x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134046
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ჩვენი წინაპრების თმის მოვლის მეთოდები(დამწვარი ვირთხის ფერფლი, კაკლის ნაჭუჭის ნახარში და ა.შ.) და ვარცხნილობები
image

ძველი ეგვიპტე

ფარაონების ეპოქაში ვარცხნილობა ქალებშიც და მამაკაცებშიც ერთნაირი იყო: თმებს იჭრიდნენ ნიკაპის ხაზის ოდნავ ზემოთ (მაშინდელი "კარე"). თმის დემონსტრირება დაბალი ფენის წარმომადგენლობაზე მიუთითებდა, ამიტომ ზედა ფენის წარმომადგენლები პარიკებს ატარებდნენ, რომელსაც სავარცხლებით, თმის სამაგრებით და დიადემებით რთავდნენ.

image

მოგვიანებით, როცა პარიკები წარსულს ჩაბარდა, ეთერზეთების წასმა დაიწყეს და თმას კეფაზე დახვეულს იმაგრებდნენ. ეთერზეთები, არა როგორც მოვლის საშუალება, არამედ სტაილინგის როლს ასრულებდა: ვარცხნილობები უფრო საიმედოდ ფიქსირდებოდა და დაბანიდან დაბანამდე სიგლუვეს ინარჩუნებდა.


image

სხვა ძველი ხალხებისგან განსხვავებით, ძველ ეგვიპტეში დაბანა ხშირი პროცედურა იყო. ქალებისთვის ნორმად ითვლებოდა აბაზანის მიღება ან ღია სივრცეში ბანაობა კვირაში რამდენიმეჯერ. მამაკაცებს ბანაობის დღეები უფრო იშვიათად, კვირაში ერთხელ ჰქონდათ.

ძველი საბერძნეთი

ელინების ეპოქაში თმები იმიჯის მნიშვნელოვან დეტალად ითვლებოდა, ამიტომ მდიდარი ბერძენი ქალბატონები დიდ დროს ატარებდნენ კალამისტრებთან–თმის მოვლის და შეღებვის ოსტატებთან. ისინი ლოკონებს არომატული ესენციებით და ეთერზეთებით იმუშავებდნენ, გულმოდგინედ იხვევდნენ რკინის სპეციალურ ჩხირებზე (სწორი თმები ულამაზოდ ითვლებოდა), თმებს ურთულესი მეთოდებით იწნიდნენ, ხოლო შემდეგ ცდილობდნენ რაც შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში შეენარჩუნებინათ ეს ვარცხნილობა.

image

ოსტატ-კალამისტრების ზოგიერთი შედევრი კვირაობით ინარჩუნებდა ფორმას! მაგრამ ყველაზე მთავარი იყო თმისთვის შესაფერისი, სასურველი და სწორი ელფერი მიეცათ. ბერძნები თმებს ბალახებისა და ბუნებრივი ექსტრაქტების საშუალებით იღებავდნენ, ცდილობდნენ რა, ოქროსფერი ელფერის მიღებას. თმებზე ძმარს და მჟავებს ივლებდნენ, საათობით ისხდნენ მზეზე, რათა ეფექტისთვის მიეღწიათ. ერთი სიტყვით, ძველი ელინი ქალბატონებისთვის ქერა თმები სილამაზის ეტალონად ითვლებოდა.


image

ძველი რომი

რომაელებმა შესძლეს თმის გასაუფერებელი შემადგენლობის შექმნა, და ყველა შეძლებული რომაელი ქალბატონი, ბერძნებთან შედარებით რამდენიმე საათში ხდებოდა ქერა. სამწუხაროდ, გასაუფერებელი შემადგენლობის რეცეპტმა ჩვენამდე ვერ მოაღწია, მაგრამ ცნობილია ის, რომ თმების მოვლის საუკეთესო საშუალებად თავის მასაჟი ითვლებოდა. თერმებში სპეციალური მონა-კოსმეტები საათობით უკეთებდნენ თავიანთ ქალბატონებს თავის მასაჟს, რომლის დროსაც მცენარეულ ზეთებსა და ესენციებს იყენებდნენ.


image


image

ძელ რომში თმის სიგრძე ერთგვარი კულტი იყო. ქალებისთვის გრძელი თმა ეს წმიდათაწმიდა იყო. ზოგიერთი მაშინდელი ჩანაწერი მოწმობს, რომ ზოგმა რომაელმა შესძლო თმა კოჭებამდე გაეზარდა, რომლის დავარცხნასაც მონები რამდენიმე საათი უნდებოდნენ. თმა ბზინვარე და ჯანმრთელი რომ ყოფილიყო, რომაელი ლამაზმანები კაკლის ნაჭუჭის ნახარშს იყენებდნენ, თუმცა ამ შემთხვევაში თმა მუქდებოდა. ასე რომ, მათ არჩევანის გაკეთება უწევდათ ჯანმრთელობასა და სილამაზეს შორის.

image

შუასაუკუნეები

შუასაუკუნეებში ვარცხნილობას საკრალური მნიშვნობა ენიჭება. ახალგაზრდა გოგონებმა გაშლილი გრძელი თმების მოდა შემოიღეს, რაც უფრო გრძელია-მით უფრო ლამაზია.

image

გათხოვილები თმებს თავსაბურავით იფარავდნენ, რადგან ითვლებოდა, რომ გათხოვილი ქალის თმების სილამაზე მხოლოდ კანონიერ მეუღლეს უნდა ეხილა.

image


image

ყველაზე მოდურად იმ დროისთვის ითვლებოდა თმების დახვევა: სპეციალურად გაცხელებული ჩხირების საშუალებით გოგონები თმებს სპირალისებური ლოკონების სახეს აძლევდნენ, რომელსაც არ ივარცხნიდნენ, რათა სტრუქტურა შეენარჩუნებინათ. სასულიერო პირები ცდილობდნენ შეეჩერებინათ ეს "გარყვნილება": "ის ვინც თმებს იხვევს, ჯოჯოხეთში მოხვდება, რადგან სხვა გზა არ არსებობს"-ამბობდნენ ისინი. როგორც ჩანს, შუასაუკუნეების მოდის მიმდევრებს ჯოჯოხეთი არცთუ ძალიან აშინებდათ.

ბაროკოს ეპოქა

მე-17 საუკუნის შუა ხანებიდან ჩაისახა ახალი მხატვრული სტილი-ბაროკო, რომლის დამფუძნებელიც ესპანეთი გახლავთ. ეს არის პარიკების საუკუნე (პარიკები სხვათაშორის ძალიან ძვირი ღირდა). ქალების მოდაში გამეფდა ვარცხნილობები ელასტიური მავთულის კარკასზე, შემოდის მოდაში ლენტების და მაქმანების ვარცხნილობები, რომლებიც პარიკებშია ჩაწნული.

image

ყველაზე მოდურ ვარცხნილობას "ა-ლა ფონტანჟი" ეწოდებოდა. მეფის ფავორიტი მარია-ანჟელიკა დე ფონტანჟი, ერთ-ერთი ნადირობის დროს სათანადოდ არ გაუფრთხილდა ვარცხნილობას, და რთული "ბაბილონი" აეწეწა. ასეთ მდგომარეობაში საზოგადოების წინაშე ვერ წარსდგებოდა, ამიტომ მარია ანჟელიკამ მოახლის დახმარებით კაბას მოაცილა რამდენიმე ლენტი და მისი საშუალებით გაწეწილი თმები წესრიგში მოიყვანა. მეფე მისი ხილვით აღტაცებაში მოვიდა და დე ფონტანჟს სთხოვა, ყოველთვის ასეთი ვარცხნილობა ეტარებინა. ეს იდეა მთელმა სასახლის კარმა აიტაცა.

image

ვარცხნილობის მოცულობა ყოველ წელს იზრდებოდა: მე-17 საუკუნის ბოლოსთვის ეკიპაჟის მწარმოებლებმა ეტლების გამოშვება გადასაწევი სახურავით დაიწყეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქალბატონები უბრალოდ ვერ მოთავსდებოდნენ.

image

შუასაუკუნეებში ანტისანიტარია იქამდე მივიდა, რომ პარიკების ქვეშ ტილებმა დაიწყო გამრავლება. მათი ნაკბენები აუტანელი იყო, ამიტომ შემოიღეს სპეციალური პატარა ჯოხები, რომლის დახმარებითაც ქალბატონებს დროებით დისკომფორტისგან განთავისუფლება შეეძლოთ (ამასთან, ამ დროს შეეძლოთ არ მოეხადათ პარიკი და არ მიექციათ ზედმეტი ყურადღება). მწერების მოსაშორებლად პარიკმახერები ურჩევდნენ თმების ჭინჭრის ნახარშით დაბანას! მიწათმფლობელებმა ამით ისარგებლეს და დაიწყეს ჭინჭრის მოშენება, რათა შემდეგ სამკურნალო ნაყენებისა და ნახარშების მწარმოებლებისთვის მიეყიდათ.

როკოკოს ეპოქა

image

უფრო მაღალი, უფრო დიდი და მდიდრული! ქალბატონების თავზე გემები, სასახლეეები და სხვა სკულპტურული ხელოვნების ნიმუშები ჩნდება.

image

საპარიკმახერო ხელოვნებას იმდენად დიდი მნიშვნელობა მიენიჭა, რომ ჩნდება საპარიკმახერო აკადემიები. ვარცხნილობებზე აქტიურად იყრიან პუდრს და ზედა ფენის ყველა შეძლებული ქალბატონი საკმაოდ მტვრიანის ელფერს იღებს, სამაგიეროდ უფრო მოდურად გამოიყურებიან.

image

აკადემიადამთავრებული განათლებული პარიკმახერების ფონზე მატულობს შარლატანების რიცხვი, რომლებიც ქალებს მშვენიერ თმებს ჰპირდებიან. შარლატანების ერთ-ერთი მეთოდი თმის ძირებში დამწვარი ვირთხების ფერფლის შეზელვა იყო.

დეკადენსი

მოცულობითი ვარცხნილობები და პარიკები მოდიდან ძალიან სწრაფად გადადის: ჯერ აქტუალური ხდება ნატურალური თმები, ოდნავ კეფაზე აწეული.

image

მაგრამ მალე რევოლუცია მოხდა: ქალები თმას იჭრიან. გეომეტრიულ და მკვეთრ, ლენტით ან ეკლექტიკური სამაგრით დამშვენებულ ვარიაციებს კარეს და ბობის თემებზე (როგორც ჩვენ დღეს უწოდებდით), სტილისტების ბიზნესი ჯერ არნახულ სიმაღლეზე აჰყავთ.

image

თმებს პრაქტიკულად არ უვლიან: შამპუნი უკვე არსებობს, მაგრამ უმრავლესობა მაინც საპონს ხმარობს, დამატებითი პროცედურებიდან აქტუალურია შავი პურისა და კვერცხის ნიღაბი, აგრეთვე წყალთან განზავებული ვაშლის ძმრის გადავლება.

პირველად მოდის ისტორიაში, შავგვრემნები შემოვიდა: ქალიშვილებმა მასიურად აიწყეს თმის შეღებვა ბასმით, თმისთვის რადიკალურად შავი ელფერის მისაცდემად.

image




იხილეთ ასევე:




# პარიკი მელოტი დედოფლისთვის


# შუასაუკუნეების დედოფლები ლამის სახალხოდ მშობიარობდნენ


# ზოგიერთი სასახლის ეტიკეტი, რომელიც სიცოცხლისთვის სახიფათო აღმოჩნდა


# საინტერესო ფაქტები საპნის წარმოშობის შესახებ


# ვინ იყო სინამდვილეში განთქმული საყვარელი ჯაკომო კაზანოვა


# ჭორიკნების დასჯის მეთოდები შუასაუკუნეებში



0
371
6-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
371
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0