x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134058
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
პოპულარული მცდარი აზრები ნუდიზმზე. აკრძალულია თუ არა ნუდიზმი? (18+)

image

ბევრი თვლის, რომ სიშიშვლე სრული თავისუფლების და მოდუნების მაჩვენებელია, თუმცა ნუდიზმი (იგივე ნატურიზმი), ეს უბრალოდ მიმართულება ან რწმენა კი არა, ეს ცხოვრების წესია. წარმოგიდგენთ ადამიანების მცდარ წარმოდგენებს ნუდიზმზე, რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჩამოყალიბდა.

1. სქესობრივი აქტი.

მცდარი წარმოდგენა: ნუდისტური კურორტები ეს სექსუალური აქტივობის ადგილებია.

image

ეს სრულიად არ შეესაბამება სიმართლეს. სინამდვილეში იქ, სადაც ნუდისტები იკრიბებიან, აკრძალულია სქესობრივი აქტები, ექსჰიბიციონიზმი და ვუაიერიზმი. წესების დარღვევის შემთხვევაში, ღონისძიების მონაწილეს სასწრაფოდ აძევებენ ტერიტორიიდან. სქესობრივ აქტს ნუდისტურ საზოგადოებაში (კურორტზე ან ღონისძიებაზე) კიცხავენ ისევე მკაცრად, როგორც ეს ადამიანებშია ჩვეული ცხოვრების წესის დროს.

2. სექსუალობა.

მცდარი წარმოდგენა: ნუდიზმი სტიმულირებს სექსუალობას.


image

ალბათ ბევრ მამაკაცს აქვს სურვილი ნუდიზმით დაკავდეს, მაგრამ მათ ხელს უშლით ერექციის შიში და უხერხულობა. ადამიანები, რომლებიც ასეთი ეგზოტიკური ცხოვრების წესს მისდევენ, ყვებიან, რომ სექსუალური ქვეტექსტი და აღგზნება-ეს სულ ბოლო ადგილზეა, რაც მათ თავში მოსდით. ისინი თვლიან, რომ აღგზნების შანსი პლაჟზე და აუზზე უფრო მეტია, სადაც ხალხი საცურაო კოსტიუმებში არიან გამოწყობილი, რამდენადაც აღნიშნული ჩასაცმელი სხეულის იმ ნაწილებზე იქცევს ყურადღებას, რომელსაც ისინი ფარავენ.

3. მიმზიდველი სხეული.

მცდარი წარმოდგენა: ნუდისტებს მიმზიდველი სხეული აქვთ.

image

სინამდვილეში ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომელთაც სხვადასხვა პროპორციების და ზომის სხეული, და რა თქმა უნდა ასაკი აქვთ. ბევრი ამბობს უარს ნუდიზმზე ზედმეტი წონის, შრამების და უბრალოდ მხოლოდ იმის გამო, რომ არ გამოიყურება ისე, როგორც სუპერმოდელი. აქ ნებისმიერს იღებენ და არავინ არავის დასცინის, ნუდიზმი სილამაზის კონკურსი არ არის.

4. 18+

მცდარი წარმოდგენა: ის მხოლოდ მოზრდილებისთვისაა.

image

ნუდიზმი მიესალმება და წაახალისებს ოჯახებს პატარა ბავშვებით. ბავშვები-ეს ყველაზე გულწრფელი ნუდისტები არიან, იმიტომ რომ მათ ჯერ კიდევ არ უსწავლიათ სირცხვილის შეგრძნება საკუთარი ან სხვისი სხეულის გამო და მით უმეტეს, გაუთანაბრონ სიშიშვლე სექსს. მაგრამ არის შეზღუდვები: ბავშვებს მსგავს ღონისძიებეზე დასწრება მხოლოდ მშობლების ან კანონიერი აპეკუნების თახლებით შეუძლიათ.

5. ტანსაცმელი.

მცდარი წარმოდგენა: ნუდისტები ყოველთვის ტანსაცმლის გარეშე დადიან.

image

ეს აზრი სასაცილოდ ჟღერს. სინამდვილეში ნუდისტები შიშვლდებიან მხოლოდ შესაფერის დროს, და როგორც წესი ჩაცმულები არიან, როცა საზოგადოებრივ ადგილებში ჩნდებიან.

6. ასექსუალობა.

მცდარი წარმოდგენა: ნუდისტები ასექსუალები არიან.

image

მუსირებს აზრი, რომ ნუდისტები სიშიშვლეს უყურებენ, როგორც რაღაც არასექსუალურს და ზოგადად უარყოფენ ადამიანურ სექსუალობას. სინამდვილეში, მათთან ყველაფერი ისეა, როგორც ეს "ბუნებას ჰქონდა ჩაფიქრებული". ისინი უბრალოდ "გამორთავენ" ყოფით ცხოვრებაში სექსუალობას. იგი ვლინდება მხოლოდ შეყვარებულებს შორის, არა უცხო თვალის დასანახად.

7. კონფიდენციალობა.

მცდარი წარმოდგენა: ნუდისტებს არ აქვთ პირადი ცხოვრება.

image

მიუხედავად იმისა, რომ ნუდისტები კომფორტულად გრძნობენ თავს ტანსაცმლის გარეშე, უმრავლეს შემთხვევაში ისინი ძალიან მორიდებულები არიან, არ უყვართ კამერები და ურჩევნიათ არ გაახმაურონ თავიანთი პირადი ცხოვრების ასპექტები. ნუდისტურ საზოგადოებაში არ მიესალმებიან ფოტოგადაღებებს. მკაცრად არის აკრძალული ბავშვების გადაღება.

8. არალეგალობა.

მცდარი წარმოდგენა: ნუდიზმი კანონგარეშედაა გამოცხადებული.

image

ზოგიერთს ჰგონია, რომ ნუდიზმი დანაშაულია და მისი მიმდევრები უფრთხიან სამართალდამცავ ორგანოებს. ყველა ქვეყანაში არა, მაგრამ უმეტესობაში ნუდისტებზე აკრძალვა არ არის. რა თქმა უნდა არის კანონები, რომლებიც კრძალავს საზოგადოებრივ ადგილებში შიშვლად ყოფნას, მაგრამ ეს ნუდისტურ ღონისძიებებზე არ ვრცელდება, რამდენადაც ადამიანები იქ ყველა თავისი ნებით იქცევა ასე და თვითონ ნუდისტების თავშეყრის ადგილი კი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილიდან მოშორებითაა.

image

იქნებ დაგაინტერესოთ:





ზოგიერთი ფაქტი სიგარეტზე და აქტიურ და პასიურ მწეველებზე

image


ქალთა უნიკალური, თავისუფალი ციხე ავსტრალიაში, სადაც პატიმრებს ციხის ფარგლებს გარეთაც შეუძლიათ მუშაობა

image


რით განსხვავდებიან ერთმანეთისგან ჩინელი, კორეელი და იაპონელი

image


მსახიობები, რომლებმაც ფილმებში ბრწყინვალედ შეასრულეს სტრიპტიზი (ვიდეო) (+18)

image


მელანია ტრამპის წარსულის ფოტოები, როცა ჯერ კიდევ სამოდელო ბიზნესში იყო

image


ჟერარ დეპარდიეს ყოფილი საყვარლების სიაში შერონ სტოუნი და ვუპი გოლდბერგიც არიან

image


როგორ იცვლებოდა მოდა ქალის მკერდზე პალეოლითიდან დღემდე

image


ადამიანები, რომლებიც დაიბადნენ ზედმეტი სხეულის ნაწილებით

image


გავიდა 43 წელი. როგორ გამოიყურება დღეს ყველაზე ლამაზი პარასკევა

image










0
2918
5-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
2918
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0