კულტურა სხვადასხვა რელიგიების უცნაური ღვთაებები: საპირფარეშოების ღვთაება, ღვთაება რქებით და თხის წვერებით, მაიმუნისთავიანი ღვთაება და სხვ. 2021, 5 აპრილი, 9:53 სხვადასხვა რელიგიების ღვთაებები არაორდინალური არსებები არიან, ისინი განსხვავებული მაგიური თვისებებით არიან დაჯილდოებული. მაგრამ მათ შორისაც არსებობენ მეტ-ნაკლებად ნორმალურები (ადამიანის თვალთახედვით) და ძალიან უცნაურებიც. უცნაურობა შეიძლება გამოვლინდეს უჩვეულო გარეგნობით, ან უჩვეულო თვისებებით. სწორედ ასეთი უცნაური ღმერთების შესახებ მოგიყვებით ამ სტატიაში. 1. ბარონი შაბათი-ვუდუ.ჰაიტის და კრეოლის ვუდუში, ბარონი შაბათი ერთ-ერთია იმ ღმერთთაგანი, რომელიც დაკავშირებულია სიკვდილთან, მიცვალებულებთან, ასევე როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, სექსუალობასთან და ბავშვების დაბადებასთან. ამის გარდა, ის ითვლება ყველა ყაჩაღისა და ბანდიტის მფარველად. შაბათს გამოსახავენ ჩონჩხის სახით ან სარიტუალო ცერემონიების მომსახურე პერსონალის ტანსაცმელში (შავი ფრაკი და შავი ცილინდრი). მისი ძირითადი სიმბოლოებია-კუბო და ჯვარი. ტრადიციის მიხედვით, პირველი საფლავი ახალ სასაფლაოზე ყოველთვის ბარონ შაბათს ეძღვნება. ითვლება, რომ ადამიანი რომელშიც ეს ღმერთი ჩასახლდა, თავშეუკავებელია ჭამაში, სმაში, მოწევაში და სექსში. 2. ინანა-შუმერული მითოლოგია.ინანა, შუმერულ-აქადური მითოლოგიის მთავარი ქალღმერთია. თავდაპირველად იგი ითვლებოდა ვაჭრობის მფარველად და უხვი მოსავლის სიმბოლოდ, მოგვიანებით გამოდევნა რა ურუქში უზენაესი ღვთაება-ანუს კულტი, ინანა ერთდროულად ასრულებდა გამარჯვების, მოსავლის და სამართლიანობის ქალღმერთის ფუნქციებს, ოჯახური ცხოვრების მფარველი იყო და მრავალი სხვა. უჩვეულო კი მის გარეგნობაში არის ის, რომ ეს ღვთაება ადამიანურ თვისებებსაც ფლობდა. იგი იყო მზაკვრული, ხშირად იცვლიდა მეუღლეებს-შეყვარებულებს და ერთხელ უღალატა კიდეც თავის მეუღლეს, გააგზავნა რა იგი მიწისქვეშა სამეფოში. 3. პანი-ძველბერძნული მითოლოგია.ისევე როგორც სხვა ძველბერძნული ღმერთების, პანის ზუსტი წარმოშობაც უცნობია. ზოგიერთი ვერსიის მიხედვთ, იგი ითვლება ან ჰერმესისა და დიროპის ქალიშვილის შვილად, ან ჰერმესის და ორსინოის შვილად, ან ზევსისა და კალისტოს შვილად. ასეთი ვერსიები 10-ზე მეტია. პანი დაიბადა თხის ფეხებით, გრძელი წვერით და რქებით, და დაბადებისთანავე დაიწყო ხტუნვა და თამაში. არკადიის დიდებული ველები და ბაღნარები-პანის სამეფოა, სადაც ის ფლეიტაზე უკრავს, მშვენიერ ნიმფებთან ერთად ერთობა, ხმაურობს და მოკვდავებს აშინებს. შუადღისა, დაღლილ პანს და ნიმფებს სძინავთ და მათთან ერთად იძინებს მთელი ბუნებაც: ეს სიჩუმე წმინდაა და ვერცერთი მწყემსი ვერ ბედავდა დაერღვია მყუდროება სალამურზე დაკვრით და მფარველი ღმერთი შეეწუხებინა. 4. ჩინამასტა-ინდუიზმი, ბუდიზმი.ჩინამასტა არც ისე ცნობილი ღვთაებაა და მისი კულტი არც ისე გავრცელებულია. მიუხედავად ამისა, მისი ისტორია საინტერესოა. ჩინამასტას კლასიკური გამოსახულება ასეთია: მარცხენა ხელში მას უჭირავს საკუთარი მოკვეთილი თავი დაღებული პირით, თმები გაწეწილი აქვს და სვავს სისხლს, რომელიც თავისი ყელიდან მოსჩქებს. ის ზის ან დგას წყვილზე, რომელიც სიყვარულითაა დაკავებული. მის მარჯვნიც და მარცხნივ თანმხლები პირებია, რომლებიც სიხარულით სვამენ ღვთაების ყელიდან გადმომავალ სისხლს. არსებობს ლეგენდა, რომლის თანახმად ჩინამასტა და მისი თანმხლები პირები ერთხელ მდინარის პირას სეირნობდნენ. შუადღეს მათ მოშივდათ და სთხოვეს ჩინამასტას დაპურება. მან გაიღიმა, საკუთარი თავი მოიკვეთა და სისხლის ნაკადებით გამოკვება ორივე, აგრეთვე თვითონაც. შემდეგ თავი დააბრუნა ადგილზე და ძველი იერსახე მიიღო. 5. ცუკუ ჩენი-ჩინური მითოლოგია.ცუკუ ჩენი უცნაურია იმით, რომ იგი ითვლებოდა...საპირფარეშოების ღვთაებად. ლეგენდის თანახმად, იმპერატრიცა ვუ ხუს მმართველობის დროს, ერთი განათლებული ქალბატონი, მეი ლი ჩინი, ერთერთი სახელმწიფო ჩინოვნიკის საყვარელი გახდა. ის დაქორწინებული ადამიანი იყო და ერთხელაც მისმა ეჭვიანმა მეუღლემ თავისი ქმრის საყვარელი მოკლა საპირფარეშოში. როცა იმპერატრიცამ ამის შესახებ გაიგო, გადაწყვიტა ამ უბედურისგან საპირფარეშოების ღვთაების შექმნა. მისი გარდაცვალების დღეს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე განსაკუთრებულად აღნიშნავდნენ საპირფარეშოებში და საღორეებში, ადგილობრივი ქალები მსხვერპლს სწირავდნენ მას ღვთაების საკუთარი გამოსახულების სახით. 6. ვარ-სკანდინავიური მითოლოგია.ამ ღვთაების შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი. მისი სახელიც კი იშვიათად მოიხსენიება სკანდინავიურ მითებში, ხოლო საინტერესოა იგი, ასე ვთქვათ თავისი სპეციალიზაციით. ვარი ყურს უგდებდა, უსმენდა და იწერდა ადამიანების ფიცებს და დაპირებებს, ხოლო შემდეგ შურს იძიებდა, ვინც დაარღვევდა მას. ჩვეული ფიცების გარდა, იგი სასიყვარულო ფიცებისა და საქორწინო კავშირების ღვთაებაც იყო. 7. ხანუმანი-ინდუიზმი.ხანუმანი-მაიმუნისთავიანი ღმერთია, "რამაიანას" ერთ-ერთი გმირი. მისი წყალობით შეიქმნა ჩინეთის მითოლოგიაში, ხოლო შემდეგ ლიტერატურაში "მაიმუნების მეფე". ინდუიზმში ხანუმანს ძალიან პატივს სცემენ. იგი სოფლის მეურნეობის მფარველია. ხანუმანის კულტის პატივსაცემად ინდოეთში უსახლკარო მაიმუნებს ხშირად კვებავენ. 9. ტლასოლტეოტლი-აცტეკების მითოლოგია.ტლასოლტეოტლი სიტყვა-სიტყვით "ექსკრემენტების მჭამელს" ნიშნავს. ერთ-ერთი ყველაზე მნისვნელოვანი მეზოამერიკული ღვთაება, რომელიც დაკავშირებულია მიწასთან, ნაყოფიერებასთან, სექსუალურ სიამოვნებასთან და მშობიარობასთან. აცტეკებისთვის ტლასოლტეოტლი იყო ცოდვების განსახიერება, განსაკუთრებით სექსუალური. "ტლასოლტეოტლის ქალებს" ეძახდნენ მეძავებს. ამასთან სწამდათ, რომ ტლასოლტეოტლის შეეძლო როგორც აღეძრა ვნება, ისე გაენთავისუფლებინა მისგან ადამიანი, აგრეთვე ვენერიული დაავადებებით დაეჯილდოვებინა იგი. აცტეკებს სჯეროდათ, რომ ტლასოლტეოტლი მიდიოდა მომაკვდავთან და მის სულს "ასუფთავებდა" (ექსკრემენტებს მიირთმევდა). გაეცანით აგრეთვე:ვარსკვლავებიანი ცის რუქა ეგვიპტურ აკლდამაში: შეცდომა თუ საიდუმლო ცოდნა? ლეგენდა ქრონოვიზორზე (დროის მანქანაზე), რომელიც ვატიკანში ინახება ძველბერძნული ორაკული-ნეკრომანტიონი, სადაც წინასწარმეტყველებას გარდაცვლილი ნათესავებისგან იღებდნენ რატომ მალავს ჩინეთი ინფორმაციას თეთრი პირამიდის შესახებ? არქეოლოგებმა დაადგინეს, ვინ და რატომ ამტვრევდა ძველეგვიპტურ ქანდაკებებს ცხვირებს "კოსმიური საჩუქარი" ტიბეტელი ბერებისთვის, რომელიც ამჟამად მოსკოვში ინახება ჩვენს დრომდე მოღწეული უძველესი არტეფაქტები, რომლებიც აღტაცებას იწვევს საინტერესო ფაქტები ყველაზე და ყველაფერზე კიოლნის დაუმთავრებელი ტაძრის წყევლა? ტამპლიერების დიდებული გოთიკური ტაძრები 1150 5-ს მოსწონს |