x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
ინგლისის ზოოპარკში მაიმუნებს უმღერიან, იმისთვის რომ შეჯვარდნენ (+ვიდეო)

image


არ ვიცით, თქვენთან როგორ აღნიშნავენ სიყვარულის დღეს, ყოველ შემთხვევაში, ალბათ არა ისე, როგორც ეს მაიმუნები.

მათ გამო ინგლისის ზოოპარკმა დაიქირავა მსახიობი, რომელიც განასახიერებდა საკულტო სოულ-მომღერალს, მარვინ გეის. მაიმუნებს უმღერეს ჰიტები Let’s Get It On и Sexual Healing მსგავსი, რომელიც 70-იან წლებში რომანტიულობის და სექსუალობის მაგალითად ითვლებოდა. ზოოპარკის ხელმძღვანელობას იმედი აქვს, რომ ამით დედალ-მამალ მაიმუნებში უნაზეს გრძნობებს გააღვივებენ და შეჯვარდებიან.


image

image


პარკი მდებარეობს სტაფორდში და იწოდება "მაიმუნების ტყე ტრენტამი". მისი დირექტორი, მეთ ლოვატი აღიარებს, რომ ის ამ იდეას ცოტა სულელურად თვლის, მაგრამ პერსონალმა უკვე იმედი დაკარგა და მზადაა ყველაფერი მოიმოქმედოს, ოღონდაც ბერბერულმა მაკაკებმა ერთმანეთის მიმართ ინტერესი გამოავლინონ: "ჩვენ ვიფიქრეთ, იქნებ ამ შემოქმედებითმა მეთოდმა იმოქმედოს ჩვენს მდედრებზე და ცოტა ინტერესი მაინც გამოიჩინონ მამრების მიმართ, რომელთაც სიყვარულში არც ისე გაუმართლათ, -ამბობს დირექტორი-მდედრები სეზონზე ჯვარდებიან რამდენიმე მამრთან, ამიტომ ამ ფუმფულა პრიმატებში მამის ვინაობა არასოდესაა ცნობილი. ყოველი დაბადება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სახეობისთვის. ბერბერული მაკაკები კი კლასიფიცირდება, როგორც სახეობა, რომელიც გაქრობის პირასაა. ასე რომ, იმედია, მარვინ გეიმ "ჯადოქრობა" მოახდინა და მალე გვეყოლება ახალი თაობა".


მარვინ გეის როლი შეასრულა მსახიობმა დეივ ლარგიმ, რომელიც სხვადასხვა დაბადების დღეებსა და ქორწილებში მომღერალს განასახიერებს, ეს მისი შემოსავლის წყაროა. მაკაკებისთვის ის პირველად მღეროდა და მსმენელი მოეწონა (ყოველ შემთხვევაში წესიერად იქცეოდნენ, და არა ისე, როგორც ზოგიერთი ადამიანი).


image


და ბოლოს უბრალოდ მოუსმინეთ კლასიკას. მარვინ გეი ამად ღირს:






ეს საინტერესოა:





ინდონეზიის მაიმუნების "ბანდები", წინასწარ განზრახული "დანაშაულებრივი სქემით" მოქმედებენ


image


რატომ უყვართ კატებს ნივთების გადმოყრა?

image


რატომ გაქრნენ ევროპაში ბეღურები?

image


გიგანტური ობიექტები და ადამიანები

image


ცნობილი სახეები, რომლებიც გიჟდებიან თავის ოთხფეხა მეგობრებზე

image


ცნობისმოყვარე ცხოველები, რომლებიც ფოტოგრაფებს მუშაობაში ხელს უშლიან

image


იცოდით, მწვანე კოდალა ზამთრის მარაგს სად ინახავს?


image


რატომ ემტერებიან კატები საახალწლო ნაძვის ხეებს? (+ვიდეო)

image


ფოტოები, რომელიც ამტკიცებს, რომ კატა და ზამთარი-შეუთავსებელი ცნებებია

image


ვინ და რა აიძულებს კობრებს ცეკვას?

image







0
34
4-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
Mediator image
34
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0