x
მეტი
  • 28.12.2024
  • სტატია:139090
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512613
კელოგის ექსპერიმენტი: ის თავის შვილს შიმპანზის ნაშიერთან ერთად ზრდიდა

image


კელოგების ოჯახმა სასტიკი და უჩვეულო ექსპერიმენტი ჩაატარა, რისთვისაც საკუთარი შვილი, დონალდი გამოიყენა: ჩვილობის ასაკიდან დონალდის და შიმპანზის ნაშიერის ერთად აღზრდა დაიწყეს, რათა გაეგოთ, რამდენად "გაადამიანურდებოდა" მაიმუნი, თუ თავიდანვე ისე აღზრდიდნენ, როგორც ადამიანს. მაგრამ ექსპერიმენტის მსვლელობის დროს, "რაღაც ისე არ წავიდა"-შიმპანზემ "გაადამიანურება" არ დაიწყო, სამაგიეროდ დონალდმა დაიწყო მაიმუნის მანერების გადაღება.


უინტროპ კელოგი (1898-1972წწ.) ამერიკელი ფსიქოლოგი იყო, რომელიც მაღალინტელექტუალური ცხოველების, მათ შორის პრიმატების ქცევებს შეისწავლიდა. განსაკუთრებით შიმპანზეები აინტერესებდა და როცა მას და მის მეუღლეს, ლუელას ვაჟიშვილი გაუჩნდათ, კელოგმა იდეა გამოთქვა, თავისი ვაჟი და შიმპანზის ნაშიერი ერთად აღეზარდათ. მას ამ ექსპერიმენტის იდეა გაუჩნდა ბავშვები-მაუგლის შესახებ მასალების გაცნობის შემდეგ. მისი აზრით, ბავშვების ინტელექტი ადაპტირდა გარეული ცხოველების ინტელექტთან, ამიტომ, თუ გარეულ ცხოველს ადამიანის ოჯახის გარემოში მოვათავსებთ და მოვექცევით არა როგორც ცხოველს, არამედ როგორც ადამიანს, მაშინ ცხოველი ადაპტირდება ადამიანურ გარემოსთან, ანუ "გაადამიანურდება".


image



კელოგს, რა თქმა უნდა არ სჯეროდა, რომ მაიმუნი ადამიანი გახდებოდა. მან ახსნა, რომ მისი მიზანი იყო დაენახა, შეიძენდა თუ არა მაიმუნი, რომელიც ადამიანურ გარემოში გაიზარდა, ადამიანის ქცევებს, თუ ცხოველური ინსტიქტები გადასწონიდა.


ახლა ასეთი მოსაზრებები უცნაურად ჟღერს, მაგრამ 1930 წელს, ხალხმა ჯერ კიდევ ძალიან ცოტა იცოდა პრიმატების ინტელექტის დონის შესახებ. უმაღლესი პრიმატები კი, შიმპანზეები, გორილები და ორანგუტანები, საეჭვოდ ჭკვიანებად გამოიყურებოდნენ, თითქოს მათ ყველაფერი ესმით, როგორც ადამიანებს, მაგრამ ვერ ლაპარაკობენ.


კელოგმა იცოდა, რომ მისი ზოგიერთი კოლეგა მუშაობდა შიმპანზეებთან, მაგრამ მაიმუნის და ადამიანის ერთად აღზრდის ექსპერიმენტი არავის და არასოდეს ჩაუტარებია.


1931 წლის მაისში, კელოგმა შიმპანზის მდედრობითი სქესის ნაშიერი, სახელად გუა და თავისი 10 თვის შვილის, დონალდის ერთად აღზრდა დაიწყო, ისე როგორც და-ძმის.


image


კელოგები მათ ელაპარაკებოდნენ, ისე როგორც ჩვეულებრივ ბავშვებს. მათ ეძინათ ერთნაირ საწოლებში და ჰქონდათ მსგავსი სათამაშოები. მათ კვებავდნენ, აცმევდნენ და სჯიდნენ ანალოგიური მეთოდებით, აგრეთვე უტარებდნენ ანალოგიურ გაკვეთილებს. რეგულარულად უტარებდნენ ტესტებს, რომლებიც აჩვენებდა გუასა და დონალდის გონებრივ განვითარებას და ქცევების განვითარებას. ზოგიერთი ტესტი საკმაოდ საეჭვო იყო. მაგალითად, შიმპანზეს და ბავშვს საბავშვო სავარძელში ატრიალებდნენ და შემდგომ მათ რეაქციას აკვირდებოდნენ, გამოსცემდნენ ძალიან მაღალ ხმებს ან ურტყამდნენ კოვზებს შუბლში.


სწავლება და ტესტირება ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობდა, ყოველდღე 12 საათის განმავლობაში. გუამ ფიზიკურად გაუსწრო დონალდს, ის აგრეთვე უფრო სწრაფად ითვისებდა ზოგიერთი ქცევის ნორმებს. მაიმუნის რეაქციები და ქცევები ძალიან ჰგავდა პატარა ბავშვის რეაქციებს და ქცევებს. კელოგები თავდაპირველად აღტაცებული იყვნენ ამ შედეგებით. მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ, როცა მეტყველების სწავლის დრო დადგა, შიმპანზეს, არც უცდია მეტყველება და საუბრისადმი არავითარ ინტერესს არ იჩენდა, რაც არც იყო გასაკვირი. მაშინ, როცა დონალდმა დაიწყო სიტყვების წარმოთქმა და მალე გადაასწრო მაიმუნს ინტელექტუალურ და სოციალურ განვითარებაში. გუა მას არა თუ ვერ ეწეოდა, მისი განვითარება ზოგადად შენელდა კიდეც.


მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ ადამიანს მეტყველება კიდევ უფრო განევითარებინა, მოულოდნელად დონალდმა აქტიურად დაიწყო გუას ცხოველური ხმების კოპირება. აშკარა გახდა, რომ ექსპერიმენტმა "სადღაც არასწორად გადაუხვია". ამის შემდეგ კელოგებმა ექსპერიმენტის შეწყვეტის და გუას პრიმატების შესწავლის ცენტრში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღეს. (ცნობისთვის: ერთი წლის შემდეგ პატარა გუა პნევმონიით გარდაიცვალა.)


image

image

image

image


1933 წელს, უინტროპ კელოგმა, ამაყმა თავისი ექსპერიმენით, გამოსცა წიგნი "მაიმუნი და ადამიანი. ადრეულ ასაკში ქცევის ნორმებზე გარემოს ზემოქმედების კვლევა."თავის წიგნში ის წერდა, რომ თავის ექსპერიმენტს სრულიად წარმატებულად თვლიდა. გუას თავიდანვე დიდი წარმატებები ჰქონდა ტესტებში, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა მას შემდეგ, როცა დონალდს ერთი წელი შეუსრულდა და მეტყველება დაიწყო, გუას ამის გაკეთება არ შეეძლო, რადგან "შეზღუდული იყო გენეტიკურად, იმით რომ იყო შიმპანზე, და არა ადამიანი".


თავის მხრივ კელოგის კრიტიკები თვლიდნენ, რომ მან ექსპერიმენტი შეწყვიტა, სავარაუდოდ, არა მეტყველების "წარუმატებლობის" გამო, არამედ იმიტომ, რომ გუა სწრაფად იზრდებოდა და სულ უფრო უმართავი და ძლიერი ხდებოდა, მას სულ ადვილად შეეძლო თამაშის დროსაც კი ტრავმები მიეყენებინა ბავშვისთვის. ასევე მათ გაავრცელეს ცნობები იმის შესახებ, რომ დონალდის დედა შეშფოთებული იყო იმით, რომ მისმა შვილმა დაიწყო არა მხოლოდ მაიმუნის ხმების კოპირება, არამედ მისი მანერების და ქცევების. მოგვიანებით, თვითონ ლუელამ დაადასტურა ეს ცნობა.


უინტროპ კელოგი შემდგომი წლები წარმატებით სწავლობდა დელფინებს, 1972 წელს კი ის გარდაიცვალა. იმავე წელს, ცოტა ხანში, მისი მეუღლეც გარდაიცვალა. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ გააგრძელა ცხოვრება მათმა შვილმა დონალდმა, ქსელში არ იძებნება. ერთ-ერთი ვერსიით, მშობლების გარდაცვალებიდან 1 წლის შემდეგ, მან 42 წლის ასაკში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მიზეზი უცნობია.






იხილეთ სხვა სტატიები:





მალაიზიის ქალთა საქმეების მინისტრის მოადგილემ ქმრებს მოუწოდა, სცემონ ჯიუტი ცოლები

image


ადამ რაინერი: თავისი ცხოვრების მანძილზე ჯუჯადაც მოასწრო ყოფნა და გოლიათადაც

image


თურქეთში დაიბადა ციკანი-მუტანტი, ციკლოპის მსგავსი თვალებით, რომელიც ერთ თვალბუდეშია მოთავსებული(+ვიდეო)

image


ინგლისის ზოოპარკში მაიმუნებს უმღერიან, იმისთვის რომ შეჯვარდნენ (+ვიდეო)


image


ინდონეზიის მაიმუნების "ბანდები", წინასწარ განზრახული "დანაშაულებრივი სქემით" მოქმედებენ

image


საოცარია, მაგრამ ფაქტი-ეს ადამიანის კუდია!

image


საინტერესო და შემეცნებითი ფოტოები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან

image


ბედნიერი, უდარდელი, ცეკვის მოყვარული სიფაკები, რომლებსაც ადამიანებს ამსგავსებენ

image


ადამიანები, რომლებიც დაიბადნენ ზედმეტი სხეულის ნაწილებით

image


მე-18 საუკუნის დაკარგული მეცნიერების საიდუმლო, რომელიც ცხედრებს ქვად აქცევდა

image





0
1310
3-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
1310