x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
იცით რაზე მიანიშნებს ფრჩხილებზე თეთრი ნახევარსფერო? - ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
image

ფრჩხილის ქვედა ნაწილის ირგვლივ არსებული მოთეთრო ადგილი ფრჩხილის სტრუქტურის ყველაზე მგრძნობიარე და მნიშვნელოვანი ნაწილია. ბევრი სპეციალისტი თვლის, რომ ამ თეთრი ნახევარმთვარის ანუ ლუნულის მიხედვით შესაძლებელია ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბარი. მაგალითად, ტრადიციული ჩინურ მედიცინაში ნახევარმთვარის არარსებობა მიანიშნებს ანემიაზე ან კვებით დარღვევაზე, ხოლო ბაცი ფერის ან მოცისფრო ლუნულა შეიძლება დიაბეტის ნიშანი იყოს.

1. ცერა თითებზე ნახევარმთვარის არარსებობა შეიძლება მიანიშნებდეს ფსიქიკურ პრობლემებზე.

2. საჩვენებელ თითზე ძალიან მცირე ზომის ნახვარმთვარე ან მისი საერთოდ არარსებობა მიუთითებს ნაწლავის, ღვიძლის, კუჭქვეშა ჯირკვლის და ასევე ქალის სასქესო სისტემის დაავადებებზე.

3. არტერიულ წნევასთან დაკავშირებულ პრობლემებზე შეიძლება მიუთითებდეს შუა თითებზე ლუნულის გაქრობა.

4. არათითებზე თეთრი ნახევარმთვარის არარსებობა კი ენდოკრინოლოგიურ დარღვევებზე მიუთითებს.

5. ნეკაზე ლუნულის გაქრობა ნაწლავში შლაკების დაგროვებას გვამცნობს.


image

რაოდენობა: ყველაზე კარგია, თუ თქვენ მინიმუმ 8 თითზე გაქვთ ნახევარმთვარე. თუ იგი მხოლოდ ცერა თითებზეა, ეს თირკმელებთან დაკაშირებულ პრობლემაზე შეიძლება მიანიშნებდეს.

ზომა: კარგია, თუ ნახევარმთვარე ფრჩხილის დაახლოებით მეხუთედს იკავებს.


ფერი: უმჯობესია, ლუნულას სპილოსძვლისფერი შეფერილობა ჰქონდეს. თუმცა, ითვლება, რომ რაც უფრო თეთრია ფრჩხილის აღნიშნული ნაწილი, მით ძლიერი, ენერგიული და ჯანმრთელია მისი მფლობელი და პირიქით, ადამიანებს, რომლებსაც ენერგიის ნაკლებობა აქვთ, ბაცი და ნაკლებად გამოკვეთილი ნახევარმთვარე აქვთ.



ასევე საინტერესოა:


1. როგორ ვუმკურნალოთ ჩაზრდილ ფრჩხილს სახლის პირობებში - ეს მარტივია!

2. როგორ მოვიშოროთ კაპილარული ქსელი კანის ზედაპირიდან სახლის პირობებში

3. 9 მცდარი წარმოდგენა გრიპის შესახებ - დავამსხვრიოთ მითები!

4. შეცდომები, რომლებსაც პირველადი დახმარებისას ვუშვებთ - ეს უნდა ვიცოდეთ!

5. 7 ჯანმრთელი ჩვევა, რომელიც სინამდვილეში ჯანმრთელობას ვნებს

6
11984
6-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
11984
  
2017, 6 აპრილი, 0:17
უი რა საინტერესოა.:)
2016, 2 დეკემბერი, 11:52
ათივე თითზე თუ გაქვს ესე იგი სრულიად ჯანმრთელი ყოფილხარ. :)
2016, 2 დეკემბერი, 9:44
მე ეგრე ატივე ტიტზე მაქვს ესეიგი რა გამოდის მაგარი ტრუპი ვარ ? :D
2016, 30 ნოემბერი, 23:23
ვაი მეეე, ნეტა არ წამეკითხა))
2016, 30 ნოემბერი, 17:54
ფრჩხილის ქვედა ნაწილში არსებული თეთრი ფერის ნახევარსფერო. ფოტოზე მინიშნებულია.
2016, 30 ნოემბერი, 17:41
ლუნულა რა არის?
0 1 6