x
მეტი
  • 19.07.2024
  • სტატია:136048
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510305
"ამიტომ არ მიიწვიეს სახელმწიფოს მეთაური შსს-თან"- რა ინფორმაციას ავრცელებს ლევან ლორთქიფანიძე

image


პოლიტოლოგი და "კავკასიური სახლის" საბჭოს წევრი, ლევან ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში პრეზიდენტისა და ელჩების გარეშე, გომელაურის უწყების მიერ პროფესიული დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


"დღეს პოლიციის დღე ყოფილა…


საქართველოს პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერს ეუბნებიან, რიგით, ძალაუფლების არმქონე მოქალაქეებს ტელეფონზე ურეკავენ, თავიანთი პოლიტიკური პოზიციის გამო აგინებენ, აშანტაჟებენ, ისინი პოლიციის დახმარებას ითხოვენ, მაგრამ მათთან არავინ მიდისო. პარლამენტის ლიდერი პასუხია, რომ მასაც ურეკავენ ავსტრალიიდან.


თანამდებობის არმქონე მოქალაქეებს სადარბაზოები შეურაცხმყოფელი წარწერებით აუჭრელეს, შემდეგ ხელისუფლების ძალმომრეობის მოწინააღმდეგეებმა იგივე გააკეთეს, ბოლოს პარლამენტის წევრმა თავად დააორგანიზა ბანდები და საპასუხო სიბინძურე დაგეგმა. უმაღლესმა წარმომადგენელმა საკითხის გადაწყვეტა პოლიციის ძალით კი არ სცადა, ტყიური, სახელმწიფოს მიღმა მყოფი ბოგანოს, რეციდივისტის ლოგიკით იმოქმედა. (ვგმობ ნებისმიერი ადამიანის, ორფეხა არსების სახლთან მივარდნას, კატეგორიულად! ტყეში შვილებიან ტურასაც არ უნდა დაუნგრიო ბუნაგი).


დეპუტატი ფორთოხლის გამყიდველებთან თავად მივიდა, დისკუსიაში ასით ნოლით დამარცხდა, რამდენიმე დღეში კი გამყიდველებს სახლში ზონდერი მიუგზავნა. პოლიციის რეაგირება არ ჩანს.


რამდენიმე კვირის წინ შსს-ის თანამშრომლებმა კამერების თვალწინ ჩაქოლეს რიგითი მოქალაქეები, უმოწყალოდ სცემეს ოპოზიციონერებს, დღემდე არავინაა დასჯილი.


პოლიციის სამინისტროს დროშად იქცა კაცი, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის ყველაზე სისხლიან ამბავში, “ორი გვამის” ამბავში ფიგურირებს, რომლსაც აქვს “არაკაცების სის” და მათ ცემას საკუთარ მოვალეობად მიიჩნევს…


მაშასადამე, დღეს პოლიციას რიგითი მოქალაქეების დაცვის საშუალებას არ აძლევენ…


მაღალი თანამდებობის პირები წესრიგის დასამყარებლად პოლიციას არ მიმართავენ და ავადმყოფთა ბანდების გამოყენებით, შურისძიებით (და არა კანონით) გადიან ფონს.


პოლიციის სახედ ნამდვილი, ღირსეული, ყოველდღე თავდაუზოგავად მშრომელი სამარათალდამცველის ნაცვლად ნაცების დროს გამოწრთობილ კაციჭამიას გვაჩეჩებენ ! (“კუკარაჩას” ქვეყანა ვართ, ვითომ)


წესების ნაცვლად მოქმედებს “არაკაცების სია”, ცემა ჩვეულებრივი მოვლენაა, მერე რა, რომ არცერთი კანონი არ ითვალისწინებს დამნაშავის ჩაწიხვლას…
საქართველოს მთავრობა პოლიციას, როგორც ინსტიტუტს, თავისი ხელით ანგრევს და მათი მხრიდან ამ დღის აღნიშვნა სირცხვილი და ფარისევლობაა.


ალბათ, პრეზიდენტიც დაახლოებით იმავეს იტყოდა, პრემიერს კი ელეთმელეთი დაემართებოდა, რადგან პოლიციელები მის სასარგებლოდ ხავილს არ დაიწყებდნენ. ამიტომ არ მიიწვიეს სახელმწიფოს მეთაური შსს-თან ❗️


გაუმარჯოს პოლიციას, რომელიც კანონის მაღლა არავის არასდროს დააყენებს!".


შეგახსენებთ, რომ გუშინ, 31 მაისს პოლიციელის პროფესიული დღე აღინიშნა. ღონისძიებას არც პრეზიდენტი და არც ელჩები არ ესწრებოდნენ.


ცნობისთვის, 6-წლიანი პრეზიდენტობის პერიოდში სალომე ზურაბიშვილი დაესწრო "პოლიციელის დღის" აღსანიშნად გამართულ ყველა ღონისძიებას, მათ შორის კორონავირუსის პერიოდშიც კი.





0
413
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
413