x
მეტი
  • 05.12.2021
  • სტატია:115404
  • ვიდეო:352810
  • სურათი:489349
ვის გამო გადაწყვიტა მეფე ნაბუქოდონოსორ II-მ დაკიდული ბაღების აგება? - საინტერესო და დაუჯერებელი ფაქტები
ლეგენდა ბაბილონის დაკიდული ბაღების შესახებ დაახლოებით 2000 წელი არსებობს, მაგრამ რაც უნდა საოცარი იყოს, მათი არსებობის დამადასტურებელი არც ერთი ფაქტი არ მოგვეპოვება. ქალაქ ბაბილონის (დღევანდელი ერაყის ტერიტორია) უძველეს აღწერებში ბაღები არ მოიხსენიება. ბაღების კვალს ვერ მიაგნეს არქეოლოგებმაც, რომელთაც უძველესი ქალაქი მთლიანად გადათხარეს.

imageგადმოცემის თანახმად, ბაღები მეფე ნაბუქოდონოსორ II-მ ააგო. ისტორიული ჩანაწერები მოწმობენ, რომ ნაბუქოდონოსორმა (ძვ.წ. 605-562 წლებში მეფობდა) ბაბილონის იმპერია შექმნა და ქალაქ ბაბილონს შორს გაუთქვა სახელი. ლეგენდის თანახმად, მეფემ მეუღლის დედოფალ ამიტასისათვის საჩუქრად დაკიდებული ბაღების გაშენება გადაწყვიტა.

imageქალაქი ბაბილონი 539 წელს სპარსელთა შემოსევამ გაანადგურა და ბაღების შესახებ დღეს მხოლოდ გადმოცემით ვიგებთ. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ბაღების კვალს ბაბილონის მახლობლად მიაგნეს, რის შედაგადაც არქეოლოგებმა მოახერხეს ნაწილ-ნაწილ დაკიდებული ბაღების აღდგენა.

imageსამოთხე დედამიწაზე:


ამბობენ, რომ დედოფალი ამიტასი თავს უბედურად გრძნობდა, უდაბნოში გათხოვილს, საკუთარი ამწვანებული სამშობლო ენატრებოდა. ამიტომ გადაწყვიტა მეფე ნაბუქოდონოსორმა დაკიდებული ბაღების გაშენება. ბაღებს დედოფლისათვის მშობლიური მიდიის (დღვანდელი ირანი) ბუნება უნდა მოეგონებინა.

image

საინტერესო ფაქტები:

-ზოგიერთი მწერლის აზრით, დაკიდებული ბაღები ჰაერში ეკიდა, თითქოს რაღაც ჯადოსნური ძალა აკავებსო; სინამდვილეში, ბაღები ტერასებად, ანუ სხვადასხვა დონეებად იყო გაშენებული, რაც დაკიდულის ეფექტს ქმნიდა.

image-გადმოცემის თნახმად, ბაღების თითოეული მხარე ოთხ ფლეტრონს ანუ 123, 2 მეტრს შადგენდა.

-ტერასის რაოდენობა მეცნიერებისათვის უცნობია, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ხუთი ტერასა უნდა ყოფილიყო.

-ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ კედლის სისქე შვიდ მეტრს აღწევდა, რათა დიდი ხეების სიმძიმისათვის გაეძლოთ.

image-დანამდვილებით არავინ იცის, თუ რა ჯიშის მცენარეები იზრდებოდა ბაღებში, ვარაუდობენ, რომ უნდა ყოფილიყო: მირტი, ღვია, ნუში, ფინიკი, ზეთისხილი, ბროწეული, ქლიავი, ლეღვი, ყურძენი და სხვა.

-მეფეს ბევრი მტერი ჰყავდა, ამიტომ მას მრავალი შეიარაღებული ჯარისკაცი იცავდა.

-ბაბილონის მრავალ შენობას ლურჯი, მომინანქრებული აგურები ამშვენებდა.

image


0
2307
11-ს მოსწონს
ავტორი:მაიკო ქავთარაძე
მაიკო ქავთარაძე
2307
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0