ტექნიკური "თეირანის ინციდენტი"-ამო-სთან შეხვედრის ერთ-ერთი ყველაზე რეალური ფაქტი მსოფლიო ისტორიაში 2021, 19 სექტემბერი, 11:02
ზუსტად 45 წლის წინ თეირანში, მოხდა ამო-სთან შეხვედრის ერთ-ერთი ყველაზე რეალური ფაქტი, რომელიც "თეირანის ინციდენტის"სახელითაა ცნობილი .იგი ითვლება ტოპ-10 საუკეთესო და რეალურ ინციდენტად მსოფლიო ისტორიაში.
1976 წლის 19 სექტემბერს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 00:30 საათზე, ირანის საჰაერო ძალების თეირანის სამხედრო განაყოფმა მიიღო ოთხი სატელეფონო შეტყობინება შემირანის ოლქის მაცხოვრებლებისგან ღამის ცაზე უჩვეულო აქტივობის შესახებ. ზოგი ამბობდა, რომ ეს იყო ფრინველის მსგავსი ობიექტი, ზოგი კი მკვეთრად მანათობელ შვეულმფრენზე საუბრობდა. როდესაც გაირკვა, რომ ჰაერში ვერტმფრენები არ იყვნენ, გამოიძახეს ოლქის საჰაერო ძალების მეთაური, გენერალი იოსეფი. გენერალი თავდაპირველად თვლიდა, რომ ეს იყო ჩვეულებრივ ვარსკვლავის შუქი, მაგრამ მეჰრაბადის საერთაშორისო აეროპორტის საკონტროლო ოთახიდან დაკვირვების შემდეგ იგი მიხვდა, რომ ეს იყო ხილულ ვარსკვლავებზე აშკარად დიდი კაშკაშა ობიექტი. მან გადაწყვიტა შაჰროჰის სამხედრო ბაზიდან ერთი F-4 Phantom II-სი ცაში გაშვება.. 1 საათსა და 30 წუთზე F-4, რომელსაც მართავდა კაპიტანი მუჰამედ რეზა აზიზხანი, აფრინდა და თეირანის ჩრდილოეთით 64 კილომეტრის მანძილზე გაემართა. ობიექტი იმდენად კაშკაშა იყო, რომ მისი დანახვა 112 კილომეტრიდან შეიძლებოდა. როდესაც თვითმფრინავი მიუახლოვდა ობიექტს დაახლოებით 40 კილომეტრით, აპარატურა და კავშირი მთლიანად გაითიშა, რამაც აიძულა აზიზხანი შეეცვალა კურსი და დაბრუნებულიყო ბაზაზე. უკან დაბრუნებისას ყველა სისტემა კარგად მუშაობდა. 1:40 საათზე მეორე F-4 აფრინდა, ამჯერად თვითმფრინავს მართავდა ლეიტენანტი ფარვიზ ჯაფარი( ჯაფარი შემდგომ პენსიაზე გავიდა, უკვე როგორც გენერალი და მონაწილეობა მიიღო 2007 წლის 12 ნოემბერს ნაციონალური პრესკლუბის( National Press Club) კონფერენციაში, რომელიც მიეძღვნა უცხოპლანეტელების ფენომენის კვლევას მთელს მსოფლიოში ). ჯაფარიმ ობიექტი თავისი თვითმფრინავის რადარზე 43 კილომეტრის მანძილზე შენიშნა. რადარზე ობიექტი ბოინგ 747-ს ჰგავდა. როდესაც ობიექტამდე 40 კილომეტრიღა დარჩა, მან დაიწყო მოძრაობა, ინარჩუნებდა მუდმივად სტაბილურ მანძილს F-4–სგან, რომელიც მიფრინავდა საათში 150 მილის სიჩქარით.პილოტს ობიექტის სიკაშკაშე არ აძლევდა საშუალებას განესაზღვრა მისი ზომა. ამო ლურჯად, მწვანედ, წითელად და ნარინჯისფრად ანათებდა . შუქები მონაცვლეობით, სწრაფად ციმციმებდა. ამასობაში, როდესაც ამო და F-4, ორივე სამხრეთით მიფრინავდნენ, მეორე პატარა ობიექტი გამოეყო ძირითად ამოს და მაღალი სიჩქარით მიუახლოვდა F-4– ს. ლეიტენანტ ჯაფარმა, იფიქრა, რომ მას თავს დაესხნენ, სცადა რაკეტა "Sidewinder"-ის გაშვება, მაგრამ მოულოდნელად ყველა მოწყობილობა გაითიშა, მათ შორის იარაღის სისტემები და კომუნიკაცია. გადატვირთვის მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. ობიექტმა გაიფრინა მის ქვეშ და მოკლე დროში დაშორდა 4 ან 5 კილომეტრით, შემდეგ დაუბრუნდა პირველ, მთავარ ობიექტს. როგორც კი F-4 უკან შემობრუნდა, ყველა მოწყობილობამ განაახლა მუშაობა. თვითმფრინავის პილოტმა დაინახა კიდევ ერთი კაშკაშა ობიექტი, რომელიც პირველისგან გამოეყო და მიწისკენ მაღალი სიჩქარით გაქანდა. ის ელოდებოდა მიწასთან შეჯახებას და აფეთქებას, მაგრამ დაშვება რბილი იყო. მოგვიანებით, F-4 შემოუფრინა იმ ადგილ დაბალ სიმაღლეზე და მონიშნა ის ადგილი, სადაც დაეცა მანათობელი ობიექტი. ჯაფარიმ მოგვიანებით თქვა, რომ ობიექტი იმდენად კაშკაშა იყო, რომ მის გარშემო არსებული კლდეები ჩანდა. ობიექტი დაეშვა რეის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის(Rey Oil Refinery) მახლობლად ირანის საზღვართან. სამოქალაქო სამგზავრო თვითმფრინავმა, რომელიც მეჰრაბადს უახლოვდებოდა, ასევე დაკარგა კონტაქტი იმავე ადგილზე გადაფრენის დროს. F-4– ის მსგავსად, მათაც დაინახეს ცილინდრული ფორმის ობიექტი, კაშკაშა მოციმციმე შუქებით. მოგვიანებით მეჰრაბადის მთავარმა დისპეტჩერმა და გენერალმა აღიარეს, რომ ობიექტი შემოიარა აეროპორტის კოშკურას გარშემო და გათიშა იქ არსებული ყველა მოწყობილობა. მეორე დღეს F-4 ეკიპაჟი ვერტმფრენით გაფრინდა იმ ადგილზე, სადაც პატარა ამო დაჯდა, თუმცა იქ ვერავითარ კვალი ვერ აღმოაჩინეს. შემდეგ მათ შემოუფრინეს ახლომახლო ტერიტორიას.ისინი დაეშვნენ ერთ -ერთ სახლთან და ჰკითხეს იქ მაცხოვრებელს, წინა ღამეს, რაიმე უჩვეულო მოვლენა ხომ არ შეუმჩნევიათ. მათ უპასუხეს, რომ გაიგონეს ძლიერი ხმა, რომელსაც ახლდა ელვასავით კაშკაშა შუქი. ამოს დაჯდომის ადგილზე ჩატარდა შემდგომი კვლევები, მათ შორის რადიაციული გაზომვები, მაგრამ შედეგები არასოდეს გამოქვეყნებულა. ეს მოვლენები მოხდა ფეჰლევის დინასტიის დაცემამდე (1979) და შესაძლოა რევოლუციის შემდეგ ეს ჩანაწერები საერთოდ განადგურდა და დაიკარგა. სამხედრო ჯაშუშურმა თანამგზავრმა ასევე ჩაწერა ეს ინციდენტი: ამერიკულმა სატელიტმა DSP-1 დააფიქსირა ინფრაწითელი ანომალია ინციდენტის დროს და მის შემდეგ კიდევ ერთი საათის განმავლობაში. აშშ-ს თავდაცვის სადაზვერვო სამმართველომ თეირანის ინციდენტი შეისწავლა და კომისიამ დაასკვნა: გამორჩეული შემთხვევა. იგი ითვლება ამოს კლასიკურ ინიციდენტად, რომელიც აკმაყოფილებს საიმედო დაკვირვების ყველა კრიტერიუმს: ა) ობიექტი დაკვირვებული იყო რამდენიმე განსხვავებული პოზიციიდან (შამირანი, მეჰრაბადი, თვითმფრინავი, საკონტროლო კოშკი და მშრალი მარილის ტბა). ბ) ბევრი დამკვირვებლის (საჰაერო ძალების გენერალი, კვალიფიციური მფრინავები და გამოცდილი საჰაერო მიმოსვლის კონტროლიორები) მაღალი საიმედოობა. გ) ვიზუალური დაკვირვებები დადასტურებულია რადარით. დ) მსგავსი ელექტრომაგნიტური ეფექტები დაფიქსირდა სამ სხვადასხვა თვითმფრინავზე. ე) დაფიქსირდა ამო -ს მხრიდან ფსიქოლოგიური ეფექტები (ანუ ღამის ხედვის დაკარგვა ობიექტის სიკაშკაშის გამო). ვ) ამო გამორჩეოდა დიდი მანევრირებით ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ეს ინციდენტი არის ერთ -ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგან ამოს არამიწიერი წარმოშობის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებად შეიძლება ჩაითვალოს. "თეირანის ინიციდენტზე"რამდენიმე ტელესიუჟეტი და დოკუმენტური ფილმი არსებობს, მაგალითად, "The Sightings" (1994) და დოკუმენტური ფილმი «Best Evidence»(2007) 1523 4-ს მოსწონს
|