x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
როგორ შეიქმნა წყლის წვეთისგან სათვალე
imageდაახლოებით 1280 წელს, გაყინულმა წყლის წვეთმა, ისტორიისათვის უცნობი შუშის ოსტატის ყურადღება მიიქცია. მან გაყინული წვეთი ხელში აიღო და გაკვირვებული დარჩა, როდესაც მიხვდა, რომ მისი მეშვეობით შეიძლებოდა არა მარტო ამა თუ იმ საგნის გადიდება, არამედ ხანდაზმული ადამიანის მხედველობის გაუმჯობესებაც.

სათვალე უფრო მოსახერხებელი რომ ყოფილიყო, ჩარჩოში ჩასვეს, ხოლო XVI საუკუნეში, ჩარჩოზე თასმების მობმისა და ყურების უკან დამაგრების იდეაც გაჩნდა.


მზის სათვალის ისტორია არაერთ ასწლეულს ითვლის. ყველაზე ძველ გამოგონებად ესკიმოსების მიერ გაკეთებული “მზის სათვალე" ითვლებოდა, თუმცა დღევანდელი გადასახედიდან ძნელია, მათ სათვალე უწოდო. ესკიმოსების დროინდელი სათვალე ხვრელის მქონე ერთგვარ ფარს წარმოადგენდა, რომელიც თვალზე მოხვედრილ სინათლეს მნიშვნელოვნად ზღუდავდა.

ამ “გამოგონებიდან" მრავალი წლის შემდეგ, ნაპოლეონმა აფრიკაში შეჭრამდე თავისი არმიისათვის მზის სათვალეების დამზადების ბრძანება გასცა. სამხრეთ ტერიტორიაზე განხორციელებული ოპერაციის დროს, თითოეული ჯარისკაცი იძულებული იყო, ნაპოლეონის მიერ შეკვეთილი სათველე ეტარებინა. ჭკვიანმა მხედართმთავარმა მშვენივრად იცოდა, რომ აფრიკაში უჩვეულოდ კაშკაშა მზე ელოდათ, რასაც შესაძლოა მათი მიზნების განხორციელებისთვის ხელი სერიოზულად შეეშალა.


დიდი მხედართმთავრის წინდახედულება სწორი აღმოჩნდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ზოგიერთმა ჯარისკაცმა მხედართმთავრის ბრძანება არ შეასრულა, რის გამოც დაისაჯნენ კიდეც - კაშკაშა სინათლის გამო მათ მოგვიანებით კატარაქტა განუვითარდათ.

0
844
15-ს მოსწონს
ავტორი:ჟანა გოგინაშვილი
ჟანა გოგინაშვილი
844
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0