x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:138981
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512526
პირველი შეხვედრიდან უკანასკნელ წლისთავამდე: დედოფალ ელისაბედ II და პრინც ფილიპის სიყვარულის ისტორია. ნაწილი I

image

I ნაწილი

2021 წლის 9 აპრილს, 99 წლის ასაკში, დედოფალ ელისაბედ II მეუღლე, პრინცი ფილიპი გარდაიცვალა. ისინი ერთად შვიდ ათეულზე მეტი ხნის განმავლობაში იყვნენ. ნახეთ, როგორ ვითარდებოდა მათი ურთიერთობები.

1934 წ.

ითვლება, რომ ელისაბედმა მომავალი მეუღლე, ჯერ კიდევ მოზარდობის ასაკში გაიცნო. სინამდვილეში მომავალი მეუღლეების პირველი შეხვედრა ბევრად უფრო ადრე მოხდა. 8 წლის ელისაბედმა და 13 წლის ფილიპმა ერთმანეთი ფილიპის დეიდაშვილის, ბერძენ პრინცესა მარინასა და პრინც გეორგის, კენტის ჰერცოგის (ელისაბედს ბიძად ეკუთვნოდა) ქორწილში ნახეს. ელისაბედი და მისი მეუღლე შორეული ნათესავები იყვნენ: ისინი ორივე დედოფალ ვიქტორიას შვილთაშვილთაშვილები იყვნენ, თუმცა ევროპული სამეფო ოჯახისთვის ეს განსაკუთრებულ მოვლენას არ წარმოადგენს.

1937 წ.

მომავალი ცოლი და ქმარი ისევ აღმოჩნდნენ ცერემონიაზე–გეორგ VI-ის, ელისაბედ II მამის კორონაციაზე.

image

1939 წ.

ოფიციალურად, გაცნობის თარიღად ითვლება 13 წლის ელისაბედისა და 18 წლის ფილიპის შეხვედრა, ელისაბედის ოჯახის ვიზიტის დროს სამეფო-სამხედრო კოლეჯში, დარტმუტში. საბერძნეთის პრინცი (ფილიპი) იქ კადეტების რიცხვში იყო. ელისაბედის გუვერნანტი, მარიონ კროუფორდი, თავის დღიურში წერდა, რომ მისი აღსაზრდელი "თვალს არ აშორებდა" კადეტს და ეს არც არის გასაკვირი-ახალგაზრდა ფილიპმა ნამდვილად იცოდა შთაბეჭდილების მოხდენა ქალიშვილებზე. აი, როგორ აღწერს მას ბიოგრაფი: "ექვსი ფუტის სიმაღლის (1, 83 სმ), ცისფერი თვალებით, ქერა თმით, ფილიპი ნამდვილი ადონისი იყო, ათლეტური და მიმზიდველი, რომელიც თავდაჯერებულობას და ცოტა თავხედობასაც კი ასხივებდა".

image

იმ დროს, როცა ლილიბეთი (ასე ეძახდნენ ელისაბედს ახლობლები) მაშივე დაინტერესდა ახალი ნაცნობით, თვითონ ფილიპი, იგივე მარიონ კროუფორდის დაკვირვებით "ყურადღებას არ აქცევდა". ამ ვიზიტის შემდეგ ახალგაზრდებს შორის მიმოწერა დაიწყო. იგი გრძელდებოდა, სანამ ფილიპი ფლოტში მსახურობდა (მეორე მსოფლიო ომის დროს) და თანდათან მეგობრულ ჩარჩოებს სცილდებოდა.

იმ წლებში პრინცი ხანდახან სტუმრობდა ქალიშვილის ოჯახს. ამბობენ, რომ სიმპათია მათ შორის აშკარა გახდა, როცა 1943 წელს ფილიპი ისევ ეწვია უინძორის ციხე-სიმაგრეს შობის დღესასწაულზე. გეორგ VI თვლიდა, რომ მისი 17 წლის ქალიშვილისთვის ჯერ ადრე იყო გათხოვებაზე ფიქრი, თუმცა მისი რჩეული მოსწონდა. მეფე წერდა ფილიპის დედას, რომ პრინცი იყო "ინტელიგენტური და იუმორის კარგი გრძნობით".

image

ამასთან საიდუმლო არ არის, რომ ლილიბეთის გარემოცვა ფილიპს იდეალურ პარტიად არ თვლიდა. მას არც ფინანსური მდგომარეობა ჰქონდა სასურველი და არც ოჯახის რეპუტაცია: საბერძნეთის მეფე კონსტანტინე I, ფილიპის ბიძა, ტახტიდან ჩამოაგდეს და თავის ნათესავებიანად ქვეყნიდან გააძევეს. ფილიპის მშობლები დაცილდნენ. დედა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოხვდა დიაგნოზით "შიზოფრენია", მამა კი მონტე-კარლოში დროს ატარებდა. შვილის სწავლის საფასურს ოჯახის მეგობრები და ნათესავები იხდიდნენ. ამასთან ფილიპი ბავშვობიდან მძიმე ხასიათით გამოირჩეოდა. ერთი სიტყვით, საქმროს ბიოგრაფიაში ყველაფერი ისე არ იყო, როგორც ეს პატარძლის გარემოცვას სურდა. მიუხედავად ამისა, ელისაბედისა და ფილიპის მიმოწერა უფრო და უფრო რომანტიული ხდებოდა, მოგვიანებით კი ინგლისის ტახტის მემკვიდრის ახლობლებისთვის ნათელი გახდა, რომ ხელის თხოვნა უკვე მხოლოდ დროის საკითხი იყო.


image


1946 წ.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ფილიპი ლონდონში დამკვიდრდა და უფრო მეტ დროს უთმობდა მეფის ქალიშვილთან ურთიერთობას: ისინი ერთად სადილობდნენ სასახლეში, დიდხანს საუბრობდნენ, ხშირად მათ ლილიბეთის უმცროსი და, მარგარეტიც უერთდებოდა. პრინცის დეიდაშვილის, პატრიცია მაუნტბეტენის სიტყვებით, ფილიპსაც შეუყვარდა ლილიბეთი, მითუმეტეს "პრინცესა ლამაზი იყო, მხიარული და საინტერესო". "ფილიპი ფლობდა გულწრფელი სიყვარულის ნიჭს, ამ ნიჭს მხოლოდ აღმოჩენა სჭირდებოდა, და ელისაბედს ეს გამოუვიდა...იგი უფრო მგრძნობიარე პიროვნება იყო, ვიდრე ეს გვერდიდან ჩანდა. მას რთული ბავშვობა ჰქონდა, ამიტომ გარეგნულად სასტიკი უნდა ყოფილიყო, რომ სულიერად არ გატეხილიყო".-აღნიშნავდა პატრიცია.

image

როცა ფილიპმა ელისაბედს ხელი სთხოვა, მან მაშინვე თანხმობით უპასუხა (რამდენადაც პრესისთვისაა ცნობილი, მშობლებთანაც კი არ შეუთანხმებია). გეორგ VI სხვათაშორის არ გაუწევია წინააღმდეგობა, თუმცა მისი სურვილი იყო, ნიშნობა მომავალ წელს გამართულიყო, როცა ელისაბედს 21 წელი შეუსრულდებოდა. ნიშნობის ბეჭედი დაამზადა ლონდონელმა იუველირმა, ფილიპ ანტრობუსმა, გამოყენებული იქნა საქმროს დედის საგვარეულო ტიარის ბრილიანტები.


გაგრძელება






იხილეთ სხვა სტატიებიც:






ჟაკლინ კენედი: ამერიკელი "გეიშა" და მონროს "მკვლელი" ( ნაწილი პირველი)

image


ჟაკლინ კენედი: ამერიკელი "გეიშა" და მონროს "მკვლელი" ( ნაწილი მეორე)

image


ბრუნეის სულთნის ოქროსგუმბათიანი სასახლე, პატარძლის ოქროსქუსლიანი ფეხსაცმელი, ოქროს მანქანა და ა.შ.

image


როგორ ერთობოდნენ ბრუნეის მმართველი და მისი ძმა (ჰარამხანა, აუქციონი, სასამართლო) გაგრძელება

image


ემირატების პრეზიდენტი იმდენად მდიდარია, რომ არ ახსოვს ზუსტად რამდენ რეზიდენციას ფლობს მსოფლიოში

image


"კრემლის პრინცესა" - გალინა ბრეჟნევა, ნაკლებად ძლიერი ქალი დიდი შესაძლებლობებით

image


ნარკომანი ბელადები, პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები...

image


პარიკი მელოტი დედოფლისთვის

image

გულთამპყრობელი ადოლფ ჰიტლერი და მისი ქალები, რომელთა უმეტესობას თვითმკვლელობის მცდელობა ჰქონდა

image








0
323
1-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
323
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0