x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:138981
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512526
ვარსკვლავებიანი ცის რუქა ეგვიპტურ აკლდამაში: შეცდომა თუ საიდუმლო ცოდნა?
image


ძველი ეგვიპტე, ეს გამოცანებითა და იდუმალებით სავსე სამყაროა. პირამიდების უზუსტესი მშენებლობა, კოლოსალური ზომების ნაგებობები, იმქვეყნიური ცხოვრების მითები და ლეგენდები-ეს ყველაფერი უკვე რამდენიმე ათეული წელია არქეოლოგებს და ისტორიკოსებს თავსატეხს უჩენს. თუმცა არსებობს გამოცანა, რომელიც ჭეშმარიტად თავდაყირა აყენებს ჩვენს წარმოდგენას სამყაროზე.

რამდენიმე წლის წინ, არქეოლოგების მიერ აღმოჩენილ იქნა ძველი ეგვიპტის ერთ-ერთი გამოჩენილი მშენებლის აკლდამა, რომელმაც ჯესერის ნეკროპოლი ააგო, აღმართა კარნაკის მრავალრიცხოვანი ობელისკები და ააშენა იმ დროის კიდევ მრავალი არქიტექტურული ძეგლი. გარდა ამისა, სემნუტი, სწორედ ასე ერქვა დამპროექტებელს, იყო მდიდარი და ფარაონთან დაახლოებული ეგვიპტელი, ეს კი ნიშნავს, რომ, მასაც ეკუთვნოდა საკუთარი მდიდრული აკლდამა. მაგრამ თანამედროვე მეცნიერების ყურადღება არა სემნუტის ბიოგრაფიამ მიიპყრო, არამედ იდუმალმა ვარსკვლავებიანი ცის რუქამ, რომელიც მშენებლის აკლდამის ერთ-ერთ შენობაში იყო ამოტვიფრული.

image

მასზე ზუსტად იყო გამოსახული ვარსკვლავები და პლანეტები, რომლის დანახვაც შეიძლებოდა იმ მომენტისთვის ეგვიპტის ტერიტორიიდან. თუმცა რუქის საკვანძო ფიგურებია ორი კოსმოსური ობიექტი: ორიონის და სირიუსის თანავარსკვლავედები, რომელთა განლაგებამაც მეცნიერები გააოგნა. ორიონი გამოსახული იყო სირიუსის დასავლეთით, მაშინ როცა იგი სრულიად საწინააღმდეგო მხარეზე, აღმოსავლეთით მდებარეობს.

image

მეცნიერების მიერ წამოყენებული იქნა მრავალი ჰიპოთეზა. მრავალი მათგანი მასშტაბური და დაუჯერებელი იყო. ერთ-ერთი ასეთი ჰიპოტეზის მიხედვით, ათი ათასი წლის წინ, დედამიწას შეეჯახა უზარმაზარი ზომის მეტეორიტი, რის შედეგადაც დედამიწამ ბრუნვა საწინააღმდეგო მიმართულებით დაიწყო, და ამიტომ ძველი ეგვიპტელები ორიონს და სირიუსს სხვანაირად ხატავდნენ. აღნიშნული თეორია ლამაზად კი ჟღერს, მაგრამ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

image

აღნიშნული ფენომენის რაციონალური ახსნა მოგვიანებით იქნა მოცემული. საქმე იმაშია, რომ ძველ ეგვიპტეში, ორიენტაცია ჩრდილოეთზე არა პლანეტის მაგნიტური პოლუსების მიხედვით ხდებოდა (ეგვიპტელებმა არ იცოდნენ მაგნიტური სარტყელები), არამედ ცის კაბადონზე მზის მდებარეობის მიხედვით. მისი ამოსვლა აჩვენებდა აღმოსავლეთს, ჩასვლა-დასავლეთს, როგორც დღეს არის. მაგრამ თუ დღეს, თანამედროვე ადამიანი, რომელიც ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ნებისმიერ ქვეყანაშია, შეხედავს მზეს ზენიტში (ზენიტი-ცის სფეროს უმაღლესი წარმოსახვითი წერტილი დამკვირვებლის თავზე), ის სამხრეთზე მოგვითითებს. მაგრამ ევროპელმა და ამერიკელმა მეცნიერებმა ვერ გაითვალისწინეს, რომ სამხრეთ ნახევარსფეროში მდებარე ქვეყნისთვის (ძველი რუქის შესაბამისად), მზე ზენიტის მდგომარეობის დროს მიუთითებს ჩრდილოეთზე. სწორედ ამიტომ გამოსახეს ასე ცაზე ვარსკვლავები და ორიონ-სირიუსის წყვილი.


image

მიუხედავად იმისა, რომ გამოცანა ამოხსნილია, ძველი ეგვიპტის ისტორია ჯერ კიდევ ბევრ მითებსა და საიდუმლოებებს ინახავს. შევძლებთ კი მის ამოხსნას? დრო გვიჩვენებს.

image






იხილეთ სხვა სტატიებიც:




ლეგენდა ქრონოვიზორზე (დროის მანქანაზე), რომელიც ვატიკანში ინახება

image


ძველბერძნული ორაკული-ნეკრომანტიონი, სადაც წინასწარმეტყველებას გარდაცვლილი ნათესავებისგან იღებდნენ

image


რატომ მალავს ჩინეთი ინფორმაციას თეთრი პირამიდის შესახებ?

image


პროფესორ თომას მერილინის მისტიკური კოლექცია, რომელიც ლონდონში, დასანგრევად გამზადებულ სახლში ინახებოდა

image


ჩვენი წინაპრების თმის მოვლის მეთოდები(დამწვარი ვირთხის ფერფლი, კაკლის ნაჭუჭის ნახარში და ა.შ.) და ვარცხნილობები

image


არქეოლოგებმა დაადგინეს, ვინ და რატომ ამტვრევდა ძველეგვიპტურ ქანდაკებებს ცხვირებს

image


"კოსმიური საჩუქარი" ტიბეტელი ბერებისთვის, რომელიც ამჟამად მოსკოვში ინახება

image


"თოვლის კაცი" თეთრი დათვისა და მურა დათვის ჰიბრიდია?

image


ადამიანის ხელის ევოლუცია, უძველესი გადაშენებული თევზის ფარფლიდან იწყება

image








0
472
3-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
472
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0