდეს. გრაფიკულ რეჟიმში მონიტორი რასტრს წარმოადგენს, რომელიც პიქსელებისაგან შედგება. მონიტორის უნარს, ერთდროულად ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად ასახული იქნას პიქსელების გარკვეული რაოდენობა, მონიტორის გარჩევადობას უწოდებენ. გამოთქმა „მონიტორის გარჩევადობაა 800x600“ ნიშნავს, რომ მონიტორს შეუძლია გამოიტანოს 600 ჰორიზონტალური და 800 ვერტიკალური წერტილი (პიქსელი). მონიტორის რეალური გარჩევადობა ასევე დამოკიდებულია ვიდეოადაპტერზე.
არსებობს ორი ტიპის მონიტორი: თხევად კრისტალზე და ელექტრონულ სხივურ მილაკზე. თხევად კრისტალზე აგებულ მონიტორებს მცირე წონა და გეომეტრიული ზომა აქვს, მოიხმარს საშუალოდ ორჯერ ნაკლებ ელექტროენერგიას.
უმრავლეს შემთხვევაში მონიტორი დამოუკიდებელი ბლოკია. მონიტორის ყუთზე ეკრანი სპეციალური სამაგრებითაა დამაგრებული. ისინი საშუალებას აძლევენ მომხმარებელს დააყენონ იგი სასურველი კუთხით. ყუთის შიგნით კვების ბლოკი და ეკრანზე გამოსახულების ფორმირებისათვის საჭირო ელქტრული სქემებია.
თანამედროვე პერსონალურ კომპიუტერებში ეკრანის მუშაობის ვადის გასახანგრძლივებლად და ელექტროენერგიის დასაზოგად გამოგონებულია სპეციალური პროგრამულ-აპარატული მეთოდები. თუ გარკვეული დროის განმავლობაში მომხმარებელი არ ასრულებს სამუშაოს, დასაწყისში ოპერაციულ სისტემას გამოაქვს ეკრანზე სპეციალური სურათები, ხოლო მოგვიანებით მონიტორი გადაყავს ელექტროენერგიის ეკონომიური ხარჯვის, ე.წ. „ლოდინის“ (თვლემის, ძილის) რეჟიმში.

კლავიატურა;
კლავიატურა გათვალისწინებულია კომპიუტერში მმართველი სიგნალების და მონაცემების შესატანად. კლავიატურა კონსტრუქციულად დამოუკიდებელი ბლოკია. ე.წ. Notebook-ში კლავიატურა კორპუსის განუყრელი ნაწილია.
კლავიატურა სტანდარტიზებულია: იგი შედგება 101-103 ღილაკისაგან (ახლა ამ რიცხვს ემატება მულტიმედია კლავიატურაზე განლაგებული ღილაკების რაოდენობა). კლავიატურაზე ღილაკების ერთობლიობა პირობითად დაყოფილია რამდენიმე ჯგუფებად. სიმბოლური ღილაკების ძირითადი დანიშნულებაა-ასოების, ციფრების, სპეციალური სიმბოლოების შეტანა. ისტორულად ჩამოყალიბდა, რომ ერთი და იგივე ღილაკები გამოიყენება დიდი და პატარა ასოების დასაწერად. ფუნქციონალური ღილაკების დანიშნულებაა ბრძანების გადაცემა. ბრძანების შინაარსი განისაზღვრება პროგრამის მიხედვით. ამ ღილაკებს მკაცრი დანიშნულება არ აქვთ.
მადლობთ ყურადღებისთვის!