მხატვრობა არტ-პროექტის შიშველი მოდელები ბუნების პეიზაჟების ფონზე - შეეცადეთ იპოვოთ 2022, 24 იანვარი, 10:09 არტ-პროექტისთვის სახელწოდებით Metamorphosis (მეტამორფოზა), ბოდი-არტის მხატვრებმა ლეონი ჟენემ და იორგ დიუსტერვალდმა, ფოტოგრაფებთან ლაილა პრეგიზერთან და უვე შმიდასთან ერთად იმუშავეს და შეეცადნენ ადამიანის სხეულის და ბუნების პეიზაჟების შერწყმას. უნდა ვაღიაროთ - მათ ეს ნამდვილად გამოუვიდათ. აღსანიშნავია, რომ ამ პროცესში ფოტოშოპი არ გამოუყენებიათ. ყველა მოდელს გადაღებების წინ ფარავდნენ საღებავებით, რა დროსაც ცდილობდნენ გარე სამყაროსთან იდეალური თანხვედრა ყოფილიყო ფერებში. ამ ნამუშევრების მიხედვით ადამიანის სხეული აღიქმება, როგორც ბუნების და სამყაროს ნაწილი. მოცემული ფოტოების წყალობით შეგვიძლია დავტკბეთ ადამიანის შიშველი სხეულის ფორმებით და სინაზით, ისევე როგორც ხეების გრაციოზული ხაზებით, ბორცვების მკვეთრი აღმართებით და ვეებერთელა ლოდების ციცაბო კუთხეებით. მაშ ასე, გთავაზობთ ამ ფოტოებს და შეეცადეთ მოძებნოთ შიშველი მოდელები ბუნების პეიზაჟების ფონზე. ეს საინტერესოა:ცნობილი მოდელების და მსახიობების პროვოკაციული ფოტოსესიები ძალიან ახალგაზრდა ასაკში ბოდიბილდერი ქალბატონები სცენაზე და ცხოვრებაში პოპულარული მცდარი აზრები ნუდიზმზე. აკრძალულია თუ არა ნუდიზმი? (18+) მელანია ტრამპის წარსულის ფოტოები, როცა ჯერ კიდევ სამოდელო ბიზნესში იყო გიგანტური ობიექტები და ადამიანები უჩვეულო გასართობი პარკები, სადაც ჯანმრთელი ფსიქიკის ადამიანმა შეიძლება არც მოისურვოს შესვლა 18 ფოტო, რომელმაც მსოფლიო გააოცა 11 რამ, რომელთა შესახებ ბევრს გაუგია, თუმცა ცოტას თუ უნახავს (+ვიდეო) 462 4-ს მოსწონს
|